კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განწყობის გაუმჯობესება საკვებსაც შეუძლია

განწყობის გაუმჯობესება საკვებსაც შეუძლია 

აღმოჩენილია რამდენიმე ეფექტური ხერხი, რაც წამლების გვერდის ავლით, ხასიათის გამოკეთებას უწყობს ხელს.

განწყობის შეცვლის ხერხებიდან ყველაზე ეფექტურად აერობიკა სახელდება. ძალიან სასარგებლოა ბიოქიმიური და სხვა ცვლილებები, რაც ფიზიკური სავარჯიშოების შედეგად ვითარდება. განსაკუთრებით სასარგებლოა სირბილი, ველოსიპედით სიარული, სეირნობა და ცურვა. კერძოდ, ყველაფერი ის, რაც გულის მუშაობას, სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს და ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს. დღეში მხოლოდ ოცი წუთის განმავლობაში ვარჯიში თქვენს განწყობას საგრძნობლად აამაღლებს.

ტვინისთვის ფერი ისეთივე მკვებავია, როგორც ორგანიზმისთვის ვიტამინები. იმისთვის, რომ თავიდან  აიცილოთ გაღიზიანება და სიბრაზე, თავი აარიდეთ წითელ ფერს. თუ დეპრესიასთან ბრძოლა გსურთ, არც მაშინ ატაროთ წითელი სამოსი. ასევე, თუ გსურთ სევდას თავი დააღწიოთ, ნუ ჩაიცვამთ შავ და მუქ ნაცრისფერ სამოსს. აირჩიეთ თბილი, ნათელი და ცოცხალი ფერები. იმისთვის, რომ დაწყნარდეთ და მოიხსნათ დაძაბულობა, უყურეთ ნეიტრალურ ფერებს, მაგალითად, ღია ცისფერს, ღია ვარდისფერს და ასე შემდეგ.

ასევე, მეცნიერებმა საჭმელსა და ხასიათს შორის უშუალო კავშირი აღმოაჩინეს. პროდუქტები, რომლებიც, ძირითადად, ნახშირბადს შეიცავს, თავისებურ დამაწყნარებელ საკვებად მიიჩნევა და მათ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. საჭმელში ცილების გამოყენება ტვინის სიცოცხლისუნარიანობას და გონებრივი ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს. ცილების ყველაზე დიდი შემცველობით გამოირჩევა: თევზი, მოლუსკები, ქათმისა და ხბოს ხორცი.

კოფეინის ჭარბი გამოყენება იწვევს ხასიათის ცვლილებებს და ეს გაითვალისწინეთ. აგრეთვე, ძილს შეუძლია, განწყობის გაუმჯობესება, დაღლილობის მოხსნა. სიზმარი კი ეგრეთ წოდებულ ფსიქოთერაპიულ როლს ასრულებს. სიზმარი გვეხმარება დაძაბულობის მოხსნასა და ხასიათის დარეგულირებაში.

შოკოლადის ჭამა აუცილებელია მათთვის, ვისაც სქესობრივი ცხოვრების მხრივ პრობლემები აქვთ 

შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმი ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ორგანიზმს სტრესის მიმართ უფრო გამძლეს ხდის და იმუნიტეტზეც დადებითად აისახება. ამიტომ, ძალიან კარგია, თუ მას პროფილაქტიკისთვის სისტემატურად მიირთმევთ, ოღონდ, განსაზღვრული რაოდენობით. ვინც ყოველდღიურად დაახლოებით 25-30 გრამ სუფთა შოკოლადს ჭამს, ის არც კიბოთი და არც წყლულოვანი დაავადებით არ ავადდება – ეს ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო.

შოკოლადი ინფარქტისა და ინსულტისგანაც გვიცავს, რადგან მისი რეგულარული მოხმარება სისხლის ფირფიტების, ანუ თრომბოციტების ფუნქციის ნორმალიზებას ახდენს. მასში შემავალი ფლავონოიდების ჯგუფის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თრომბოციტებს ერთმანეთთან შეწებების საშუალებას არ აძლევს,  ხელს უშლის გულისა და ტვინის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას. ამ მხრივ შოკოლადი ასპირინს ჰგავს, თუმცა მისგან სასიამოვნო გემოთი და უკუჩვენებების არქონით განსხვავდება. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავადმყოფებს, რომლებსაც სისხლის გამათხელებელი პრეპარატები დაუნიშნა ექიმმა, შეუძლიათ  შოკოლადით ჩაანაცვლონ. მაგრამ, ვინც ჯანმრთელია და სურს, მომავალში არ იავადმყოფოს, მისთვის შოკოლადი კარგი დამხმარეა.

შოკოლადი სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგანაც იცავს. ამ მოქმედებას მეცნიერები კაკაოს მარცვლებში განსაკუთრებული ნივთიერების, კერძოდ, პროციანიდების არსებობით ხსნიან, რომლებიც ანტიმჟანგავების ჯგუფს მიეკუთვნება და ორგანიზმს არასასურველი ზემოქმედებისგან იცავს.

