ჯოზეფ გორდონ-ლევიტი: ჰოლივუდის ახალი თაობის დონჟუანი ვარსკვლავი
„შავი რაინდის აღზევება”, „დასაწყისი”, „დონ ჟუანი”, „ლინკოლნი” – ეს იმ ბლოკბასტერების ჩამონათვალია, რომლებშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ახალი თაობის ვარსკვლავი, მსახიობი და რეჟისორი, „ოქროს გლობუსის” ორგზის ნომინანტი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ასრულებს.
* ჯოზეფ ლეონარდ გორდონ-ლევიტი დაიბადა 1981 წლის 17 თებერვალს, ლოს-ანჯელესში. მამა, დენის ლევიტი, რადიოსადგურში მუშაობდა; დედა, ჯეინ გორდონი კი – იმავე რადიოსადგურში გადაცემების რედაქტორი იყო. ჯოზეფს ჰყავდა უფროსი ძმა, დენიელი, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა.
* ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ებრაელია, თუმცა, მისი ოჯახი არ ითვლება მკაცრად რელიგიურ ოჯახად.
* 5 წლის ასაკში ჯოზეფს უკვე ჰქონდა მიდრეკილება მსახიობობისკენ – ის სამოყვარულო მიუზიკლებში ასრულებდა პიტერ პენის როლს.
* ჯოზეფ გორდონ-ლევიტის სიმაღლე 176 სანტიმეტრია.
* 6 წლის განმავლობაში, სკოლაში სწავლის პერიოდში, ჯოზეფი მხატვრული ტანვარჯიშის სექციაზე დადიოდა.
* ჯოზეფის მშობლები ყოფილი ჰიპები იყვნენ და შვილს პაციფისტური სულისკვეთებით ზრდიდნენ. შედეგად, მას არადროს უჩხუბია სკოლაში სწავლის პერიოდში და არც „ომობანა” უთამაშია.
* ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ბარაკ ობამას აქტიური მხარდამჭერია.
* ჯოზეფის საყვარელი ქალი მსახიობები არიან ბრიჯიტ ბარდო და ანა კარინა, ხოლო რეჟისორებიდან ის ორსონ უელსს, ფრანსუა ტრიუფოს, ჟან-ლუკ გოდარსა და ჟან-პიერ ჟენეს ანიჭებს უპირატესობას.
* ჯოზეფის საყვარელი მწერალია ჯერომ სელინჯერი, ნაწარმოები კი – „თამაში ჭვავის ყანაში”.
* ჯოზეფი ფლობს ფრანგულ ენას. გარდა ამისა, ის პროფესიონალურად უკრავს გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
* ჯოზეფი მუდმივად ნიუ-იორკში ცხოვრობს.
* ჯოზეფის თქმით, ის მუდამ ტირის, როცა უყურებს მულტფილმს – „დამბო”.
* 2013 წელს „სანდენსის” კინოფესტივალზე შედგა ჯოზეფ გორდონ-ლევიტის სარეჟისორო დებიუტი ფილმში „დონ ჟუანი”, რომელიც თავისივე სცენარის მიხედვით გადაიღო და თვითონვე შეასრულა მთავარი როლი.
* ჯოზეფის საყვარელი მსახიობები არიან დენიელ დეი-ლუისი და ჰარი ოდლმანი. მსახიობი ამაყობს, რომ ორივესთან მოუწია მუშაობა გადასაღებ მოედანზე, ფილმებში – „ლინკოლნი” და „შავი რაინდის აღზევება”.