მხოლოდ ფაქტები
* არსებობს ამერიკული ინფრაბგერითი იარაღი, რომლის მიერ გამოტყორცნილი ჰაერის სიხშირე 120 დეციჰერცია. იარაღით შესაძლებელია ადამიანზე ნერვულ-პარალიტიკური ზემოქმედების მოხდენა და მათი ზომბირებაც კი.
* ინდოეთში, ბენგალიის შტატში, წელიწადში 300 ადამიანი ხდება ვეფხვის მსხვერპლი.
* ელინელმა მოსამართლეებმა, რადგან ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს მშვიდობა დაარღვია, სპარტა ოლიმპიურ თამაშებს ჩამოაშორეს.
* ინგლისის დედოფლის, ვიქტორიას სახელი ჰქვია აფრიკის როგორც უდიდეს ჩანჩქერს, ასევე, უდიდეს ტბას.
* 1999 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შეწყდა ურთიერთობა მორზეს ანბანის საშუალებით, რადგან, უკვე სავსებით საკმარისი იყო რადიო-სატელეფონო კავშირი გემებსა და საზღვაო პორტებს შორის.
* მსოფლიოს ქვეყნების მესამედში საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოების ძაბვა 220 ვოლტის ნაცვლად 127 ვოლტია.
* დედამიწაზე პირველი მილიარდერი, ვისი ქონებაც 1 მილიარდ დოლარზე მეტი იყო, გახლდათ ნავთობმაგნატი ნელსონ როკფელერი.
* ლონდონის გეოლოგიურ მუზეუმში სპეციალური პლატფორმაა. მასზე მდგარ დამთვალიერებლებს მიწისძვრის ეფექტის შეგრძნება შეუძლიათ.
* საქართველოში პირველი რკინიგზა აშენდა 1871-72 წლებში. ეს იყო მონაკვეთი ფოთი-ყვირილა (ზესტაფონი).
* კატებს კნავილი მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ, საკუთარ „ძმებს“ სხვაგვარად „ესაუბრებიან“.
* შოკოლადის ერთი ფილით ადამიანი 616 კილოკალორიას იღებს. ამ ენერგიის დასახარჯავად მას 2 საათისა და 28 წუთის განმავლობაში „ვალსის” ცეკვა ან 6 საათისა და 11 წუთის განმავლობაში... კოცნა დასჭირდება.