დღეში დაახლოებით 30-40 გრამი შოკოლადის ჭამა ისეთივე სასარგებლოა, როგორც ერთი ჭიქა წითელი ღვინო. ის ამაგრებს სისხლძარღვებს, აიძულებს გულს, იმუშაოს თანაბარი რიტმით, არეგულირებს არტერიულ წნევას. შავი შოკოლადი უფრო მდიდარია მთელი რიგი ვიტამინებით: კალიუმით, ფოსფორითა და რკინით, ვიდრე ვაშლი, იოგურტი და ყველი. მწარე შოკოლადი წვავს ცხიმებს, შეიცავს კოფეინს და ცოტა ცხიმს. ის თრგუნავს მადას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ზღუდავს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას.

თუ გსურთ, ჯანმრთელი კბილები შეინარჩუნოთ, მიირთვით მწარე შოკოლადი. მასში შემავალი კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და კბილზე ქვების წარმოქმნას უშლის ხელს.

შოკოლადი ეროტიკულ გრძნობებსაც აღძრავს. ამიტომ, მისი ჭამა აუცილებელია მათთვის, ვისაც სქესობრივი ცხოვრების მხრივ პრობლემები აქვთ.

 

რა უნდა იცოდეთ, რომ სუფრასთან მალე არ დათვრეთ

ყველა მსმელმა უნდა იცოდეს თავისი დოზა. კერძოდ, სასმლის დოზა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის წონას. ანუ, ადამიანმა, რომელიც იწონის 70-75 კილოგრამს, არ უნდა დალიოს ნახევარ ლიტრზე მეტი არაყი.

ასევე, თრობის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ალკოჰოლდეჰოდროჰენაზების რაოდენობაზე, ანუ სისხლში არსებული სპირტის გადამამუშავებელ ფერმენტებზე. ამ ფერმენტების რაოდენობა მას შემდეგ იმატებს, რაც ორგანიზმში ალკოჰოლი ხვდება.

იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ, სუფრასთან, დაახლოებით ოთხი საათით ადრე, დალიეთ ცოტაოდენი სპირტიანი სასმელი და მსუბუქად წაიხემსეთ – ამით თქვენს ორგანიზმს წინასწარ განაწყობთ საქეიფოდ და ის ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებასაც აიტანს. სუფრასთან დაჯდომამდე ლიმონიანი ჩაის ან ყავის დალევაც კარგია – ეს ანეიტრალებს ალკოჰოლს. ასევე, შეგიძლიათ, ეს სასმელები ქეიფის პროცესშიც დალიოთ, რადგან მალე გამოფხიზლებას უწყობს ხელს.

გირჩევთ, ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა ხარისხისა და სახეობის სასმელს. ალკოჰოლური სასმელების ნარევი უფრო მეტად ათრობს, ვიდრე ერთი სახის სასმლის დიდი დოზა.

თუ მაინცდამაინც გიწევთ სასმლის არევა, მაშინ, სმა ნაკლებგრადუსიანით დაიწყეთ და აუცილებლად მიაყოლეთ რაიმე – ნოყიერი და მსუყე კერძი, განსაკუთრებით ხორცეული, ის მნიშვნელოვნად აფერხებს თრობის პროცესს. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ცხიმიანი საკვების მიღებით ალკოჰოლის ზემოქმედება კი არ ნეიტრალდება, არამედ, უბრალოდ, გარკვეული დროით ფერხდება.

 

რომ არ გასუქდეთ, ჭამეთ ხშირად 

 ხშირად, სწორად დაცულ დიეტასაც კი არ აქვს სასურველი შედეგი. ძალიან რთულია, მოამზადო ორგანიზმი მუშაობის ახალი რეჟიმისთვის. თუ თავს იკავებთ საკვების მიღებისგან მხოლოდ რამდენიმე დღით, ამით ორგანიზმს აიძულებთ, შეგეწინააღმდეგოთ, რაც გამოიხატება იმით, რომ, საკვების მიღებისთანავე, ორგანიზმი იწყებს მარაგის დაგროვებას, თითქოს არასასურველი პერიოდისთვის ემზადება. ეს კი ხელს უწყობს წონაში ისევ სწრაფ მატებას. უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ბალანსირებული, სწორი კვებით, ასევე, შინაგანი მზადყოფნითა და მონდომებით. მხოლოდ რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეწლიანი მონდომება მიგიყვანთ სასურველ შედეგებამდე და არა სწრაფი დიეტა, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი დაავადების გამწვავება მოჰყვეს შედეგად.

