კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „ჰონდა ფიტი”, ვარიატორის გადაცემათა კოლოფით. მაინტერესებს, დილით რა დრო სჭირდება ძრავას გახურებას. ამინთო ABS-მა, შევცვალე „დატჩიკი”, ჩაქრა, მაგრამ, ერთ კვირაში ისევ აინთო. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და თუ შეიძლება ამ მდგომარეობაში ავტომობილის მოხმარება? გთხოვთ, დამიხასიათოთ ეს მოდელი ზოგადად – დადებითი და უარყოფითი მხარეებით.

პასუხი: ჩვენს რუბრიკაში ძალიან ბევრი თემა გვქონია და ბევრი კითხვისთვის გვიპასუხია, რომ ძრავას, არც ერთ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გამართულად მუშაობს, გახურება არ სჭირდება. ავტომობილის დაქოქვიდან მაქსიმუმ ხუთი წამია საჭირო იმისთვის, რომ ზეთმა ვარიატორის სისტემა შეზეთოს, ბერკეტი დე-ში ჩააგდოთ და დაიძრათ. რაც შეეხება, ABS სისტემას, ის კომპიუტერზე უნდა შეამოწმოთ. შესაძლოა, გადამცემი ისევ დაიწვა, ან, საერთოდ არ იყოს გადამცემის ბრალი და ის პატარა ნაწილი იყოს დაზიანებული ან დასვრილი, საიდანაც გადამცემი, ეგრეთ წოდებული „დატჩიკი” ინფორმაციას იღებს. „დატჩიკის” ხედვის არეში არის პატარა დაზოლილი მბრუნავი ნაწილი, რომელიც ან ამოგლესილია ჭუჭყით, ან ფეხი აქვს მოტეხილი, ან, უბრალოდ, ძალიან შორს არის თვითონ გადამცემიდან. ეს ყველაფერი აუცილებლად კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე უნდა გადამოწმდეს. „აბეესის” გარეშე მანქანით გადაადგილება შესაძლებელია, ოღონდ, თქვენ არ გექნებათ მუხრუჭის ანტიბლოკირებადი სისტემა და იხმართ ჩვეულებრივ, ტრადიციულ მუხრუჭს. ბოლოს, რაც შეეხება თვითონ „ჰონდა ფიტს”, ამ ავტომობილის დადებითი და უარყოფითი მხარე თვითონ ვარიატორია. „ფიტი” საკმაოდ მჩატე ავტომობილია, შესაბამისად, მის ვარიატორს დიდი ჯაფა არ ადგება და დიდხანს ძლებს. როგორც გითხარით, უარყოფითი მხარეც ვარიატორია, რადგან, მას ძალიან სკურპულოზური მოვლა სჭირდება, რაც საქართველოში ახალი ხილია და მისი ასეთი მოვლა უჭირთ. თუ გინდათ, მას პრობლემები არ შეექმნას და მთლიანად გამოსაცვლელი არ გაგიხდეთ, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვარიატორში ზეთი ყოველ გავლილ ორმოცი ათას კილომეტრზე შეცვალეთ, ოღონდ, ზეთი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „მინი კუპერი”. ამ ბოლო დროს დაიწყო მაღალ ბრუნებზე მუშაობა. ხელოსანმა ყველა სისტემაში შემავალი მილები შეამოწმა, რადგან, დიაგნოზი დასვა, რომ სისტემაში ჰაერი იპარებოდა და ეს იყო ბრუნების მომატების გამომწვევი. სამწუხაროდ, ვერც ერთი ნაპრალი ვერ აღმოვაჩინეთ და ისე გამომიშვა, რომ პრობლემა ვერ ამოვწურეთ. რა შეიძლება კიდევ იყოს მაღალ ბრუნებზე მუშაობის მიზეზი?

