კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

ნაბახუსევზე...

ქეთიმ ნელა გაახილა თვალები და, ისე, რომ გვერდით არ გაუხედავს, ხელი ფრთხილად მოუსვა ზეწარს. შეცდომა გამორიცხული იყო, არც არაფერი დასიზმრებია. კაცი, რომელიც ახლა ხმადაბლა ხვრინავდა და თავიც მის ბალიშზე ედო, მისი ერთადერთი და განუმეორებელი მეუღლე – ვახო გახლდათ. ქეთიმ ისევ დახუჭა თვალები და შეეცადა, წუხანდელი ღამის ყველა დეტალი აღედგინა... სიხარული იგრძნო, რომელიც სწრაფადვე შეცვალა შიშისა და შფოთვის განცდამ... მათ ხომ, ფაქტობრივად, არც ულაპარაკიათ, არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისთვის... დილას კი, შეეძლო, ყველაფერი გაეფუჭებინა, თუმცა, ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რას იტყოდა ვახო, როცა გაიღვიძებდა... ქეთიმ სცადა, წარმოედგინა ეს პირველი გამოფხიზლება, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა... იმასაც მიხვდა, რომ საერთოდ არ იყო მზად საუბრისთვის. ნეტავი, არ გათენებულიყოო, ინატრა და ქმარს ფრთხილად მიეხუტა. კაცი მძინარე გადაბრუნდა და ცოლს წელზე მოხვია ხელი. მოხვია კი არა, ჩაბღუჯა, როგორც თავისი საკუთრება. „ნეტავი რომელი საათია? – გაიფიქრა ქეთიმ, – ახლა ნანაც მოვიდოდა... ბავშვიც გაიღვიძებდა...“ არც ნანას კითხვებზე პასუხის გასაცემად იყო მზად. თავი ოდნავ წამოსწია, მაგრამ, კომოდზე დადგმული საათი ვერ დაინახა – ვახოს ისე მიეგდო თავისი პერანგი, რომ მთლიანად ფარავდა ციფერბლატს. ძილის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ნელა, ისე, რომ ქმარი არ გაეღვიძებინა, საბნიდან გამოძვრა, ხალათი ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. უჯრიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და დაფიქრდა, თუმცა, აზრებს თავს ვერ უყრიდა... რა განზრახვით მივიდა ვახო? იმიტომ რომ მოენატრა? ძალიან უნდოდა, ასე ყოფილიყო, მაგრამ დაჯერება გაუჭირდა... დათვრა და გაახსენდა ცოლი? ან, იქნებ, ქალი მოუნდა და იფიქრა: აგერ არ არის ქეთი, რაღა მეძავში გადავიხადო ფულიო? – ეს იმდენად გულის ამრევი და ამაზრზენი აზრი იყო, რომ შეაჟრჟოლა და მაშინვე უკუაგდო. არა, ვახო აქამდე ნამდვილად არ დაეცემოდა... იქნებ, თომას ამბავი მივიდა მის ყურამდე და... მაშინ, ასეთი თბილი, ალერსიანი და მოსიყვარულე რატომ იყო? ქეთის გაეღიმა და ნებივრად გაიზმორა. თავს მხნედ და ხალისიანად გრძნობდა და რომ არა ეს ეჭვები... 

შემოსასვლელის კარი გაიღო და იქვე ჩამოკიდებულ ვეება სარკეში ნანას გამოსახულება აირეკლა. ქალმა ჩანთა დადო და ცნობისმოყვარედ დააშტერდა იქვე დაუდევრად მიყრილ ვახოს ფეხსაცმელებს.

– აქეთ ვარ, შემოდი... – ხმადაბლა გამოსძახა ქეთიმ.

– ვახო დაბრუნდა? – გაოცება ვერ დამალა ნანამ, – იქ მისი ფეხსაცმელებია?

– აბა, ვისი იქნება? – გაეცინა ქეთის, – შენ ხომ არ გეგონა, რომ მართლა საყვარელი გავიჩინე?!

– არა, მაგრამ...

– მოკლედ, მოულოდნელად მომადგა... არც უჩხუბია და არც არაფერი. პირიქით, დიდი ხანია, ასეთი ალერსიანი და შეყვარებული არ მინახავს.

