კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზეა შეყვარებული ნინო მუმლაძე და რატომ იყო მისთვის ორსულობა სიურპრიზი

მსახიობი ნინო მუმლაძე მართალია, არაერთ სერიალში იხილა უკვე მაყურებელმა, მაგრამ მისი პოპულარობა ერთიორად მას შემდეგ გაიზარდა, რაც გამოჩნდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები.” მართალია, მან ცოტა არ იყოს მაყურებელი ანერვიულა, თავისი პერსონაჟის საქციელიდან გამომდინარე, თუმცა სიმპათიები და სიყვარული მათგან მაინც დაიმსახურა. ჩვენი რესპონდენტი, რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულია, რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა ის სერიალის ახალ სეზონშიც დააკავა და მისი იქ ყოფნა მონასტერში გამგზავრებით არ დასრულდა. 

 

– ნინო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი გყავს, არიან პირიქით, შენზე განაწყენებული ადამიანებიც. ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს” უკავშირდება. მაყურებელთა ნაწილმა შენი პერსონაჟის საქციელი გულთან ახლოს მიიტანა და თავისებური პროტესტით კი გამოხატა. 

– როცა ქუჩაში გაღიმებული სახით მხვდებიან, სასიამოვნოა. როდესაც გრძნობ, რომ შენი საქმიანობით ვიღაცისთვის სიამოვნება მოგაქვს, ეს ყველაფერია მსახიობისთვის და რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა.

– გაღიმებული სახით, ალბათ, განსაკუთრებით მას შემდეგ გხვდებიან, რაც მონასტერში წახვედი და ყველაფერი დასტაბილურდა.

– საერთოდ, რაც უფრო სკანდალურ გმირს ასრულებ, მით უფრო საინტერესო ხარ საზოგადოებისთვის და ჭორის ობიექტი ხდები. ჭორს კი პოპულარობა მოაქვს.

– წინა სეზონში შენი და დათოს რომანი დასრულდა. ხომ არ გაგიჩნდა იმის ეჭვი, რომ ამით შენი ურთიერთობაც დასრულდებოდა სერიალთან? 

– ეჭვი კი არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სერიალს ჩამოვშორდი. ქეთი დევდარიანს ვკითხე კიდეც ამის შესახებ, რომელმაც მითხრა, არ ვიცი, შეიძლება ერთი ორჯერ კიდევ გამოგაჩინოთო. სეზონი ისე რომ დასრულდა არც ერთხელ არ დამირეკეს, ვიფიქრე, ალბათ, აღარც ვიქნები ამ სერიალში-მეთქი. ახალი სეზონის დაწყებამდე რომ დამირეკეს და მითხრეს, გვჭირდებიო, ძალიან გამიკვირდა, თან ძალიან გამიხარდა. რაც შეეხება ჩემს ორსულობას, ამ სიურპრიზის შესახებ, სიმართლე გითხრა, არ ვიცოდი. თან ტექსტი რომ წავიკითხე, იქ ისეთი არაფერი არ ეწერა. ვიფიქრე ალბათ უნდათ, რომ მაყურებელს აჩვენონ, მთლად მონასტერში რომ არ დავრჩი და მონაზონად არ გადავიქეცი-მეთქი. აი გადაღებაზე რომ მივედი და ბალიში ამოიღეს და მუცელზე მომამაგრეს, მაშინ უკვე მივხვდი, რომ არც ისე იშვიათად მომიწევს ამ სერიალში გამოჩენა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია.

– გამოდის, რომ დათო ორი შვილის ნაცვლად, მრავალშვილიანი მამა გახდება, რადგან შენთან ერთად, ნინაც ფეხმძიმედაა, თან ტყუპებს ელოდება.

– ორის მაგივრად, ხუთი შვილის მამა გახდება.

– ისევ მაყურებლის უცნაურ რეაქციებს დავუბრუნდები. გასახსენებელი, ალბათ, ძალიან ბევრი გაქვს.