პასუხი: მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, გააჩნია ავტომობილი რა სისტემითაა აღჭურვილი. ეს შეიძლება იყოს როგორც ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი”, ანუ შედინებული ჰაერის ნაკადის გამზომი, რომელიც დაზიანდა; შემშვებ კოლექტორზე დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული „დროსელი,” ანუ, სარქველი, რომელიც გაზზე ფეხის მიჭერასთან ერთად მოდის მოქმედებაში. შეიძლება, ის გაზზე ფეხის მიჭერის დროს ბოლომდე არ იკეტება და ჰაერს აპარებს. „დროსელში” რამდენიმე მილი და სარეგულირო მოწყობილობა შედის, რომელსაც, შესაძლოა, დაზიანებული აქვს დამცავი რეზინები ან საფენები და აქედან ხდება „უცხო” ჰაერის ჩადინება. ჯამში, გარედან ჩადინებული ნებისმიერი ჰაერი ძრავასთვის ნიშნავს იმას, რომ თითქოს, რაღაც დოზით, გაზზე ფეხი გვაქვს მიჭერილი და, შესაბამისად, ბრუნებიც მაღალია. ვინაიდან ჰაერის ნებისმიერი ზემოხსენებული ჩადინების წყარო შეიძლება იყოს მერყევი, ასევე მერყევი და არასტაბილურია ძრავის მუშაობა. შესაბამისად, კომპიუტერიც ვერ საზღვრავს ჰაერისა და საწვავის ნარევის ზუსტ დოზას და ავტომობილი მეტი საწვავის მოხმარებას იწყებს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „სუზუკი გრანდ ვიტარა”, 1999 წლის. რამდენიმე დღის წინ მისი საჭე გახდა ძალიან რთულად დასამორჩილებელი – გამაგრდა. რაღაც ნაწილები გადავამოწმე და მწყობრშია, ჰიდრავლიკის ზეთი საჭის მექანიზმს არ აკლია. როგორც მეუბნებიან პრობლემა, სავარადუოდ, ჰიდრავლიკის ტუმბოდან მოდის. რას შეეძლო ამის გამოწვევა და როგორ ავიცილო მომავალში ეს პრობლემა?

პასუხი: თუ ჰიდრავლიკის ზეთი გადაამოწმეთ, მაშინ, პრობლემა იქმენა ორი მიზეზით: პირველი, რომ ტუმბო არ ქმნის სათანადო წნევას და, მეორე, რომ თვითონ საჭის მექანიზმია გაფუჭებული. შესაძლოა, ასევე იყოს მესამე, ყველაზე უცნაური მიზეზი – საჭის ღვედი ხომ არ არის გადამძვრალი, ამიტომ, გადაამოწმეთ, თუმცა, ამის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ სისტემა უკვე გასინჯეთ და ნახეთ, რომ ტუმბო საკმარის წნევას არ ქმნის საჭის მექანიზმში, ის უნდა გამოცვალოთ, მისი შეკეთება არაფერს მოგცემთ. რაც შეეხება ამ დაზიანების თავიდან აცილებას, დაზიანების თავიდან აცილების მექანიზმი არ არსებობს, რადგან, ამ ნაწილს სპეციალური მოვლა არ სჭირდება. თუ გაფუჭდა, ესე იგი, გაფუჭდა. ერთადერთი, რითაც შეგიძლიათ საჭის სისტემას, მათ შორის ტუმბოს მოუაროთ, არის ის, რომ ბოლომდე მოხვეული საჭე კიდევ არ მოატრიალოთ, რასაც, ზოგადად, ძალიან ბევრი მძღოლი აკეთებს. 

კითხვა: მაინტერესებს, რომელ ავტომობილზე გავაკეთო არჩევანი – „ჰონდა აკორდზე” თუ „ტოიოტა ქამრიზე”? კლასით ეს ავტომობილები თითქოს ერთია, მაგრამ, „აკორდი” უფრო ძვირი ღირს და, იქნებ ამიხსნათ, რატომ?

პასუხი: ყველგან, მთელ მსოფლიოში, „ჰონდა აკორდის” ახალი მოდელი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე „ტოიოტა ქამრი”. კლიენტებს ამის გამო გარკვეული პრეტენზიები აქვთ, რადგან, ეძვირებათ. მათ კარგად იციან, „ტოიოტას” შესაძლებლობები და ვერ გარკვეულან, თუ რატომ უნდა გადაიხადონ „აკორდში” მეტი. ერთ ძალიან მარტივ მიზეზს გეტყვით: „ტოიოტა” უშვებს იმდენ მოდელს, რამდენის შეძენის მსურველიც ჰყავთ. „ჰონდა” კი, მიუხედავად უზარმაზარი წარმოებისა, ვერ უშვებს იმდენ ავტომობილს, რამდენი მყიდველიც ჰყავს, ერთი ძირითადი მიზეზის გამო: „ჰონდას” ხარისხი გაცილებით ჯობია „ტოიოტას” ხარისხს. ეს მანქანა თითქმის არასდროს ფუჭდება, აქვს გაცილებით უკეთესი დიზაინი და უფრო მეტად კომფორტულია. მართვადობა, მანევრი, ავტომობილით მანიპულირება და ბევრი წვრილმანი ნიუანსი „ჰონდაში“ გაცილებით უკეთესია. ის ფსიქოლოგიურ დონეზეც უკეთესად არის დამუშავებული. რატომ გრძნობთ თავს კარგად „აკორდში” ჩაჯდომისთანავე, ვერ მიხვდებით, ამდენ ნიუანსს არ დააკვირდებით, თუმცა, იმ წუთში იგრძნობთ, რომ ის თქვენთვისაა შექმნილი. 

 

 

скачать dle 11.3