კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მიმართ იყო წლების განმავლობაში ისტერიულად განწყობილი რუსკა მაყაშვილი და როგორ უსრულებდა მას ოცნებებს თოვლის ბაბუა

„2013 წელი კარგად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელი ძალიან საშინელი მქონდა. თუმცა, კარგად დასრულდა – „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოვიგე. მთელი წლის განმავლობაშიც დაკავებული ვიყავი და რომ შევაჯამო – ასეთი კარგი წელი აქამდე არ მქონია, აბსოლუტურად ყველა კუთხით. მოკლედ 2013 წლით ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გავიკეთე. თუმცა, სერიოზული არაფერი იყო. უბრალოდ, ისე ძალიან მეშინია ექიმების, რომ ჩემთვის ამ კუთხით ყველაფერი კატასტროფაა. ის სურვილიც ამისრულდა, რაც შარშან, ახალ წელს ჩავიფიქრე, იმედია, წელსაც მოვასწრებ სურვილის ჩაფიქრებას და ამისრულდება,“ – ეს არის ამონარიდი რუსკა მაყაშვილის ინტერვიუდან, რომელმაც ცოტა ხნის წინ დედასთან ერთად საკუთარი სტუდია გახსნა.

 

რუსკა მაყაშვილი: ოქტომბერში გავხსენით ჩემი სტუდია – „რუსკა მაყაშვილი არტ სქუულ“ – რითაც ძალიან ვამაყობ. უკვე ბევრი ბავშვი მოვიდა  და კიდევ მოდიან. ეს უფრო თამრიკოს იდეა იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა გეგმაში. საბოლოოდ, როგორც იქნა მოვიკრიბეთ ძალები და გავაკეთეთ სტუდია, რომელიც 53-ე სკოლის ბაზაზეა. ბავშვები 6 წლიდან მაქსიმუმ 18 წლამდე სწავლობენ მსახიობის ოსტატობას, მეტყველებას, მხატვრულ კითხვას, სასცენო მოძრაობას, რითმიკას. მე კვირაში ერთხელ ვუტარებ სასცენო მოძრაობის გაკვეთილს, ბავშვებთან ერთად მეც ვიხსენებ ბევრ რამეს. თან, კარგად ვერთობით, ნელ-ნელა ისეთ რაღაცეებს ვსწავლობთ, რაც მათთვის ცხოვრებაშია საჭირო. რაც მთავარია, ჩვენი სკოლა ნახევრად საქველმოქმედოა: გადასახადი ძალიან მცირეა. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის არის ცალკე ჯგუფი, რომელთა სწავლაც ვაკის გამგეობამ დააფინანსა და ძალიან ბედნიერები არიან. მომავალში გვინდა, გავაკეთოთ საბავშვო თეატრი და ამ ბავშვებმა კარგ სპექტაკლებში მიიღონ მონაწილეობა. ჯერჯერობით ამ ყველაფრისთვის ემზადებიან. 

–  ბევრი, ალბათ, შენ გამო მოდის. 

–  ბევრმა თქვა: იმიტომ მოვედი, რომ შენ მენახეო. ახლა ამას აღარ ამბობენ, თამრიკოც ძალიან შეუყვარდათ, რადგან ბევრ რამეს ასწავლის, თეატრი შეაყვარა. ახლანდელმა თაობამ, სამწუხაროდ, თეატრი და ზოგადად, ბევრი რამ არ იცის. როდესაც ლექსს კითხულობენ, თამრიკო მათ ასწავლის, როგორ შეიძლება, დაინახო ლექსი სხვა მხრიდან. ამის მერე ისინი სხვანაირად იწყებენ ფიქრს, აზროვნებას, ისეთ კითხვებს სვამენ... მშობლებიც ძალიან კმაყოფილები არიან. თეატრში დაიწყეს სიარული, როგორც ჩემს სპექტაკლებზე, ასევე სხვა სპექტაკლებზეც, ჩართულები არიან ამ ყველაფერში. რაც მთავარია, ბევრ ბავშვს მოეხსნა კომპლექსები, ერთმანეთის უკვე აღარ რცხვენიათ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. მახსოვს, პატარაობაში სპექტაკლს არ ვტოვებდით, ოპერაში დავდიოდით – ბალეტზე. ამიტომაც ვცდილობთ, ეს მათაც შევაყვაროთ. 

–  რომელ ეტაპს გამოყოფდი შენი ბავშვობიდან? 