– ჰო?! მთვრალი იყო? – ორაზროვნად იკითხა ნანამ.

– იყო! – უხალისოდ მიუგო ქეთიმ. მიხვდა, ნანამ რაც იგულისხმა.

– ილაპარაკეთ?

– არა. ხომ გითხარი, ძალიან გვიან მოვიდა-მეთქი. სად იყო მაგის დრო.

– მდაა – ამოიოხრა ნანამ. ქეთი დაიძაბა:

... – მოიცა, მაგით, რისი თქმა გინდა?

– ღამე – ღამეა, მაგრამ, დღისით ადამიანები თავიანთ რეალურ სახეს იბრუნებენ. ეჭვი მაქვს, საუბარი აუცილებლად მოგიწევთ და ეს იოლი არ იქნება.

– შენ რას მირჩევ? – გაღიზიანდა ქეთი, – რომ გაიღვიძებს, სახლში არ დავხვდე? ახლავე ჩავიცვა და სამსახურში გავიქცე?

– არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ვცდილობ, შეგამზადო. მოდი, ასე მოვიქცევი: ბავშვმა, მგონი, გაიღვიძა. სწრაფად ვაჭმევ და ეზოში ჩავიყვან სასეირნოდ. თქვენ მარტონი გაცილებით უკეთ მოილაპარაკებთ და რაღაცაზე აუცილებლად შეთანხმდებით. არ ვიცი, რამდენად გჭირდება ჩემი რჩევა, მაგრამ, შანსი გაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალო და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.

ქეთიმ უხმოდ დაუქნია თავი და მადლიერების ნიშნად გაუღიმა.

***

 ნატო ფანჯარასთან მივიდა, გაიხედა და როცა შემობრუნდა, შეშფოთებული სახე ჰქონდა. ლელა სწორედ ამ დროს გამოვიდა კაბინეტიდან.

– დღეს ქეთის პაციენტები არ ჰყავს? – ჰკითხა ლელას ნატომ და დამნაშავესავით გაიღიმა.

– მგონი, ჰყავს, რამდენიმე ჩაწერილია, წეღანაც ვიღაცამ დარეკა – კონსულტაციაზე უნდოდა მოსვლა... რა ხდება?

– ძალიან დააგვიანა. ორმოცი წუთის წინ უნდა მოსულიყო და ისევ არ ჩანს. ვიფიქრე, ლელას ხომ არ დაეთხოვა-მეთქი.

– არა. არაფერი უთქვამს და არც დაურეკავს. ნერვიულობ? მე ვიცი, რატომაც. რა გინდოდა, რატომ ვერ გაჩერდი?

– ვაიმე, მართლა ვნერვიულობ. დედას გეფიცები, თუ მართლა რაღაც  მოხდება, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.

– რა უნდა მოხდეს? არ გინდა ამაზე ლაპარაკი... ვახო სულელი არ არის, თუმცა, ვადასტურებ, რომ ძალიან წინდაუხედავად მოიქეცი.

ნატო გაწითლდა:

– ძალიან ვნანობ. მართლა. მაგრამ, ახლა ამით საქმეს აღარ ეშველება. ხომ არ დავურეკო?

– ვის, ისევ ვახოს? – ირონიულად ჩაიცინა ლელამ, მაგრამ, ნატოს სასოწარკვეთილმა გამომეტყველებამ მის მიმართ სიბრალულის განცდა გაუჩინა, – ჰო, კარგი. ახლა უკვე გვიანაა სინანულიც და ნერვიულობასაც აღარ აქვს აზრი. მოვა ქეთი, ნუ გეშინია, არაფერი მოხდება. ნურც დაურეკავ. რამე რომ მომხდარიყო, უკვე გვეცოდინებოდა.

– არა, საქვეყნოდ ხომ არ გახდიდა ქმართან თავისი სკანდალის ამბავს? ვერ დავმშვიდდები, სანამ ქეთი არ მოვა. რაც არ უნდა მითხრა, სინდისის ქენჯნა მაინც შემაწუხებს.

– ეს კარგია, სხვა დროს უფრო წინდახედული იქნები. ახლა კი ქეთის პაციენტი მიიღე. თუ შუადღემდე არ მოვა, მერე დავურეკოთ.

