ანეკდოტები
ოცდაათს გადასცდით და ჯერ ცხოვრებაში არაფრისთვის მიგიღწევიათ? ესე იგი, თქვენ წესიერი და პატიოსანი ადამიანი ხართ!
***
– ექიმო‚ უკვე სამი წელია, ერთად ვცხოვრობთ‚ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს‚ თითქოს არაფერი გვაკლია‚ მაგრამ შვილი არ გვიჩნდება. იმიტომ ხომ არა‚ რომ მე ქერა ვარ და ეს კიდევ – შავკანიანი?
– არა‚ ორივე ბიჭი რომ ხართ‚ იმიტომ...
***
– მინდა, ჩემი შვილი‚ ვანუა‚ იდიოტი გამოვიდეს?
– რათა‚ კაცო?
– რა ვი‚ ჯო... კარგ სახლ დაინახამენ‚ იძახიან‚ რა სახლი აქვს ამ იდიოტსო... კარგი მანქანა ჩაივლის – რა მანქანა დაურტყამს ამ იდიოტსო...
***
ხელფასი ნარკოტიკია:
– ხელფასის გაცემის დღეს განწყობა მაღლდება;
– თუ ხელფასი ერთხელ მაინც აიღეთ‚ იწვევს დამოკიდებულებას – უკვე ვეღარ გაძლებთ უხელფასოდ;
– თუ ხელფასი იგვიანებს‚ განწყობა გიფუჭდებათ‚ მთელი ქვეყანა მუქ ფერებში გეჩვენებათ;
– თუ რაიმე მიზეზის გამო ხელფასის „დოზა“ გაიზარდა‚ ეიფორია ძლიერდება;
– ხელფასის ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში‚ ჩნდება მისი დოზის რეგულარულად გაზრდის მოთხოვნილება...
***
ზოგიერთი ქალის სახეზე‚ მხოლოდ ერთი რამე შეიძლება წაიკითხოთ: „ფრთხილად‚ შეღებილია!“
***
– ბავშვებო‚ დღეს ჩვენ ვისწავლით ზმნის უღლებას. მაგალითად‚ სანდრო‚ დავუშვათ, შენ მღერი. რას იტყვი‚ რას შვრები?
– მე ვმღერი.
– სწორია. თუ შენი და მღერის‚ მაშინ‚ რას იტყვი?
– ხმა ჩაიწყვიტე‚ გოგო!
***
ქმარი აფთიაქში პრეზერვატივების საყიდლად შედის.
– ორი პიპეტიც გამოაყოლე‚ – დააბარა ცოლმა.
დაბრუნდა ქმარი სულ გაწითლებული‚ გაბრაზებული.
– არასდროს აღარ შევალ ამ აფთიაქში – პრეზერვატივები მოვითხოვე, არა გვაქვსო‚ მერე ორი პიპეტი მომეცით-მეთქი და... ისეთი სიცილი დამაყარეს.
***
– მასწ... გუშინ სახლში ოთხი მკვდარი ბუზი ვიპოვე – ორი მამალი‚ ორიც დედალი.
– და როგორ გაარკვიე მათი სქესი?
– ორი ლუდის ბოთლზე იყო მიკრული‚ ორი – სარკეზე.
***
– აბა‚ ბავშვებო‚ მითხარით‚ რა მოგწონთ ჩემი და გეტყვით‚ ვინ რა გამოხვალთ...
– მე თქვენი თმა მომწონს‚ მასწ...
– ესე იგი‚ პარიკმახერი გამოხვალ.
– მე თქვენი სახის კანი...
– ესე იგი‚ კოსმეტოლოგი იქნები.
– მე ყველაზე მეტად თქვენი კბილები მომწონს...
– შენთანაც ყველაფერი გარკვეულია‚ სტომატოლოგი იქნები. სანდრო‚ შენ რატომ არ იღებ ხმას?
– გასაგებია‚ მასწ... მე მწველავი გამოვალ...
