ბრძნული აზრები
აბუ ფარჯი: ვინ შეიძლება ჭკვიან კაცად მივიჩნიოთ? ის, ვინც ისეთი მიზნისკენ მიისწრაფვის, რომლის ასრულებაც შეიძლება.
გოეთე: მაღალი მიზნები, თუნდაც შეუსრულებელნი, ჩვენთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე მდაბალი მიზნები, თუნდაც ისინი აღსრულებულნიც იყოს.
ფრედ ალენი: იურისპრუდენცია ისე კარგად ვისწავლე, რომ, ხარისხის მოპოვების შემდეგ უნივერსიტეტს ვუჩივლე, საქმე მოვიგე და გადახდილი თანხა დავიბრუნე.
ფრენკ ზაპა: თუ სექსი გინდათ, უნივერსიტეტში წადით, თუ სწავლა გინდათ – ბიბლიოთეკაში.
ფოქსი: მაგალითი ათჯერ უფრო სასარგებლოა, ვიდრე წესდება.
როლფსი: დუმილი ოქროა? ოქრო კახპაა.
ჩეხოვი: თუ გსურს, ცოტა დრო გქონდეს, ნურაფერს გააკეთებ.
ლაბულე: არაფერი გადადო ხვალისთვის – ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლოება იმ ადამიანისა, ვინც დროის ფასი გაიგო.
ებნერ ეშენბახი: პატარა ადამიანთა დიდებას წარმატება ჰქვია.
ემერსონი: დიდება იმის დასტურია, რომ ადამიანები ყველაფერს ადვილად იჯერებენ.
ქეი ქალესი: შვილებს ისე მოეპყარი, როგორც ამას შენი შვილებისგან მოელი.
შოუ: გულწრფელობა კარგი ყოფაქცევის მწვერვალია.
ისო ზირაქი: ნუ გაუხსნი შენს გულს ყოველ გამვლელს.
ლობერგერი: გმირობა არის შეგნებული დაძლევა შიშისა.
ინგერსოლი: როდესაც ნებისყოფა დაძლევს შიშს, მოვალეობის შეგნება დაამსხვრევს ბედის მარწუხებს, ღირსების გრძნობა არად ჩააგდებს სიკვდილს – ეს იქნება გმირობა.
შენიე: გემოვნება სხვა არაფერია, თუ არა დახვეწილი და ჯანსაღი გონება ადამიანისა.
ნოვალისი: ბავშვი ხილულად ქცეული სიყვარულია.
როზეგერი: ბავშვი წიგნია, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ და ჩვენვე უნდა დავწეროთ.
ტოლსტოი: აღმზრდელმა ღრმად უნდა იცოდეს ცხოვრება, რათა მისთვის მოამზადოს სხვები.
შპრანგერი: აღზრდის მთელი დანიშნულება არის მხოლოდ ხელის შეშველება თვითაღზრდისთვის.
ვოვენარგი: უქმად ყოფნა უფრო გვღლის, ვიდრე შრომა.
ლინგი: უმეცრება ნებაყოფლობითი უბედურებაა.
ლაბრუიერი: უფრო ქებულს ვაქებთ ხოლმე, ვიდრე ქების ღირსს.
დანინო: ცინიკოსებს ვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც ხმამაღლა ამბობენ იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ.
დისტერვეგი: მცდარი ცოდნა უარესია, ვიდრე არცოდნა.
მორუა: ქალები გასაოცარ ოსტატობას იჩენენ ტყუილის თქმაში, საყვარელი მამაკაცის ნათქვამში კი მას წამში ამჩნევენ.
ჩესტერტონი: ამქვეყნად სამი რამ არსებობს, რაც ქალებს არ ესმით: თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა.