კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯადოსნური განწყობა

ჯადოსნური განწყობა

 

როგორ შევქმნათ ჯადოსნური განწყობა ახალი წლის ღამეს?! თანაც ისე, რომ მთელი თვის ბიუჯეტი ამ ერთი დღისთვის არ დაიხარჯოს და მერე ფინანსური პრობლემები არ შეგექმნათ.

პირველი წესი: ყველაფერი დაგეგმეთ ორი კვირით ადრე და მაშინ თქვენი საფულე დაცარიელებას გადაურჩება. არაფერი ისე არ აზიანებს ბიუჯეტს, როგორც სპონტანური ხარჯები.

გახსოვდეთ „ოქროს კანონი“: ფასეულია არა თავად ნივთი, არამედ იდეა. ადამიანებს უხარიათ თქვენი ყურადღება და იმის დანახვა, რომ უბრალოდ კი არ შეიძინეთ მათთვის საჩუქარი, არამედ კარგად იფიქრეთ, გაითვალისწინეთ მათი ხასიათი, სურვილები და ეცადეთ, მაქსიმალურად გესიამოვნებინათ.

წინასწარ შეადგინეთ იმათი სია, ვისთვისაც საჩუქრის ყიდვას გეგმავთ და განსაზღვრეთ მიახლოებითი ბიუჯეტი. ეს ძალიან კარგი ტრადიციაა, მოსახერხებელი და კომფორტული.

ნუ აჰყვებით ფასდაკლებების ცდუნებას, თორემ შეიძლება, სრულიად უსარგებლო ნივთი „შემოგეყიდოთ“, რომელსაც მერე ვერაფერში გამოიყენებთ. ყურადღება მიაქციეთ საჩუქრის შეფუთვას და გახსოვდეთ, ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.

საახალწლოდ რაღაცეები იცვლება: მაგალითად, „იაფი“ ნამდვილად არ ნიშნავს ცუდს. ნუ დაიზარებთ, მოინახულოთ ფასდაკლების საიტებიც. ერთი სიტყვით, მთავარი განწყობაა – გაახაროთ საყვარელი ადამიანები და არა ვალდებულება მოიხადოთ მათ წინაშე. თუ ამ ყველაფერს ჯეროვნად გააცნობიერებთ, ჯადოსნური ახალი წლის ღამე შედგება!

 

საახალწლო სინდრომი

 

რატომ არიან ადამიანები ახალი წლის დღესასწაულის წინ ნერვიულები და გაღიზიანებულები?! ხშირად ურთიერთობებიც უმწვავდებათ ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან. იქნებ ეს განახლების სურვილია? ან იქნებ მთელი წლის გადაღლილობა დღესასწაულის წინ იჩენს ხოლმე თავს?! მაშინაც კი, როცა მთელი წელი წარმატებულია, ჩნდება იმის საფრთხე, რომ წლის ბოლოს, როცა შინაგანად განწყობილები ვართ წლის შესაჯამებლად, დაძაბულობამ პიკს მიაღწიოს. სხვათა შორის, მამაკაცის ნატურა ისეა მოწყობილი, რომ ის სპონტანურად, გაუაზრებლად, უმიზეზოდ, თითქმის არაფერს აკეთებს. ასეთი აზროვნება აქვთ და ვერაფერს გააწყობ. თანაც, კაცი ყოველთვის იტოვებს უკან დასახევ გზას, რასაც ქალი არასოდეს აკეთებს. ბუნებრივია, ამით ვნებს საკუთარ თავს. უკომპრომისობა საკუთარ „მესთან“ იწვევს იმას, რომ ნელ-ნელა გაღიზიანება გროვდება. ბოლოს კი, იფეთქებს ხოლმე, სამწუხაროდ, ზუსტად დღესასწაულების წინ. ფსიქოლოგები ამას საახალწლო სინდრომს უწოდებენ. კრიზისი სადღესასწაულო დღეებში რომ არ დადგეს, ყოველთვის ბოლომდე თქვით სათქმელი. ნუ დაიგროვებთ, დაიგუბებთ წყენას, რომელსაც ყველაზე შეუფერებელ მომენტში ამოაფრქვევთ. სიტუაცია წინასაახალწლოდ რომ არ გამწვავდეს, აჯობებს, მანამდე „დაიცალოთ“ ნეგატიურისგან, რათა აივსოთ პოზიტივით, რომელსაც უხვად გვჩუქნის ახალი წელი.

 

ერთი ყლუპი შამპანური!

