კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორი ტენიანობა მოსწონს ორქიდეას?

პასუხი: ორქიდეას მაღალი ტენიანობა უყვარს. რეგულარულად იდგეს სველკენჭებიან ლანგარზე და ხშირად დანამეთ. მას მომყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქით მორწყვა სჭირდება. ზაფხულში გრილ კლიმატში გარეთ გაიტანეთ და კარგად განათებულ, გადახურულ ადგილას დადგით.

კითხვა: ზამთრის პერიოდში რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ანანასი?

პასუხი: ზამთარში მისი მინიმალური ტემპერატურა 16 გრადუსია. ის სითბოს მოყვარული მცენარეა. ანანასს დასვენების პერიოდი არ აქვს, ამიტომ, განათებაც მთელი წლის განმავლობაში სჭირდება და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ წელიწადის სწორედ ამ დროს, რათა, მცენარეს არ შესცივდეს.

კითხვა: ასპარაგუსს ფოთლები გაუყავისფრდა, რის ბრალია?

პასუხი: ალბათ, მიწა ძალიან გამოაშრეთ. მართალია, ამ მცენარეს ზაფხულში უფრო მეტი ტენი და მორწყვა სჭირდება, მაგრამ, ზამთარშიც არ უნდა მოაკლოთ წყალი საგრძნობლად, ანუ, ნიადაგი ბოლომდე არ გამოუშროთ. ფოთლების გაყვითლება სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა. შეეცადეთ, ცოტა მეტი რაოდენობით მიაწოდოთ წყალი. 

კითხვა: როდის გადავრგა კალადიუმი?

პასუხი: ეს მცენარე ბოლქვიდან ამოდის და შემოდგომით იძინებს. ბოლქვები ბნელსა და ტენიან ადგილას გამოაზამთრეთ, დაახლოებით, 16 გრადუსზე. გაზაფხულზე უკვე შეგიძლიათ, გადარგოთ და 20-22 გრადუსზე დადგათ. კალადიუმის ჯიშებს შორის ყველაზე იოლი მოსავლელია წითელ-მწვანე კალადიუმი.

კითხვა: როდის ვაყვავილო სპატიფილუმი?

პასუხი: სპატიფილუმს მაღალი ტენიანობა მოსწონს. ის მუდმივად არ ყვავის, მაგრამ, თუ ზამთრობით შუქი არ მოაკლდება, გაზაფხულზე ბევრი ყვავილით დაგატკბობთ. ამიტომ, შეუქმენით სათანადო პირობები და, თქვენმა მცენარემ, შეიძლება, წლის განმავლობაში რამდენჯერმეც იყვავილოს.

კითხვა: ბინაში მაქვს სპარმანია, რომელმაც ფორმა შეიცვალა და დაუშნოვდა. როგორ გავალამაზო?

პასუხი: მცენარე კარგად უნდა გასხლათ და შემდეგ გადარგოთ, მაგრამ, ამის გაკეთება არ შეიძლება ზამთრის პერიოდში. სპარმანიას გადარგვა სასურველია გაზაფხულზე – ამით მცენარეს კომპაქტურს გახდით და სიჯანსაღესაც შეუნარჩუნებთ. სპარმანია ინტენსიურად იზრდება და ხშირად დასჭირდება გასხვლა.

 

 

скачать dle 11.3