კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ბიძას ვორონეჟის მხარიდან საქართველოში და რა მიზეზით არ უნახავთ ნათესავებს ერთმანეთი

35 წლის ვიაჩესლავ ვიაჩესლავის ძე ბულდიგინი ეძებს დაახლოებით 65-68 წლის ვალერი ბულდიგინს (ზუსტი ასაკი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ბიძაჩემს (მამის ძმას) ვალერი ბულდიგინს. მე და ჩემი ოჯახი რუსეთში, ვორონეჟის მხარეში, ტერნოვის რაიონის სოფელ პოლიანაში ვცხოვრობთ. ბიძის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. თქვენი რუბრიკის დიდი იმედი გვაქვს, იქნებ ჩვენც დაგვეხმაროთ მის პოვნაში. მაქვს ბიძაჩემის პატარაობის ფოტო, რომელზეც დედამისიც არის. იქნებ, ვინმემ იცნოს ეს ხალხი და გამოგვეხმაუროს. პირადად მე ბიძა არასდროს მინახავს, მაგრამ, მისი ნახვისა და გაცნობის დიდი სურვილი მაქვს. სამწუხაროდ, არც ქართული ენა ვიცი და საქართველოშიც არავის ვიცნობ, ამიტომ, ვალერი ბულდიგინის პოვნაში მხოლოდ თქვენ თუ დაგვეხმარებით.

ჟურნალისტის შენიშვნა: რუბრიკა „დაკარგულების“ მკითხველს ვულოცავ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას და, რაც მთავარია, არ დაკარგოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები! შარშან 657 ადამიანი ვიპოვეთ. იმედია, ახალ წელს ნაპოვნ ადამიანთა რიცხვი უფრო მეტი იქნება.

ჩემი ამჟამინდელი რესპონდენტი ვორონეჟის მხარიდან დამიკავშირდა და ვალერი ბულდიგინის მოძებნაში დახმარების გაწევა მთხოვა. ამ ისტორიაში ხელმოსაკიდი ვალერის ფოტოებია და, იმედია, ჩვენ მას ამ ფოტოებით ვიპოვით. 

– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი ბიძამ და ძმისშვილმა და რატომ არ იცნობთ ერთმანეთს? გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– მე ვეძებ მამაჩემის ძმას – ვალერი ბულდიგინს. საქმე ისაა, რომ ბაბუაჩემი (მამის მამა) ომის დროს მფრინავი იყო და დაახლოებით 1942-1945 წლებში  ჰოსპიტალში მოხვდა, სადაც გაიცნო კიდეც ვალერის დედა, რომელიც იქ მედდად მუშაობდა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და, შედეგად, ვალერი დაიბადა. ამის შემდეგ ბაბუა (ვასილი) დაბრუნდა თავის სამშობლოში – რუსეთში, სადაც შექმნა ოჯახი და მას შეეძინა კიდევ ორი შვილი (ვალერი და ლუსია) შეეძინა. მათგან, ვალერი მამაჩემია. ვასილის ოჯახმა იცოდა ვალერის არსებობის შესახებ, ბაბუას ეს ამბავი არ დაუმალავს. მე კი ეს ისტორია მამისგან ვიცი. მამაჩემს ძალიან უნდა ნახევარძმის ნახვა ან გაგება, თუ როგორ აეწყო მისი ცხოვრება.

– მამათქვენს და საქართველოში მცხოვრებ მის ნახევარძმას ერთმანეთი არასდროს უნახავთ?

– არა. რაღაც პერიოდამდე მათ ერთმანეთთან წერილობითი კავშირი ჰქონდათ. ვიცით, რომ ვალერის მეუღლეს თამარი ჰქვია და ჰყავს ორი შვილი – გივი და ნათელა. ისინი ჩემი ბიძაშვილები არიან, მაგრამ, მე მხოლოდ მათი ფოტოები მაქვს და, სამწუხაროდ, არ ვიცნობ. მე და მთელ ჩემს ოჯახს ძალიან გვინდა მათი პოვნა, ბიძის ნახვა, მისი შვილების გაცნობა და, საერთოდ, ურთიერთობის აწყობა. მართალია, ეს ისტორია საკმაოდ დიდი ხნისაა – ის ბაბუას ომის დროს გადახდა – მაგრამ, სასწაული ის არის, რომ ამ ისტორიას გაგრძელება უნდა ჰქონდეს.

– ანუ, ჩვენ ვეძებთ ვალერის, მის მეუღლეს – თამარს და მათ შვილებს.

– დიახ. ძალიან გვინდა, რომ ისინი კარგად იყვნენ. როგორც გითხარით, მამას უკვე დიდი ხანია, არ ჰქონია  მათთან კავშირი. სხვა ბინაში გადასვლის დროს მათი მისამართიც დაგვეკარგა. მადლობა ღმერთს, სურათები დაგვრჩა და ახლა მხოლოდ ამის იმედად ვართ. მინდა, მამაჩემს სიურპრიზი გავუკეთო და ძმა ვაპოვნინო. ალბათ, დამეთანხმებით, ამაზე დიდი საახალწლო საჩუქარი რა უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ვალერისაც ენდომება ძმასთან დაკავშირება და ეს ისტორია კეთილად დასრულდება. მე კი ვიპოვი ჩემს ბიძაშვილებს – გივის და ნათელას. მართალია, მათ არ ვიცნობ, მაგრამ, ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3