– როდესაც მე და ჩემი ბავშვობის მეგობრები ვსწავლობდით ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში – ძალიან კარგი პერიოდი იყო. იქ მივხვდი 100 პროცენტით – რა მინდოდა. კარგად ვერთობოდით, თან, ვსწავლობდით, ბევრ სპექტაკლზე დავდიოდით. ოპერაში წასვლა, ეს ჩვენთვის დიდი დღესასწაული იყო: გამოვეწყობოდით სკოლის მერე და მივდიოდით ბალეტზე, სპექტაკლებზე, არაფერს ვტოვებდით. როგორც კი თეატრალურში ჩავაბარე, მერე უკვე თეატრში დავიწყეთ სიარული.  ეს იყო საუკეთესო პერიოდი. ახლა, სამწუხაროდ, თეატრალურის სტუდენტებს იშვიათად ვხედავ დარბაზში. ჩვენ კი რუსთაველის თეატრში რაც კი გადიოდა, ყველაფერზე მივდიოდით. მახსოვს, თეატრალურის მესამე კურსზე ვიყავი, როცა საკურსო სპექტაკლი ვითამაშე. ეს იყო საოცარი შეგრძნება და მერე, მეოთხე კურსზე ვიყავი, რუსთაველის თეატრში რომ მომიწია ძალიან მაგარ მსახიობებთან ერთად თამაში. ეს იყო რაღაც სასწაული. მე და ნინუცას შეგვატყობინეს, რომ რუსთაველის თეატრში აგვიყვანეს. დამირეკეს: 4 დღეში უნდა შეხვიდე დათო საყვარელიძის სპექტაკლში „სულიერი არსებებიო“. ცხოვრებაში ასეთი რამ არ დამმართნია, თუმცა გამიმართლა, რომ მოსამზადებლად 4 დღე მომცეს. ძალიან დამეხმარნენ მსახიობები, მახსოვს, „პაკლონზე“ მარტო გამაგდეს სცენაზე. ჩემი ჯგუფელებიც იყვნენ მოსულები, დიდი ზეიმი იყო. ამის მერე 2 თვე არ მეძინა, იმხელა შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი – კინაღამ გული გამისკდა. თეატრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზმია. მაგრამ, კინოც ძალიან მიყვარს. ვოცნებობ: იქნებ ოდესმე მოვხვდე კარგ ფილმში და სერიოზული, კარგი როლი ვითამაშო. თეატრში მაქვს ეს სიამოვნება, კინოში ჯერ არ მქონია. 

–  საახალწლოდ გაქვს სპექტაკლები? 

–  დეკემბერში მქონდა ძალიან კარგი სპექტაკლის პრემიერა – მარიამ ალექსიძის „ჰარირა“. მან ჯანსუღ კახიძის სიმღერებზე შექმნა თანამედროვე ბალეტი, სადაც 5 მსახიობი ვთამაშობთ, დანარჩენები კი პროფესიონალი მოცეკვავეები არიან. ბევრი რეპეტიციის, ვარჯიშის – მარიამმა ქანცი გაგვაძრო – შედეგად, ძალიან მაგარი სპექტაკლი დაიდო.  ჩემთვის ამ ყველაფერზე ჩაჭიდება რთული იყო, რადგან ამდენ მაგარ მოცეკვავესთან ერთად მიწევდა სცენაზე ყოფნა და არ მინდოდა, მათგან ცუდად გამოვყოფილიყავი. ზოგადად, შრომისმოყვარე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ზარმაციც ვარ, მიყვარს ძილი, მაგრამ როცა საქმეა გასაკეთებელი, ყოველთვის ბოლომდე ვაკეთებ, ვეჭიდები. ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად დაკავებული. ენერგია მაქვს მოზღვავებული – თუ არ დავიღალე მთელი დღის განმავლობაში, მერე  ვეღარ ვიძინებ. თან, საქმეში მაქსიმალისტი ვარ, როცა სცენაზე ვდგავარ, ფილმია, სერიალია... ვცდილობ, არ გახდეს სალაპარაკო: ეს რა უბედურებაა. პირიქით, ვფიქრობ იმაზე: რას ვაკეთებ, რას ვთამაშობ. რადგან, როცა მსახიობს ნაფიქრი აქვს იმაზე, რასაც აკეთებს, მერე ყველაფერი უკეთ გამოსდის. შეიძლება, ვიღაცას ეს არ სჭირდება, მაგრამ მე მჭირდება ძალიან ბევრი ფიქრი, თუნდაც სულელური სერიალის სულელურ პერსონაჟზე. 

