კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღირდა ახალი წლის ღამეს ნიკა არაბიძის გამოძახება ნახევარი საათით და როგორ აჭამეს მას საკუთარი წვერ-ულვაში გოზინაყის ხათრით

იუმორით სავსე და მხიარულ ნიკა არაბიძეს ისევე, როგორც ყველა ჩვენგანს, უამრავი ტკბილი და თბილი მოგონება აკავშირებს ახალ წელთან. თუმცა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ის, წლების წინ, თავად იყო თოვლის ბაბუა და ხურჯინით ხელში, პატარებთან სტუმრად, ზუსტად ღამის 12 საათზე მიდიოდა. თუ როგორ ჭამა მან ბამბის წვერი, სად აპირებს ახალი წლის დახვედრას და რას ელის ცხენის წელიწადისგან, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ნიკა არაბიძე: სანამ პატარა ვიყავი, მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუა მოვიდოდა და საჩუქარს მომიტანდა. ფურცელზე ვწერდი ჩემს სურვილებს, ნაძვის ხის ქვეშ ვდებდი და ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. ახალი წლის ღამეს დაძინება, განსაკუთრებით მიხაროდა (იცინის). დილით კი ველოდებოდი, რომ მის მაგივრად საჩუქარი დამხვდებოდა. ახლა ასე ჩემი შვილი იქცევა და მას რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობა მახსენდება. ჩემს შვილს უნდა, რომ თოვლის ბაბუამ გლობუსი მოუტანოს. ეს რომ არ მიეწერა, დიდი ხანი რომ მეფიქრა, რა ვუყიდო-მეთქი, ამას ვერ მოვიფიქრებდი. ასე რომ, გლობუსის ყიდვა არ უნდა დამავიწყდეს ამ ახალ წელს. გველის წელს მე სიდედრის წელს ვეძახი, ანუ სიდედრის წელი მიდის და ცხენის წელი მოდის. ცხენი მუსტანგთან ასოცირდება და იქნება, მანქანა ვიყიდო (იცინის). 

– ღმერთმა ყველა სურვილი აგისრულოს! თუმცა, რომ გავიგე, წლების წინ თავად იყავი „თოვლის ბაბუა გამოძახებით”, ბევრი ვიცინე. ეს იდეა საიდან წამოვიდა?

– 90-იან წლებში, როცა კარგი ცხოვრება „დუღდა”, სტუდენტი გახლდით და მეგობრებმა მოვიფიქრეთ, მოდი, სერვისი გავაკეთოთ „თოვლის ბაბუა გამოძახებით”. მოკლედ, დადგა ახალი წელი, გამოვეწყვეთ წითელ ლაბადებში, დავიმხეთ ქუდები, გავიკეთეთ თეთრი ბამბის წვერები, გადავიკიდეთ ხურჯინები და დავიწყეთ სახლებში სიარული. საბედნიეროდ, მე თბილისის „სვეტსკი” უბნები შემხვდა – ვაკე, ვერა, საბურთალო. ერთ-ერთი გამოძახება იყო ვერაზე, სამი წლის თეონას მშობლებისგან. მივედი, 12 საათს აკლია რამდენიმე წუთი, დამხვდა გაზიზინებული, გაპრიალებული, ლამაზი სახლი, თავისი ბუხრითა და გაშლილი პურ-მარილით. გავიხედე, გამოვარდა ოთახიდან პატარა გოგონა და რომ დამინახა თოვლის ბაბუა, თვალები შუბლზე აუვიდა. მივეცი საჩუქარი, შემიყვანა თავის ოთახში, მეტლიკინება, მაჩვენებს თავის სათამაშოებს და არის ერთ ამბავში. უცბათ, გაჩერდა და ატეხა ტირილი. ვიფიქრე, რა დაემართა-მეთქი და იცით, რატომ იტირა?

– საიდან უნდა ვიცოდე?

– მითხრა, რატომ არ ჩამოხვედი ბუხრიდან, თოვლის ბაბუები ხომ საკვამურიდან ჩამოდიან,  მე იქიდან გელოდებოდიო (იცინის). რა ბუხრიდან ჩამოსვლა, ჩემი გასაჭირი მქონდა, დაბლა დაქოქილი „ადინაცატი” მელოდებოდა.

– მერე ვერ გამორთე მანქანის ძრავა და ისე ვერ ახვედი?

– რომ გამომერთო, ვეღარ დავქოქავდი, ისეთი „სლაბი” მატორი ჰქონდა იმ საწყალს (იცინის). მოკლედ, გახდა ამასობაში 12 საათი და დიასახლისმა მიმიპატიჟა სუფრასთან. კი გავიგიჟე თავი, ქალბატონო, ვერ ვჭამ, ვერ ვსვამ და ნუ შეწუხდებით, მე სხვაგანაც უნდა მივიდე-მეთქი, მაგრამ მაფიცა-მაგლიჯა და უარი ვეღარ ვუთხარი.

