კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილი სპორტსმენების ყველაზე სექსუალური მეორე ნახევრები

ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა „ლექუიპმა” ცნობილი სპორტსმენების ყველაზე სექსუალური მეგობარი გოგონებისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ესტერ სატოროვა

ჩეხი მოდელი ესტერ სატოროვა ჩოგბურთელ ტომაშ ბერდიხის მეგობარი გოგოა. ტომაში და ესტერი 2011 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს, მანამდე ტომაშს რომანი ჰქონდა ჩოგბურთელ ლუსი შაფარჟოვასთან.

სარა ბრანდნერი

გერმანელი მოდელი სარა ბრანდნერი „ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ლიდერის, ბასტიან შვაინშტაიგერის გერლფრენდია. წყვილი 2007 წლიდან ერთადაა.

ზაირა ნარა

ურუგვაელი მოდელი ზაირა ნარა ცნობილია სპორტსმენებისადმი ლტოლვით. 2011 წელს მასზე დაქორწინებას აპირებდა ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელი დიეგო ფორლანი, მაგრამ, ქორწილი ჩაიშალა. ამჟამად ზაირა ჩოგბურთელ ხუან მონაკოს სიყვარულის ობიექტია.

გაბრიელ იუნიონი

მსახიობი და მოდელი გაბრიელ იუნიონი ამერიკელი კალათბურთელის, „მაიამი ჰითის” ლიდერის, დუეინ უეიდის შეყვარებულია. წყვილი 4 წელია ერთად არის.

ვიქტორია ბექჰემი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სამაგალითოა მსოფლიო სპორტის სამყაროში. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ფეხბურთელის ცოლობა მარტივი რომ არ არის, ვიქტორიაზე უკეთ არავინ იცის. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, ოფიციალურ ქორწინებაში კი ისინი 1999 წლიდან არიან.

ალბა კარილიო

ესპანელი ტოპ-მოდელი და ტელეწამყვანი ალბა კარილიო ესპანელი ჩოგბურთელის, ფელისიანო ლოპესის მეგობარი გოგოა. წყვილი 2013 წლიდან არის ერთად, მანამდე კი ალბა მოტომრბოლელ ფონსი ნიეტოს ხვდებოდა.

ელენა რისტიჩი

ელენა რისტიჩი მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის საცოლეა –  2014 წელს წყვილი ოფიციალურად დაქორწინებას აპირებს.

ჯესიკა მიჩიბატა

იაპონელი სუპერმოდელი ჯესიკა მიჩიბატა „მაკლარენის” პილოტის, ჯენსონ ბატონის საცოლეა. ჟურნალი „ეფეიჩემი” ყოველწლიურად ასახელებს ჯესიკა მიჩიბატას მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში.

ფრანცისკა პერილო

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის მეგობარი გოგო, ფრანცისკა პერილო, არც მოდელია და არც მსახიობი, ის სადაზღვევო სისტემაში მუშაობს. რაფაელი და ფრანცისკა 8 წელია, ერთმანეთს ხვდებიან.

ადრიანა ლიმა

სერბი კალათბურთელის, მარკო იარიჩის მეუღლე, ადრიანა ლიმა, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მოდელად ითვლება. ლიმა და იარიჩი 2009 წლიდან არიან ოფიციალურ ქორწინებაში და ორ შვილს ზრდიან.

ბრუკლინ დეკერი

ამერიკელი მოდელი და მსახიობი ბრუკლინ დეკერი ჩოგბურთელ ენდი როდიკის მეუღლეა, ჟურნალმა „ესქუაირმა” ბრუკლინი 2010 წელს პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა.

სარა კარბონერო

სარა კარბონერო 2009 წლიდან არის ესპანელი გოლკიპერის, იკერ კასილასის ოფიციალური საცოლე. სარა ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ სპორტულ რეპორტიორად ითვლება, ხოლო წყვილის ცეცხლოვან კოცნაზე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დღემდე ბევრს საუბრობენ.

შაკირა

ლათინოამერიკელი პოპ-ვარსკვლავი შაკირა „ბარსელონის” ვარსკვლავის, ხერარდ პიკეს მეგობარი გოგოა. წყვილს ჰყავს საერთო ვაჟი – მილანი. 

ირინა შეიკი  

რუსი მოდელის, ირინა შეიკის სექსუალურობაზე ლეგენდები დადის. ირინა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს საცოლეა. ისინი 2010 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს.

ჟიზელ ბიუნდჰენი

ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის, „ნიუ ინგლენდ პატრიოტსის” კვოტერბეკის ტომ ბრედის ცოლია. ჟიზელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებად მოდელად ითვლება – მისმა პირადმა შემოსავალმა 2013 წელს 42 მილიონი დოლარი შეადგინა.

скачать dle 11.3