–  საქმის მიღმა, ანუ ცხოვრებაში, როგორ იღებ გადაწყვეტილებას: დიდი ფიქრის შედეგად თუ სპონტანურად? 

–  არის პერიოდები, როცა რაღაცას დაუფიქრებლად ვაკეთებ, მაგრამ მერე ვნანობ. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ისეც და ასეც, ძალიან ბევრს ვფიქრობ. მერე ამ ფიქრებს ძალიან შორს მივყავარ და სულელურ დასკვნებს ვაკეთებ. ასეთი რამ, ხშირად მემართება. მაგრამ, ფიქრი, ზოგადად, კარგია, უბრალოდ, სისულელეებზე ძალიან ბევრი ფიქრი არ არის კარგი. 

–  როცა რაღაც ცუდი ხდება შენს ცხოვრებაში, ასეთ დროს როგორ იქცევი? 

–  ამ ყველაფერს სახლში ვტოვებ და გარეთ რომ გავდივარ, არასდროს არაფერი მეტყობა. ამიტომაც ყველას ჰგონია, ყოველთვის კარგად ვარ, რადგან ვცდილობ, ჩემი ცუდი განწყობა თავს არავის მოვახვიო. როდესაც ცუდად ვარ,  ძირითადად, ჩემს მეგობრებს ებურღებათ ტვინი. თუმცა, ხშირად ჩემი მეგობარიც ვერ ხვდება, რომ ცუდად ვარ და დეპრესიული პერიოდი მაქვს, თუ მე თვითონ არ ვეტყვი – არ დავსვამ და არ მოვუყვები. სიმართლე რომ გითხრა, ეს მოყოლებიც დიდად არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ ესეც საჭიროა. ჩემი მეგობრებიც არ არიან შეჩვეულები ჩემს ცუდად ყოფნას. შეიძლება, ვთქვა: ცუდად ვარ, დეპრესია მაქვს, მაგრამ ეს სერიოზულად  ვერ აღიქვან, რადგან იციან ჩემი ხასიათი – შეიძლება, 15 წუთში ძალიან მაგარ ხასიათზე დავდგე – ცვალებადი, მძიმე ხასიათი მაქვს. ზოგჯერ თანაგრძნობაც კარგია, მაგრამ მე თვითონ ვარ „თვითგვემა“. 

–  ახალ წელთან დაკავშირებული განსაკუთრებული ტრადიციები გაქვს? 

–  სახლში, ჩვენთან, მოდიან თამრიკოსა და გიას მეგობრები, ერთად ვქეიფობთ დილამდე. ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, ადრე მეკვლეც ვიყავი. თუმცა, დიდი ხანია, უკვე ელიზბარია ჩვენი მეკვლე, მერე თოვლის ბაბუა მოდის. ჩემთვისაც მოჰქონდა ხოლმე დიდი ხნის განმავლობაში საჩუქრები. მჯეროდა, რომ ნამდვილად არსებობს თოვლის ბაბუა და ამაზე ისტერიკა მქონდა – 13 წლამდე ველოდებოდი, ვცდილობდი არ დამეძინა, დამენახა. თან, ყოველთვის მოჰქონდა ის, რაც მინდოდა. წერილებს არ ვწერდი, მაგრამ მაინც იგებდა  და ნაძვის ხის ქვეშ ტოვებდა. ძალიან მიყვარს ახალი წელი, მაგრამ უფრო მიყვარს, როცა თოვლი მოდის. წელს ძალიან მინდა, თოვლში ვიყო, სადმე სახლის გარეთ. სურვილების ასრულებისაც მჯერა – შარშან რაც ჩავიფიქრე, ამისრულდა. ყველას დავაწერინე სურვილები. მერე დავწვით, შამპანურში ჩავყარეთ და დავლიეთ. ოღონდ ზუსტად უნდა გაარტყა – 12 საათს, ისე არ აგისრულდება. წელსაც იქნებ მოვასწრო სურვილის ჩაფიქრება.

–  დაბოლოს, მითხარი: რუსკას პირად ცხოვრებაში რა ხდება: ამჟამად მარტოა  თუ შეყვარებულია? 

–  მხოლოდ ერთ წინადადებას ვიტყვი: მარტო არ ვარ, შეყვარებული ვარ.

 

скачать dle 11.3