* * *

ვახო თვალებგახელილი იწვა და ადგომას აყოვნებდა. ქეთის მსგავსად, ისიც ცდილობდა მომხდარის გაანალიზებას. უფრო სწორად, უნდოდა, სწორი გადაწყვეტილება მიეღო და არ იცოდა, ეს როგორ გაეკეთებინა. ჩხუბისა და საქმის გარჩევის სურვილი არ ჰქონდა. მაგრამ ისიც არ შეეძლო, ისე დაუჭირა თავი, თითქოს მასა და ქეთის შორის საერთოდ არაფერი მომხდარა.

– გღვიძავს? – ჩაესმა ცოლის მორიდებული ხმა და კარისკენ გაიხედა.

– მოდი აქ... – დაუძახა მშვიდად.

ქეთიმ გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ვახოზე ამან პოზიტიური გავლენა იქონია და ქალის მიმართ ბრაზი თუ წყენა მაშინვე გაუქარწყლდა, ხელი დაუქნია და გაუღიმა:

– მოდი, მოდი...

ქეთი საწოლზე ჩამოჯდა. ვახომ წელზე შამოჰხვია ხელები და თავი კალათაში ჩაუდო.

– ბავშვმა გაიღვიძა? – ჰკითხა თბილად.

– ნანას ჰყავს ეზოში. ვახო...

– ჩუმად, არაფერი თქვა... მე არაფერს გეკითხები და შენც ნურაფერს იტყვი. ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის.

ქეთიმ ამოიოხრა:

– არ გამოგვივა.

– ძალიან კარგადაც გამოგვივა. უბრალოდ, უნდა გავჩუმდეთ. ცოტა ხნის მერე ავდგები, წავალ გიგისთან და ჩემს ნივთებს მოვიტან, თითქოს სახლიდან საერთოდ არც წავსულვარ..

– ჰო, მაგრამ...

ვახომ ტუჩებზე თითები დააფარა ცოლს:

– არავითარი „მაგრამ”... სიტყვები საჭირო არ არის... გავიმეოროთ გუშინდელი სიგიჟე და ნუღარ გავიხსენებთ იმას, რისი გახსენებაც არც ერთს არ გვინდა...

– ვახო, დარწმუნებული ხარ, რომ ასე უკეთესია?

– რა თქმა უნდა. მოდი, დამიჯერე და ნახავ, ყველაფერი მოგვარდება.

ქეთიმ კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ, ვახომ აღარ აცალა – ხელები მაგრად შემოჰხვია და ქალიც თვალებმინაბული, თავდავიწყებით მიენდო...

***

გიგიმ თითქმის გათენებამდე უცადა ვახოს, რამდენჯერმე დაურეკა კიდეც, მაგრამ, მობილური გამორთული ჰქონდა და ვერ დაუკავშირდა. გამწარებული უკვე იმასღა ფიქრობდა, ნეტავი, რამე ხომ არ დაემართა, ავარია ხომ არ მოუვიდა, ან, ქეთის ისე ხომ არ ეჩხუბა, რომ პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანესო. ვერანაირი ინფორმაცია რომ ვერ მოიპოვა, თავი იმითღა დაიმშვიდა, ცუდ ამბავს უფრო სწრაფად გავიგებდიო და დაიძინა. ვახო დილითაც  არ გამოჩნდა, მისი ტელეფონიც ძველებურად დუმდა. გიგი შეეცადა, არ აღელვებულიყო. „ეგ პირდაპირ სამსახურში წავიდოდა. ჰო, ასე იქნება. ეტყობა, ღამე ქეთისთან დარჩა და აქ აღარ გამოიარა,“ – დაიმშვიდა თავი, მერე სწრაფად ჩაიცვა, ტაქსი გამოიძახა და სამსახურში წავიდა... ოფისი თითქმის ცარიელი იყო. ჰოლში მხოლოდ თიკო იჯდა და მოწყენილობისგან სახემოღუშული, ფრჩხილებზე ლაკს ისვამდა.

– შენ რა, მარტო ხარ? ბიჭები არ მოსულან?

– ვინ ბიჭები, გიგი? – გამოაჯავრა თიკომ.

– ზუკა, ლაშა, ისა, ვახო...