***
ლიფტში ახალგაზრდა მამაკაცი მახინჯ ქალთან ერთად მოხვდა.
– თუ კოცნას დააპირებ‚ იცოდე‚ ვიკივლებ... – აფრთხილებს ქალი.
– მეც...
***
ტურისტის ესემესი ეგზოტიკური ქვეყნიდან:
„ყველაფერი ნორმალურად მიდის: ზღვაში ზვიგენებია‚ ხმელეთზე – ნიანგები. ვსხედვართ ხეებზე. ერთი ეს არის‚ მგონი, მაიმუნები არიან ატეხილები“...
***
ორი მამაკაცი სვამს. უცბად ერთი გულახდილობის ხასიათზე დადგა:
– გახსოვს წინა კვარტალში საყვედური რომ გამოგიცხადეს?
– მახსოვს.
– ეს მე ჩავაწვეთე...
– პრემიაც რომ ყველას მისცეს და შენ არა‚ გახსოვს...
– კი...
– მაშინაც მე ჩავაწვეთე...
– სექტემბრის თვიდან რომ ხელფასი დაგაკლეს?
– ეგეც მახსოვს...
– ეგეც მე ჩავაწვეთე...
– შენ თუ გახსოვს‚ ორი წლის წინ შენმა ცოლმა ბიჭი რომ გააჩინა?! ის მე ჩავაწვეთე...
***
მიხო და მარო ქალაქიდან ბრუნდებიან. გზად რესტორანს ჩაუარეს.
– ხომ არ შევსულიყავით‚ სოფელში დავიქადნებ‚ ქმარმა რესტორანში დამპატიჟა-მეთქი‚ მაყვალაი გულ გავუხეთქამ‚ – შეეხვეწა მარო.
შევიდნენ‚ ისადილეს... განაგრძეს გზა. სოფელში უნდა შევიდნენ და...
– ვაი‚ მამიკვდეს თავი‚ რესტორანში აჩკები დამრჩა! მოატრიალე...
– უჰ‚ შე სკლეროზიანო ქათამო‚ შენი... – მოაყოლა მიხომ ხუთსართულიანი გინებები... რესტორნამდე არ გაჩუმებულა‚ ალბომიდან არც ერთი ნათესავი არ გამორჩენია... გადავიდა მარო მანქანიდან‚ რესტორნის კარში უნდა შევიდეს და მიხო ეძახის:
– რახან მანდა ხაარ‚ ბარემ ჩემი ქუდი და ბლოკნოტიც წამააყოლე...
***
მიხო კვდება. მოიხმო ცოლი და ეუბნება.
– მარო‚ შემისრულებ უკანასკნელ თხოვნას?
– მა‚ რას ვიზამ, მიხო...
– შემპირდი‚ რომა წლისთავ რო გადამიხდიან‚ მიტუას გაჰყვები ცოლადა...
– შენ არ ამბობდი, მიტუა შავი დღესავით მეჯავრებაო...
– მეჯავრება და მერე როგორა...
***
– შალიკია‚ ბოშო‚ ვერაფერი გევიგე‚ რა გონია ამ ნაზიკიას‚ ამ ქალაქის ბინაში ბოსტანი მაქ თუ... წუხელ შუაღამისას ღამისპერანგისამარა შემოვიდა ცხრაჯერ – ხან ხახვი უნდოდა‚ ხან კარტოფილი‚ ხან მწვანილი...
***
კარგი დედა ბავშვს კრემს აალოკინებს‚ ძალიან კარგი კი – ჯერ მიქსერს გამორთავს.
***
ხანშიშესული ცოლ-ქმარი. ხედავს ცოლი‚ კაცმა ვიაგრის ტაბლეტს მეოთხედი მოატეხა და პირში ჩაიდო.
– რას აკეთებ‚ მთლიანად უნდა დალიო...
– იქნებ მე მხოლოდ კოცნა მინდა?!