– რამდენიმე სერია რომ გადავიღეთ, გამვლელ-გამომვლელმა დაინახა, კონკრეტულად, რომელ კლინიკაში ხდებოდა გადაღება. ერთ დღესაც კლინიკიდან სიცილით დაგვირეკეს. ვიღაცას კლინიკის ფანჯრებზე გარედან თაბახის ფურცლები მიუკრავს სკოჩით, რომელზეც ეწერა: „არ გაცვალო, დათო, შენი ოჯახი, დიდ ძუძუებში!” ძალიან სასაცილო იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ბოლო დროს კი, სიტუაცია ცოტა შეიცვალა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სახლთან ვიდექი და ტაქსის ველოდებოდი. ვიღაცამ გამოიარა და მკითხა, გოგოს ელოდები თუ ბიჭსო. ერთმა ისიც მითხრა: არ მიაქციო ყურადღება, არ გაიფუჭო ნერვებიო. ქალებმა უფრო გამოიჩინეს ქალური სოლიდარობა. მგონი, ჩემი მდგომარეობით მაყურებლის გულს ცოტა მოვიგებ. როცა მაყურებელი ასე განიცდის, ეს დიდი კომპლიმენტია. ეს ნიშნავს, რომ ძალიან საინტერესოა სერიალიც და შენი გმირიც ვიღაცისთვის.

– ხშირად ხდებიან პოპულარული ადამიანები საუბრის თემა. შენ როგორ რეაგირებ ჭორებზე?

– როგორ შეიძლება ყველაფერზე რეაგირებდე, ეს აბსურდია, მაგრამ, როცა პირადად მოდიან და კითხვით მოგმართავენ, გინდა არ გინდა, გიწევს პასუხის გაცემა.

– მოსულა ვინმე უცნობი და რამე უკითხავს?

– კი, ძალიან ხშირად.

– ამას იმიტომ გეკითხები, რომ ქართველები ცოტა არ იყოს ამ საკითხში თავშეკავებულები ვართ.

– შენ წარმოიდგინე, არც ისე. 

– მკითხველისთვის იმის გაგებაც საინტერესო იქნება, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– გადაღებები და თეატრი, მეტი არაფერი. ადრე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვიყავი, სადაც უკვე დიდი ხანია, აღარ მიმუშავია. მას შემდეგ სხვადასხვა თეატრში ვიმუშავე. სექტემბრიდან დავბრუნდი, ჯერჯერობით ერთ სპექტაკლში ვარ დაკავებული რუსულ დასში. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ჩავებმები ამ თეატრის სრულფასოვან ცხოვრებაში. გარდა ამისა, პერიოდულად ვარ „ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებებზე. ასევე, ვმონაწილეობ ქართულ-აზერბაიჯანულ პროექტში – გადაიღეს სერიალი „ალი და თეო.” გიგა აგლაძემ,  გადამიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში ცოტა ხნის წინ, სადაც სულ 4 მსახიობი მონაწილეობს. აი, ასეთი პატარ-პატარა სიახლეებია ჩემს ცხოვრებაში, მეტი ისეთი არაფერი.

– იმდენი რამ ჩამოთვალე, გამოდის, რომ საკმაოდ დაკავებული ხარ და მხოლოდ „ჩემი ცოლის დაქალებით” არ შემოიფარგლები. შენთვის კამერასთან ურთიერთობა უფრო საინტერესოა, როგორც მსახიობისთვის, თუ სცენა?

– არიან მსახიობები, რომლებსაც კამერა არ უყვართ, მაგრამ მე, ისე ვარ კამერაზე შეყვარებული, არჩევნის წინაშე რომ დავმდგარვარ, სპექტაკლი გადამიდია და გადაღებაზე წავსულვარ. როცა ფილმზე ვმუშაობ, უბედნიერესი ვარ. ალბათ, კამერის დიდი სიყვარულის გამოა, რომ არც ერთ თეატრში არ ვყოფილვარ დიდხანს. თუმცა, თეატრიც ძალიან მომენატრება ხოლმე, თუ დიდი ხანი არ ვმდგარვარ სცენაზე. ასე რომ ჯერჯერობით ერთმანეთთან ვათავსებ ამ ყველაფერს და იმედია, ასეც გაგრძელდება. დიდი სურვილი მაქვს, არც სცენას მოვაკლო ყურადღება და არც გადაღებებსა და კინოკამერას ჩამოვშორდე. სასიამოვნოა, როცა დაკავებული ხარ, რადგან მსახიობისთვის პაუზა ტრაგედიაა. ცოტა არ იყოს ამ დროს საკუთარი თავის რწმენას კარგავ.

– დეპრესიაშიც კი ვარდებიან ამის გამო მსახიობები.

– რამდენიმე თვე თუ არ ვარ დაკავებული, მერე უკვე სერიოზული დეპრესია მეწყება. ვერ ვიტან დასვენებას. რეალიზებული თუ არ ვარ, ძალიან ციდად ვარ.  

 

скачать dle 11.3