– კი მაგრამ, რატომ ვერ ჭამდი და სვამდი? აკრძალურლი გქონდა თოვლის ბაბუის ამპლუაში ქეიფი?

– არა, რა აკრძალული! უბრალოდ, ბამბის დიდი წვერ-ულვაში მეკეთა, პირთან პატარაზე მქონდა გაჭრილი, რომ ხმა გამოსულიყო და ვერც ვსვამდი და ვერც ვჭამდი, იმის გადამკიდე. არადა, დიასახლისი გადამეკიდა ერთი ჭიქა დალიე, დაგვლოცეო. დავლოცე, მაგრამ არ დავლიე. მერე გადამეკიდა, ჩაფიქრებული მაქვს, გოზინაყი რომ არ გასინჯო, გადავირევიო. ვეღარ გავუტეხე ხათრი, ჩავკბიჩე გოზინაყი და ჩაითრია ჩემი ბამბის წვერ-ულვაში. ვღეჭავ გოზინაყს და ბამბას და მერღვევა ნელ-ნელა წვერ-ულვაში (იცინის). იმდენი ვღეჭე, დიდი გორგალი დამიგროვდა პირში და კინაღამ გადამიყოლა (იცინის). აი, ასეთ დღეში ვიყავი.

– და, რა ღირდა შენი გამოძახება?

– თუ სწორად მახსოვს, ერთი გამოძახება, 40 ლარი ღირდა. კი ვშოულობდით ფულს, მაგრამ, ზოგს მაშხალა ხვდებოდა ცხვირში და ზოგს რა და ზოგს რა. თუმცა, ვაღიარებ, რომ კარგი თოვლის ბაბუა ვარ და ეს საქმე ხუთიანზე გამომდის. ახალი წლის დღეებში, ყველა გადაცემაში თოვლის ბაბუა არ ვარ დღესაც? ერთი, „კურიერში” არ ვმჯდარვარ წითელი ქუდით და თეთრი წვერით, თორემ სხვა დანარჩენ გადაცემებში სულ მე არ ვარ წლებია, თოვლის ბაბუა? ბოლო ექვსი წელია, სახლში ახალ წელს ვერ ვხვდები. როგორც წესი, ღია ცის ქვეშ ვარ, ან რაიონში მიმყავს კონცერტი. წელს გამიმართლა და რესტორანში, თბილად ვხვდები ახალ წელს, წამყვანი ვარ. დილით კი გლობუსით ხელში მივალ სახლში. სულ ვხუმრობ ხოლმე, ახალ წელს, მარტო მე, პატრული და მეტრო ვმუშაობთ-მეთქი (იცინის).

– კომედიურ ფილმში „მისტერ ძიძა”, რომელიც ახლახან გამოვიდა კინოთეატრებში, დირექტორის როლი გაქვს. როგორ მოირგე ტელევიზიის უფროსობა?

– მართლა კარგი ფილმი გამოვიდა, მე კმაყოფილი ვარ. ამ ფილმში ტელევიზიის დირექტორი ვარ. სხვათა შორის, ტელევიზიის დირექტორობა, გაგიკვირდებათ და მიხდება. უბრალოდ, ყოველდღიურად პიჯაკში გამოწყობილი ვერ ვივლი. სულ ხუთი დღე მომიწია დირექტორობა, რადგან ამდენი ხანი გაგრძელდა ჩემი როლის გადაღება. მაგრამ, ახლა მივხვდი, მკაცრი დირექტორი ვიქნებოდი. გადაღებებისთვის მეგობარმა გვათხოვა საგურამოში სახლი. კი გვითხრა, დაბლა სარდაფი მაქვსო, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, რომ ამ სარდაფში ღვინო დაგვხვდებოდა (იცინის). ორი ბოცა გამოვცალეთ. ვიფიქრეთ, სირცხვილია, იმ ადამიანთან, პატივი გვცა და ჩვენ კიდევ ღვინო დავულიეთო და ჩაის ფერი გავაზავეთ წყალში, ჩავასხით ბოცებში და დავდგით ასე სავსე თავის ადგილას. ბოლო გადაღების დღეს, ამოვიდა სახლის პატრონი. გვითხრა, მოდით, ბიჭებო, დავლიოთო. ჩვენ გავიგიჟეთ თავი, არა, ვერ დავლევთ, ბოლო დღის გადაღებააო. გაეცინა, არა კაცო, ღვინო კი არა, ჩაი დავლიოთ ბოციდან ჩამოსხმითო (იცინის). ასე რომ, ეს ფილმი ჩვენი საახალწლო საჩუქარია თქვენთვის! იმედია, მოგეწონებათ. 

 

скачать dle 11.3