კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწორი კვება – ბავშვებს

უმრავლეს შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში სიმსუქნის მიზეზი ბავშვობის წლებში არასწორი კვებაა. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ სკოლის ასაკის მოზარდების მხოლოდ 2 პროცენტია პირობითად ჯანმრთელი, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კვებასთან.

მუდამ გახსოვდეთ ფრანგი პედიატრის ნათქვამი: „თქვენს პატარას ნეკნები არ უჩანს? სასწრაფოდ მიიღეთ ზომები!“

ბავშვები პატარა ასაკიდან უნდა შეაჩვიოთ სწორი კვების რეჟიმს, რათა მოზარდობის ან ზრდასრულ პერიოდში, არ შეექმნათ გადაულახავი პრობლემები, მით უფრო, თუ გენეტიკურად მოსდგამთ სიმსუქნე. ჩააგონეთ, რომ ყოველგვარი „ფასტფუდი“, გარდა იმისა, რომ მავნებელია ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ასევე, მიდრეკილს ხდის სიმსუქნისკენ, რაც შეამცირებს მის პოპულარობას თანატოლებს შორის და ჩამოუყალიბებს არასრულფასოვნების კომპლექსს. ამიტომ, ბავშვის მენიუ თავიდანვე სწორად უნდა შეადგინოთ და განსაზღვროთ თითოეული კვების რაოდენობა (ის არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს. ამასთან, ბავშვი, ისევე, როგორც ზრდასრული ადამიანი, უნდა იკვებოს დღეში 4-ჯერ.

დიეტური პროდუქტების ჩამონათვალი:

* ჭვავის პური;

* წიწიბურას, „ჰერკულესის“, ფეტვის ფაფები;

* უცხიმო ხორცი და თევზი;

* დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები;

* მოხარშული კვერცხი, ომლეტი;

* ბაცი შავი და მწვანე ჩაი, უშაქრო წვენი, მორსი.

პროდუქტები, რომელთა მიცემაც ბავშვებისთვის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით არის რეკომენდებული.

* თეთრი, საფუარიანი პურფუნთუშეული;

* მანანის ბურღული, ბრინჯი;

* კონსერვები;

* ცხიმიანი და მწარე-ცხარე სოუსები;

* მურაბები, კანფეტები და სხვა ტკბილეული;

* გაზიანი გამაგრილებელი სასმელები.

ნუ გამოიყენებთ შოკოლადს ან სხვა ნუგბარს ჯილდოს ნაცვლად, ანუ – „თუ კარგად მოიქცევი, შოკოლადს მიიღებ“. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბევრი შოკოლადი და სხვა სასუსნავი მავნებელია.

რაც შეეხება „ფასტფუდის“ მავნებლობას, რაც ყველა მოზარდს ასე ძალიან უყვარს, შეგიძლიათ, თავად მოუმზადოთ შვილებს, მაგალითად, ალტერნატიული ჰამბურგერი: შუაზე გაჭრილ ქატოს ფუნთუშაში ფენებად ჩადეთ სალათის ფოთოლი, პომიდვრისა და კიტრის თითო ნაჭერი, ბულგარული წიწაკის ერთი-ორი ცალი რგოლი, კატლეტი (ან მოხარშული ხორცი) და ნახავთ, რომ თქვენს შვილს „მაკდონალდსის“ ჰამბურგერი აღარ მოეწონება. ოღონდ, გახსოვდეთ, სახლში მომზადებული ჰამბურგერების ყოველდღე ჭამაც არ არის მოზარდისთვის რეკომენდებული.

და, კიდევ, ერთი რჩევა: ბავშვს პატარაობიდანვე უნდა გამოუმუშავდეს კვების რეჟიმი, კონკრეტულად კი, თავიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმას, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ ჭამა მავნებელია.

თუ ამ წესებს არ დაიცავთ, წლების მატებასთან ერთად, თქვენს შვილს წონაც და, შესაბამიდაც, პრობლემებიც მოემატება.

скачать dle 11.3