კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უსაინ ბოლტის არგენტინული თავგადასავალი

უსაინ ბოლტის არგენტინული თავგადასავალი

იამაიკელი სპრინტერი რეკორდსმენი უსაინ ბოლტი ბუენოს-აირესში ერთ-ერთ  არგენტინულ  ტელეშოუში იყო სტუმრად. შოუს ფარგლებში მას არგენტინის დედაქალაქის ქუჩებში ავტობუსთან გაჯიბრება მოუწია. ექვსგზის ოლიმპიურმა და რვაგზის მსოფლიოს ჩემპიონმა დაკისრებულ დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და სიმბოლურ, 80-მეტრიან დისტანციაზე ავტობუსს გაუსწრო. იმავე შოუს ფარგლებში ბოლტმა არგენტინელ სპრინტერებთან ერთად საჩვენებელი გარბენი მოაწყო.

 

ირინა შეიკის საშობაო მოლოცვა

ირინა შეიკმა თავის თაყვანისმცემლებს ორიგინალურად მიულოცა შობა. ცნობილმა მოდელმა და კრიშტიანუ რონალდუს საცოლემ ჟურნალ Love-ს საახალწლო კლიპის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. ვიდეორგოლში „კელვინ კლაინის” ეროტიკულ თეთრეულში გამოწყობილი ირინა სექსუალურად ცეკვავს ნაძვის ხის გირლანდებით და მამრობით სქესს მიმართავს სხვადასხვა რჩევით. კლიპის გადაღებებმა სახალისო გარემოში ჩაიარა და შეიკი კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით.

 

მსოფლიოს უძვირესი კლუბები

გერმანულმა სპორტულმა პორტალმა transfermarkt.de-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების სია გამოაქვეყნა. ფეხბურთელების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე, პირველ ათეულში მოხვდნენ: „რეალი” – 583,5 მილიონი ევრო; „ბარსელონა” – 582,3 მილიონი, „ბაიერნი” – 487,2 მილიონი, „მანჩესტერ სიტი” – 472,75 მილიონი, „ჩელსი” – 458,75, „მანჩესტერ იუნაიტედი” - 404 მილიონი. 300-მილიონიან ნიშნულს გადააბიჯეს: „პარი სენ-ჟერმენმა”, „არსენალმა”, „იუვენტუსმა”, „ტოტენჰემმა”; 200-მილიონიან ნიშნულს კი – „მილანმა”, „მონაკომ”, „დორტმუნდმა”, „ნაპოლიმ”, „ინტერმა”, „ატლეტიკომ” და „ლივერპულმა.” 

 

ალექს ფერგიუსონი – ბრიტანული ტელეშოუს გმირი

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ექსმწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ცნობილი ტელეშოუს – „ვის უნდა, გახდეს მილიონერის” უკანასკნელ გადაცემაში მიიწვიეს სათამაშოდ. ფერგიუსონი მეორედ გახდა გადაცემის სტუმარი, პირველად მან 2004 წელს 32 ათასი გირვანქა სტერლინგი მოიგო, ამჯერად კი, ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა 50 ათასი გირვანქა სტერლინგის მოგება მოახერხა. თანხა მთლიანად ქველმოქმედებაში გადაირიცხა.

скачать dle 11.3