კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაარქვეს მეგრელებმა ბავშვს „დენ ტრაურა“

თენგიზ ჩანტლაძის თეატრში მოღვაწეობის დროს (მსახიობი გახლდით) ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ნუგზარ ტიბუამ სამეგრელოში წამიყვანა 80 წელს გადაცილებული მეზობლის, გვანჯი თოდუას გასვენებაში. 

ახლებური წესის მიხედვით, ქელეხი მიცვალებულის ბოლო სამყოფელში „დაბინავების“ შემდეგ გაშლილ სეფაში გამართეს. მეგრელების სტუმარმასპინძლობა მსოფლიოშია ცნობილი, ლხინისა თუ ჭირის სუფრა ხომ – სანიმუშო და სანაქებო.

ამ შემთხვევაშიც ასე იყო.

გარბის და გამორბის დიდი და პატარა. სუფრას მომსახურება უნდა, მილეთის ხალხია თავმოყრილი.

„ასაბიაზე“ (მოუპატიჟებლად, მოპატიჟებულთა მომყოლ ხალხს ჰქვია) მოსული გასათხოვარი გოგოებიც მორცხვად კეკლუცობენ შიგადაშიგ. ერთი, წარმოსადეგი, მაღალ-მაღალი, 70 წელს მიტანებული ბერბიჭა კაციც მარჯვედ გარბი-გამორბის, სუფრას ემსახურება. აედევნა ამ კაცს პატარა ბიჭი, ასე 6-7 წლის და უყვირის.

– ტაურა ბიძია! ტაურა ბიძია! შარვლის ზმეიკა გაქ შეხსნილი!

ტაურას არ სცალია ბავშვისთვის, გულმოდგინედ და პატიოსნად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ, ბიჭი არ ეშვება, იქიდან აქეთ გამოქცეულს ეწევა და:

– დეტაურა ბიძია, დეტაურა ბიძია, შარვლის ზმეიკა გაქ შეხსნილი!

„ასაბიაზე“ მოსულმა წამჭკნარმა საპატარძლოებმა ყურები ცქვიტეს ბავშვის ამ გულუბრყვილოდ წამოსროლილ ფრაზებზე.

– დეტაურა ბიძია... შარვალი!

ჩვენ კი ვდგავართ და სიგარეტს ვაბოლებთ. უნდა მიგვიწვიონ, ისე ხომ არ ვეცემით მაგიდას, მერე რა, რომ გვშია და შორიდან ჩამოვედით. ვაბოლებთ და ვართ... მშვიდად ვათვალიერებ იქაურობას და ცალი ყური (ძალიან მაკვარანცხი პროფესიის ვარ) იქით მაქვს. არც შევმცდარვარ.

მოულოდნელად, ერთმა დაინტერესებულმა „წინანდლის ოდნავ შემჭკნარმა ვარდმა“ ბიჭი ხელით გააჩერა:

– ბიჭო, ბიჭო, ეს დეტაურა ბიძია ცოლიანია?

– ახლა არა, მეექვსე ცოლი მოუკვდა მაგას, იზოლდა ბიცოლა, – თავი ჩაღუნა ბავშვმა.

ცნობისმოყვარეობა მეც მახრჩობს. ჩემი დამპატიჟებელი ნუგზარ ტიბუაც მომიახლოვდა, მკლავში ხელი გამომდო და მაგიდისკენ მივყავარ.

– ნუგზარ, – ვეკითხები, – რომ გადარია ეს ქალები ამ დეტაურა  კაცმა, ამიხსენი ერთი, რატომ დაარქვეს ასეთი სახელი, რა, კაზანოვაა თუ ექვსი ცოლის გამსტუმრებელი მაჩო?

– რა და, – მიხსნის ნუგზარი, – სტალინი რომ გარდაიცვალა, იმ დღეს დაიბადა ეგ უტვინო და, მეგრელების ამბავი არ იცი? სახელად დაარქვეს „დენ ტრაურა“. მერე გაცვდა, სიტყვა და, ახლა „დენ ტრაურას“ მაგივრად „დეტაურას,“ ხან კი – ტაურას ეძახიან. ზარმაცები ვართ ქართველები, ყველაფრის გაიოლება გვიყვარს... 

ვინ შეუკრავდა „ზმეიკას“ დეტაურა ბიძიას?!

 

 

скачать dle 11.3