რა მოხდა ამ დღეს
30 დეკემბერი
1887 – ინგლისელმა ქალბატონებმა დედოფალ ვიქტორიას მიმართეს ოფიციალური პეტიციით – კვირაობით დაეკეტათ ყველა ბორდელი. პეტიციას ხელს აწერდა 900 000-ზე მეტი ქალი.
1991 – ჩინეთში დაემხო მონარქია და გამოცხადდა რესპუბლიკა. პირველი პრეზიდენტი გახდა სუნ იატსენი.
31 დეკემბერი
1857 – ქალაქი ოტავა გახდა კანადის დედაქალაქი.
1935 – ჩარლ დაროუმ დააპატენტა ეკონომიკური თამაში „მონოპოლია“.
1999 – ბორის ელცინი გადადგა რუსეთის პრეზიდენტის პოსტიდან.
1 იანვარი
ძველი წელთაღრიცხვით 46 – გაიუს იულიუს კეისრის რეფორმით, ახალი წლის დაწყების აღნიშვნა რომაელებმა 1 იანვარს დაიწყეს.
1800 – დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა ირლანდიის ავტონომია.
1801 – იტალიელმა ასტრონომმა პალერმო პიაციმ აღმოაჩინა ყველაზე დიდი ასტეროიდი – ცერერა.
1881 – ცნობილი მოთხრობის მიხედვით, ამ დღეს ექიმმა ჯონ უოტსონმა გაიცნო კერძო დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი.
1925 – ნორვეგიის დედაქალაქს გადაერქვა სახელი – ქრისტიანიის ნაცვლად ეწოდა ოსლო.
2 იანვარი
1769 – გაიხსნა ლონდონის სამხატვრო აკადემია, რომლის პირველი რექტორი გახდა გამოჩენილი მხატვარი ჯოშუა რეინოლდსი.
1839 – ლუი დაგერმა გადაიღო მთვარის პირველი ფოტოსურათი.
1944 – მოხდა ვერტმფრენების პირველი გამოყენება ბრძოლაში.
3 იანვარი
1803 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვერმონტში, გარდაიცვალა ვინმე ჯონ ბარნსი, რომელსაც თავისმა ქვრივმა საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა გაუკეთა: „ჩემი ქმრის ხსოვნას – მისი სიცოცხლით სავსე, მშვენიერი, 23 წლის უნუგეშო ქვრივი, რომელსაც აქვს მოზრდილი სახლი და კარგი დიასახლისის ყველა თვისება“.
1882 – ამერიკაში ჩასულმა ოსკარ უაილდმა, მებაჟის მოთხოვნას, წარმოედგინა საბუთები და ბარგი, უპასუხა: ,,მე არაფერი გამაჩნია, გარდა გენიისა!“
1888 – ვაშინგტონელმა სტოუნმა დააპატენტა წვენებისა და კოქტეილების დასალევი მილაკი.
1962 – რომის პაპმა ანათემას გადასცა ფიდელ კასტრო.
4 იანვარი
1896 – იუტა, მას შემდეგ, რაც იქ მცხოვრებმა მორმონებმა უარი თქვეს მრავალცოლიანობაზე, ოფიციალურად გახდა ამერიკის 45-ე შტატი.
1943 – ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა.
1961 – კოპენჰაგენში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე უფრო ხანგრძლივი გაფიცვა: ადგილობრივი პარიკმახერები გაფიცულები იყვნენ 1928 წლიდან!
5 იანვარი
1825 – ფრანგ მწერალს, ალექსანდრ დიუმას, კურიოზი შეემთხვა – დუელზე ფარიკაობისას შარვალი ჩასძვრა.
1875 – გაიხსნა პარიზის „გრანდ ოპერა“
1919 – გერმანიაში ანტონ რექსლერმა და კარლ ჰარერმა დააარსეს გერმანიის მუშათა პარტია, რომელსაც შემდეგ ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) მუშათა პარტია ეწოდა.