სწორი კვება ჯამრთელად გახდომის აუცილებელი პირობაა. ბევრი ჩვენგანი დღის განმავლობაში რამდენიმე საათი შეუსვენებლად მუშაობს და, შესვენების დროს ან სახლში დაბრუნებული, სწრაფად ჭამს დიდი რაოდენობით საკვებს, რათა ახალი ენერგიით აავსოს ორგანიზმი. მაგრამ, ენერგიის ნაცვლად, ასეთ სწრაფ ჭამას კუჭის ტკივილი და სისუსტე მოჰყვება. ეცადეთ, სამსახურში წაიღოთ მსუბუქი საკვები, მაგალითად, ხილი, იოგურტი, ბოსტნეულის ბუტერბროდი და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად და მცირე ულუფებით საკვების მიღება, ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა.

 

ნაბახუსევზე არ დალიოთ სასმელი და არ ჭამოთ მსუყე, მწარე და ცხარე საკვები

ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თავს იჩენს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, საჭმლის მონელების მოშლა, უგუნებობა და ასე შემდეგ. უმეტესწილად, ეს შეგრძნებები ალკოჰოლის მიღებიდან მეორე დღეს ვითარდება. მათთან ბრძოლა, რთულია, მაგრამ შესაძლებელი. კერძოდ:

თუ თავი გტკივათ და გული გერევათ, ნუ იჩქარებთ აბების დალევას. მედიკამენტების მიღება კი არ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, არამედ, პირიქით, გაგიუარესებთ.

თუ წინა დღეს ბევრი ალკოჰოლური სასმელი დალიეთ, მაშინ დილით ჯობია, კუჭი თბილი წყლით გამოირეცხოთ. ერთ ჭიქა წყალს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა ან მარილი და დალიეთ. კუჭის გამორეცხვის შემდეგ, ერთი ჭიქა მაგარი ჩაი დალიეთ.

თუ ნაბახუსევზე თავი გტკივათ, მაგრამ გულისრევის შეგრძნება არ გაწუხებთ, მაშინ დილით დალიეთ მაგარი ყავა და მიაყოლეთ კარაქიანი პური.

არამც და არამც, ნაბახუსევზე არ დალიოთ სასმელი და არ ჭამოთ მსუყე, მწარე და ცხარე საკვები. უმჯობესია, მსუბუქად დანაყრდეთ და ჩაი, ყავა და წვენები დალიოთ.

 

დიდი რაოდენობით ყავის სმა კუჭ-ნაწლავის აშლილობას იწვევს 

 ყავის შემადგენლობაში არსებული აზოტის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ზემოქმედებს ბევრი სასიცოცხლო პროცესის ნორმალიზებაზე. თუმცა, დიდმა დოზამ, შეიძლება, სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ.

250 მილილიტრზე მეტი ყავის დალევა, გამოიწვევს უძილობას, აღგზნებას, კუჭ-ნაწლავის აშლილობას, ტაქიკარდიას, გულის არითმიას, კუნთების კრუნჩხვას და ასე შემდეგ.

სრულიად საკმარისია, დღეში 3-4 ფინჯანი ყავა. კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია, რაც აუცილებელია საჭმლისმომნელებელი ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის. მაგრამ, კუჭის წყლულის დროს ის მავნებელია მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების გამო. ამიტომ, თუ კუჭის წყლული გაქვთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ყავას.

 

სისხლძარღვების საუკეთესო გამწმენდია მწვანე ჩაი და ლიმონი

გირჩევთ, სამ თვეში ერთხელ ორგანიზმს განტვირთვის კვირა მოუწყოთ და ამით დაიცვათ თავი მრავალი ავადმყოფობისგან, რათა იყოთ ფიზიკურად უფრო ძლიერი და ამტანი.

ხანდახან უარი თქვით ხორცის ჭამაზე, რადგან, დაკვლის პროცესში ცხოველის ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით ადრენალინი და უარყოფითი ემოციები, რაც ადამიანის ორგანიზმს ამ ხორცის მიღებით გადაეცემა. უმჯობესია, ხშირად მიიღოთ უმი საკვები, მაგალითად: სტაფილო, ჭარხალი, უმი კარტოფილიც კი, რადგან ეს პროდუქტები აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და არჩენს წყლულს. კერძოდ, უზმოზე ნახევარი ჭიქა უმი კარტოფილის წვენის მიღებისას სამი კვირის შემდეგ ნებისმიერი წყლული იკურნება.

ჯანმრთელად და მხნედ რომ იყოთ, ყოველდღე მიირთვით სამი კბილი ნიორი და ერთი  პატარა თავი ხახვი უმად. თუ ეს ბოსტნეული გწყენთ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა გაქვთ.

სისხლძარღვების საუკეთესო გამწმენდია მწვანე ჩაი და ლიმონი. ასე რომ, ხშირად სვით მწვანე ჩაი ლიმონით და გაიწმინდეთ სისხლძარღვები.

скачать dle 11.3