კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეპისკოპოსმა პავლინმა ნებაყოფლობითი მონობით სხვანი იხსნა მონობისაგან

იტალიაზე სასტიკი ვანდალების თავდასხმების დროს კამპანიის მხარე თითქმის მთლიანად დაცარიელდა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი აფრიკაში წაიყვანეს. ამ საშინელი გაჭირვებისას ეპისკოპოსი პავლინი უხვად უნაწილებდა გლახაკებსა და ტყვეებს თავისი საეპისკოპოსოს მთელ მონაგარს. ერთხელ, როცა აღარაფერი დარჩა სხვისთვის მისაცემი, მასთან ერთი ქვრივი ქალი მივიდა და მოუყვა, რომ ვანდალების მეფის სიძეს ტყვედ წაეყვანა მისი ვაჟი და შეევედრა, მიეცა მისთვის ვაჟის გამოსასყიდი. ღვთის კაცმა ბევრი ეძება, მაგრამ ქალისთვის მისაცემი ვერაფერი აღმოაჩინა და დაუოკებლად მვედრებელ დედას უთხრა: „მე არაფერი მაქვს შენთვის მოსაცემი, მაგრამ წამოგყვები და თქვი, რომ შენი მონა ვარ და შენი შვილის ნაცვლად დავრჩები მონად“. ქალმა ეს სიტყვები დაცინვად უფრო მიიღო, ვიდრე თანაგრძნობად, მაგრამ ეპისკოპოსი საოცარი მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდა და შეძლო დაერწმუნებინა ქალი, შვილის ნაცვლად ის წაეყვანა. ისინი აფრიკაში გაემგზავრნენ. ვანდალების სიძესთან შეხვედრისას, თავიდან ქვრივი ცდილობდა, გამოსასყიდის გარეშე გამოეთხოვა შვილი, მაგრამ ამაყმა ბარბაროსმა, რომელიც თავისი დროებითი ძალაუფლებით იყო გაბრუებული, მისი მოსმენაც კი არ ისურვა. მაშინ ქალმა უთხრა: „აი, მოვიყვანე შენთან ჩემი მონა, მოწყალება მოიღე და მის ნაცვლად ჩემი ერთადერთი შვილი დამიბრუნე“. ბარბაროსი დაინტერესდა, რაიმე ხელობა ხომ არ იცოდა პავლინმა. პასუხად მიიღო, რომ იცოდა ბაღების მოვლა. ბარბაროსს გაუხარდა და ეპისკოპოსი თავის მებაღედ მიიღო, ქვრივს კი შვილი დაუბრუნა. ამის შემდეგ ქალი აფრიკიდან გაემგზავრა, პავლინი კი თავისი ახალი პატრონის ბაღის მოვლას შეუდგა. მეფის სიძე მალე მიხვდა, რომ განათლებულ ადამიანთან ჰქონდა საქმე; ძალიან უყვარდა მასთან საუბარი და ხშირად გადიოდა ბაღში. პავლინს ყოველდღე მიჰქონდა პატრონის სასახლეში კეთილსურნელოვანი და ქორფა მცენარეები, მისგან თავის დღიურ სარჩოს იღებდა და ბაღში ბრუნდებოდა. ერთხელ, გულახდილი საუბრისას, პავლინმა თავის ბატონს უთხრა: „მალე, თანაც ძალიან მალე, ვანდალების მეფე მოკვდება. კარგად უნდა დაფიქრდე, რას გააკეთებ და როგორ გაუძღვები სამეფოს“. რადგან სიძე სხვა დიდებულთა შორის მეფისგან მეტი ნდობით და პატივით სარგებლობდა, გულახდილად მოუყვა მებაღისაგან გაგონილი. მან კი თვითონ ისურვა მებაღესთან შეხვედრა. ამისთვის მისმა სიძემ პავლინს ბოსტნეულის მეფისთვის მიტანა უბრძანა. როდესაც მეფემ ეპისკოპოსი დაინახა, სიძეს უთხრა: „მართალი უთქვამს, რადგან წუხელ სიზმარი ვნახე, ჩემს დასადანაშაულებლად მსაჯულები მოვიდნენ, მათ შორის ერთ-ერთი ეს კაცი იყო. მათი თქმით, ჩემთვის ადრე მონიჭებული წყალობა წამერთვა. გამოჰკითხე, ვინ არის. არა მგონია, უბრალო ადამიანი იყოს, თუმცა ახლა ასეთ მდგომარეობაშია“.

პატრონის შეკითხვაზე პავლინმა უპასუხა, რომ მისი მონაა, რომელიც მან ქვრივის ვაჟის სანაცვლოდ დაიტოვა. მაგრამ მეფის სიძე არ დამშვიდდა და დაჟინებით სთხოვდა, გაემხილა თავისი ნამდვილი ვინაობა. პავლინი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ეპისკოპოსი იყო. მეფის სიძემ ეს რომ გაიგო, შეევედრა თავის მონას, მოეთხოვა ყველაფერი, რაც საჭირო იყო მისი სამშობლოში ღირსეულად დასაბრუნებლად. მაშინ ღვთის კაცმა უთხრა: „ერთადერთი სიკეთე, რომელიც შენ შეგიძლია გააკეთო, ის იქნება, რომ ყველა ჩემს ტყვე თანამოქალაქესთან ერთად სამშობლოში დამაბრუნო“. ამ პირობის შესასრულებლად მთელ აფრიკაში მოძებნეს ტყვეები და პავლინთან ერთად, ხორბლით დატვირთული გემებით დააბრუნეს სამშობლოში. ამით მეფემ ღვთისგან მის დასაღუპად მოვლენილ წყევლას თავი დააღწია. ასე რომ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ყოვლისშემძლე ღვთის მონამ, პავლინმა განჭვრიტა. ეპისკოპოსმა ნებაყოფლობით მიიღო მონობა და ამით ბევრი ადამიანი იხსნა მონობისგან, რითაც დაემსგავსა უფალს, რომელმაც მიიღო მონობა, რომ ჩვენ ცოდვის მონობისგან დავეხსენით. მისი მიბაძვით, პავლინი ნებაყოფლობით მონად იქცა, რათა მერე სხვებთან ერთად მიეღო თავისუფლება.

პოლანის ეპისკოპოს პავლინის გარდაცვალების შესახებ მისი ეკლესიის ჩანაწერები შემდეგს იუწყება: „როდესაც ავადმყოფობისგან დაუძლურებული ბოლო წუთებს ითვლიდა, ძლიერი მიწისძვრა მოხდა და მისი ლოგინი შეინძრა. ამ დროს სახლი უძრავად დარჩა. ყველა იქ მყოფნი საშინელმა შიშმა შეიპყრო. პავლინის წმიდა სული მის სხეულს ტოვებდა.

скачать dle 11.3