რა მოხდა ამ დღეს
23 დეკემბერი
1888 – ვინსენტ ვან გოგმა საფრანგეთის ქალაქ არლიში ნერვული შეტევის ნიადაგზე მოიჭრა მარცხენა ყური.
1947 – ამერიკელმა მეცნიერებმა: უილიამ შოლკმა, უოლტერ ბრატტეინმა და ჯონ ბარდინმა შექმნეს პირველი ტრანზისტორი.
1953 – დახვრიტეს ლავრენტი ბერია.
24 დეკემბერი
1726 – სამხრეთ ამერიკაში დაარსდა ქალაქი სან-ფელიპე-ი-სანტიაგო დე მონტევიდეო (ურუგვაის ამჟამინდელი დედაქალაქი).
1866 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა რასისტული ორგანიზაცია „კუ-კლუკს-კლანი“.
1871 – ქაიროში შედგა ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდას“ პრემიერა.
1906 – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ტრანტ როკში ფესენდენმა პირველად გადასცა რადიოთი მუსიკალური ნაწარმოები.
25 დეკემბერი
336 – პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შობის დღესასწაული რომის იმპერიაში.
1066 – უილიამ დამპყრობელი გახდა ინგლისის მეფე, ინგლისში დამკვიდრდა ნორმანთა დინასტია.
1989 – ნიკოლაი და ელენე ჩაუშესკუების დახვრეტა რუმინეთში.
1991 – საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა მიხაილ გორბაჩოვი.
26 დეკემბერი
1606 – ლონდონში პირველად დაიდგა უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“.
1825 – დეკაბრისტების უიღბლო აჯანყება სანკტ-პეტერბურგში.
1865 – ჯეიმს მეისონმა გამოიგონა ჩაიდანი ცხაურით.
1946 – ლას-ვეგასში გაიხსნა პირველი სამორინე „ფლამინგო“.
27 დეკემბერი
1871 – ლონდონში, „ბროლის სასახლეში,“ გაიხსნა კატების პირველი გამოფენა მსოფლიოში.
1979 – რუსებმა მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება ავღანეთში.
28 დეკემბერი
418 – რომის პაპმა, ბონიფაციუსმა პირველმა, რომის მღვდელთმთავართაგან თავი გამოაცხადა ყველა ქრისტიანის სულიერ მამად.
1869 – უილიამ ფინლი სემპლმა მიიღო პატენტი საღეჭ რეზინზე.
1895 – კინემატოგრაფიის დაბადების დღე. ამ დღეს ძმებმა ლუმიერებმა პარიზში წარმოადგინეს ფილმი – „მატარებლის შემოსვლა სადგურზე“.
1908 – სიცილიაში ძლიერმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ქალაქი მესინა.
1973 – პარიზში გამოქვეყნდა სოლჟენიცინის „არქიპელაგი გულაგი“.
29 დეკემბერი
1845 – ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაპყრობის შემდეგ, ტეხასი გახდა ამერიკის 28-ე შტატი.
1941 – მოხდა ლონდონის დიდი დაბომბვა გერმანული ავიაციის მიერ.
1963 – გაზეთ „სანდი თაიმსის“ ჟურნალისტმა, რიჩარდ ბაკლმა, ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის უწოდა „უდიდესი კომპოზიტორები ბეთჰოვენის შემდეგ“.