 

ყველაზე მხიარული, სასურველი და ჯადოსნური დღესასწაული – ახალი წელი ქალებს თავის ტკივილად გვექცევა ხოლმე. უფრო ზუსტად – იმ ქალებს, ჯერაც რომ ვერ გათავისუფლდნენ მახინჯი ტრადიციებისგან. აუცილებელი არ არის, იმდენი საკვები მოამზადოთ, მაგიდა მათ სიმძიმეს ვერ უძლებდეს. თუ ამას გააკეთებთ, იცოდეთ, რომ ცხოვრებისგან ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებთ. მაგალითად, რატომ არ უნდა გააკეთოთ წელს გამონაკლისი და „ფურშეტზე“ გადაიაროთ? ხომ მოგბეზრდათ ტრადიციული „ოლივიე“ და ბაჟე?! მოამზადეთ უცხო ბუტერბროტები, ხილის სალათა და ტკბილეული. მთავარია, ყველაფერი ლამაზად იყოს გაფორმებული. გახსოვდეთ, მთავარი ატრიბუტი, რომლითაც ფასობს ახალი წლის დღესასწაული, ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილი საჩუქრებია. ბავშვობაში ხომ ამიტომ გიხაროდათ ახალი წელი? წარმოიდგინეთ, როგორ გაგახარებთ ახლობლების ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახეები, რომლებიც ნაძვის ხის ქვეშ მათთვის განკუთვნილ სუვენირებს აღმოაჩენენ.

დალაგებული სახლი, რომელსაც საახალწლოდ მორთავთ, განწყობას კიდევ უფრო გაგიხალისებთ. მაგრამ წინასწარ ნუ „დაიგრუზებით“ და ნუ დაიღლებით იქამდე, სანამ სახლის დალაგებას შეუდგებოდეთ. შეხედეთ ამ საქმიანობას მსუბუქად და თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ, ნამდვილად მხიარული ახალი წელი გექნებათ.

 

უკან... ბავშვობაში...

 

უპირველესად, მოეშვით და განეწყვეთ მხიარულებისთვის... წლის მიწურულს ყველასთვის სანატრელი, სასურველი და ბედნიერი დღესასწაული დგება. სულერთია, როგორი იყო ჩავლილი წელი. მიეცით მაგალითი მეგობრებს და ოჯახის წევრებს, შეყვარებულს, გადასდეთ მათ საზეიმო გუნება-განწყობილება და რამდენიმე დღე ნუ იფიქრებთ ცუდზე. მხოლოდ პოზიტივზე იფიქრეთ, რომ მომავალ წელს წარმატება დაგებედოთ. დაბრუნდით ბავშვობაში. იცელქეთ და იონავრეთ. ნუ იფიქრებთ იმას, რომ თქვენ ეს არ შეგეფერებათ. არც ერთი მამაკაცი არ იქნება წინააღმდეგი, ცოტა ხნით მეორე ნახევარი ბავშვივით გამხიარულებული ნახოს. სწორედ ახალ წელს არის იმის დრო, რომ გააკეთოთ რაღაც უჩვეულო. ნუ იჯავრებთ იმაზე, რომ რაღაც ისე არ იქნება. ასეთ დროს პატარა შეცდომა აუცილებლად გეპატიებათ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დღესასწაული შედგეს და ის არაფერმა გააფუჭოს. იყავით ბავშვი, რომელსაც ყველაფერი, წვრილმანიც კი, ახარებს და აბედნიერებს. მთავარია, სულით და გულით იმხიარულოთ. მიიღეთ კომპლიმენტები და არავითარი კრიტიკა. არც ფულს აქვს დიდი მნიშვნელობა. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ახლობლებისთვის ძვირფასი საჩუქრების ყიდვის საშუალება არ გაქვთ. პატარა სუვენირიც კი ყველას გაახარებს. მთავარი ხომ ყურადღება, კარგი განწყობა და ღიმილია.

 

გამახარე ახალ წელს

 

ახალი წელი უმრავლესობა ჩვენგანისთვის ყველაზე სასურველი და ხალისიანი დღესასწაულია, ჩვენივე დაბადების დღის შემდეგ... ეს დღე პლანეტის მოსახლეობის 93 პროცენტისთვის უდიდესი მოვლენაა. სხვათა შორის, მსოფლიოს მხოლოდ 61 პროცენტი აღნიშნავს მართლმადიდებლურ აღდგომას, 47 პროცენტი კი – შობას. 

წინასაახალწლო განწყობა ადამიანების მხოლოდ 11 პროცენტს ეუფლება ადრევე და ამ 11 პროცენტში უმრავლესობა ქალია. კაცებს საერთოდაც აფრთხობთ წინასაახალწლო აურზაური. ძნელია, თავი გაართვა საჩუქრებს. გულახდილი იყავით და თქვით, თავად თუ იცით, რისი მიღება გაგიხარდებოდათ საჩუქრად ახალი წლის ღამეს. ამიტომაც, მერე პრეტენზიები ნუ გექნებათ. რა ქნან მამაკაცებმა, თუკი ისინი საჩუქრების ტრადიციულ ვარიანტებს ირჩევენ. ამ სიაშია სუვენირები – 45 პროცენტი, ტკბილეული – 50 პროცენტი, წიგნები – 2 პროცენტი, წინასწარ შეკვეთილი საჩუქარი, ძირითადად ძვირფასეულობა – 3 პროცენტი. თქვენ შეგიძლიათ, რამდენიმე ხნით ადრე, ნელ-ნელა შეაპაროთ, რას ისურვებდით საჩუქრად ახალი წლის ღამეს, მერე გული რომ არ დაგწყდეთ. დღესასწაულის მოახლოებისას კი, აუცილებლად შეახსენეთ, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

скачать dle 11.3