– ჰმ, ვახო შენთან ერთად მოდის ხოლმე... ზუკა ჯერ არ გამოჩენილა, ლაშამ კი დარეკა, ბავშვი ავცერი, სიცხე აქვს და ვერ დავტოვებო.

გიგიმ ჩაიცინა:

– დიდი ხანია, რაც პედიატრად გადაკვალიფიცირდა? ვინ ანდობს მაგას ბავშვს?

– ნუ გაქვს შხამიანი ენა, ლაშა ძალიან კარგი და ყურადღებიანი მამაა, თანაც, ცოლსაც უფრთხილდება – გუშინ ბავშვმა არ დაიძინა და ახლა მე უნდა მივხედოო. მოკლედ, რატომ მალაპარაკებ ამდენს? რადგან მოხვედი, საქმე გააკეთე. ხომ ხედავ, არ მცალია.

– ოჰ, ოჰ, როგორი მოუცლელი ხარ! ნეტავი, ამ ქალებს როგორ არ გეზარებათ. რანაირად შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე მოიშოროთ ლაკი და ხელახლა წაისვათ.

თიკომ ტუჩი აიბზუა.

– შენ რანაირად შეგიძლია, სულელური ხუმრობები აფრქვიო მუდმივად და ადამიანებს ნერვები მოუშალო?! – ენა გამოუყო გოგომ.

– ნუ უზრდელობ, გასათხოვარი დარჩები.

– ჯერ ერთი, გაუთხოვარი და არა გასათხოვარი და, მეორეც,  ეგ შენი პრობლემა არ არის, ნუ ინერვიულებ, – დაამშვიდა თიკომ.

– რა ვიცი, რა ვიცი... ამ ბოლო დროს ისეთი რაღაცეები გახდა ჩემი სანერვიულო, წესით, საერთოდ რომ არ მეხებოდა.

– მაგალითად? – ორაზროვნად ჩაეკითხა თიკო და თვალები ეშმაკურად მოწკურა.

გიგიმ ჩაახველა და ხელი დაუდევრად აიქნია:

– დაკონკრეტება საჭირო არ არის, შეგიძლია, სიტყვაზე მენდო. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ დღეს მე და შენ სრული იდილია გვაქვს.

– არც იოცნებო. შედი შენს ოთახში და შეეცადე, აქეთ აღარ გამოხვიდე.

– არც ყავას დამალევინებ?

– არა და, საერთოდ, არ მინდა, დღეს შენთან რამე საერთო მქონდეს – ნერვებს უნდა გავუფრთხილდე.

– მშვენიერი გადაწყვეტილებაა. მეც ხომ არ ვიფიქრო ამაზე?

თიკომ მხრები აიჩეჩა.

– რაც გინდა, ის ქენი, რა მენაღვლება? – თავი დაღუნა და ფრჩხილებზე ლაკის წასმა განაგრძო.

– ეჰ, კიდევ, მე ვარ აუტანელი და ნერვების მომშლელი? – ამოიოხრა გიგიმ, – რა უსამართლოა ეს ქვეყანა...

– გიგი, შედი შენს ოთახში, რა!

– შევალ, მაგრამ, მანამდე ერთ რჩევას მოგცემ: თუ გინდა, გვერდით მამაკაცი გყავდეს, ოდნავ დამთმობი იყავი, თორემ, დარჩები მარტო და კიდევ უფრო გაავდები.

– იდიოტი! გინდა, მეც გეტყვი ერთ ჭეშმარიტებას?

– თუ, რჩევას მომცემ? – ჩაიხითხითა გიგიმ, – მიდი, გისმენ.

– არა, ეს რჩევა არ არის. იმას გეტყვი, რაც რეალურად გჭირს, მაგრამ, ვერ ამჩნევ; – მარტო დარჩენის პერსპექტივა შენ უფრო გაქვს – არასდროს არც ერთი გოგო არ მოინდომებს შენთან ყოფნას, თუნდაც ძალიან უყვარდე. თუმცა, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, რანაირად შეიძლება ისეთი ეგოისტი, ცინიკოსი და უპასუხისმგებლო კაცის შეყვარება, როგორიც შენ ხარ... 

გიგიმ უსიტყვოდ მოისმინა თიკოს განაჩენი, მერე შეტრიალდა და თავის ოთახში შევიდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3