კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეინტეგრაციული საჩუქარი

სიურპრიზი „გამარჯვებულისთვის“

 

მართალია, მთელი ცივილიზებული დასავლური პოლიტელიტისთვის უკვე ცნობილია მისი შინაარსი, თუმცა, საქართველოს მოქალაქეები თავიანთ სახლმწიფო ენაზე ევროკომისიის მიერ 2008 წლის ომის შეფასების დოკუმენტს მხოლოდ ახალ, 2014 წელს წაიკითხავენ.

იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, თავის დროზე, „თელასსა“ და ამერიკულ „ეი ი ეს კოპრორაციას“ შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების რატიფიცირება ისე მოახდინა საქართველოს პარლამენტმა, რომ ქართულ ენაზე ტექსტი ბუნებაში არ არსებობდა, ეგრეთ წოდებული ტალიავინის კომისიის დასკვნის ამბავიც სავსებით ბუნებრივად ჯდება ჩვენს ცხოვრებაში.

ყოველ შემთხვევაში,  რეინტეგრაციის სამინისტრო გვპირდება, რომ თარგმანზე მუშაობენ და, როდესაც ჩააკორექტირ-დაადარებენ, დედანს თავიანთ საიტზეც გამოფენენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მისი დაწვრილებით და ზუსტად გაცნობის საშუალება ჰქონდეთ.

თუ გავიხსენებთ, რომ ხსენებული დასკვნა ხსენებულმა ევროკომისიამ 2009 წლის 30 სექტემბერს გამოაქვეყნა (სხვათა შორის, ოფიციალურად ის არც რუსულადაა თარგმნილი), თანაც, დავამატებთ, რომ დასკვნის ინტერპრეტაცია განსხვავებული არა მხოლოდ რუს და ქართველ პოლიტიკოსებს, თვით ქართულ წიაღში მყოფ პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ, სავსებით გასაგებია, რატომ არ იზრუნა წინა ხელისუფლებამ ქართულად მის ოფიციალურად თარგმნაზე.

ასე რომ, სიურპრიზი არა მხოლოდ ოდენ სახელმწიფო ენის მცოდნე საქართველოს მოქალაქეებს ელით, არამედ – 2008-ში „გამარჯვებულებსაც“. 

 

скачать dle 11.3