კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებდა ჟერარ დეპარდიეს ვენახებში კახა ბაკურაძე და როგორ გაიცნეს ერთამნეთი მან და პატრიცია კაასმა

„თეატრებს, სადაც მოძრაობის ენაზე ჰყვებიან ისტორიებს, არა აქვს წარსული და მომავალი, რადგან  ჩვეულებრივი  თეატრებისგან განსხვავებით, არასოდეს შემოდიან და გადიან, მოდიდან,” – ჟან კოკტო. 

მსახიობსა და რეჟისორს, კახა ბაკურაძეს  მაყურებელი სერიალ „ცხელი ძაღლიდან”, კოშკას როლით იცნობს.  ის „მოძრაობის თეატრის” დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც  დრამის, მიმოდრამის, მოძრაობისა და ფიზიკური თეატრის ჟანრს,  საბალეტო, საბრძოლო და საცირკო ხელოვნებას წარმოადგენს. „მოძრაობის თეატრი” მაყურებელს არ ელის, ის თავად მიდის მასთან. თუ გინდა, შენს საყვარელ ადამიანს ან შენს ქუჩას ზეიმი მოუწყო, გადაიხადე და ზეიმიც იქნება,” – ამბობს კახა. 

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრი” წლევანდელ „ნიჭიერში” იღებდა მონაწილეობას. ყვითელი ფერის კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობების ყოფილი სასტუმრო „აჭარის” სახურავიდან, დაახლოებით 76 მეტრის სიმაღლიდან ორიგინალურად დაშვება, მართლაც რომ შთამბეჭდავი სანახაობა იყო. 

– კახა, გვიამბეთ როგორ დაიბადა ამ თეატრის შექმნის იდეა და როგორ შენდებოდა ის?    

– ეს არის თვითმფრინავის ფარეხი, ეგრეთ წოდებული ანგარი. მაშინ, როდესაც ამას ვაკეთებდით, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა იყო ნული. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი წლების განმავლობაში ნაგროვები ნივთებია. ზოგიც გვაჩუქეს, ზოგი გვათხოვეს და მერე აღარ გამოგვართვეს, ზოგი კი ჯართში ვიპოვეთ. ამ ადგილას ხეივანი იყო, რომელიც დიდი ხნის წინ გახმა. პროექტით შევედით მერიის არქიტექტურულ სამსახურში და ეს ადგილი გამოგვიყვეს, რა თქმა უნდა, არენდით. მუშტაედის პარკში არ შეიძლება კაპიტალური მშენებლობა, ამიტომ დავდგით რკინა-მინის მსუბუქი კონსტრუქცია. მსუბუქი კონსტრუქცია კი, როგორც უკვე გითხარით, ჯართიდან,  სანაგვიდან წამოვიღეთ. დეკორაციის აწყობა და დაშლაც ვიცით, ამიტომ ამ საქმეს მარტივად მივუდექით, ავაწყვეთ დიდი დეკორაცია, რომელზეც ვითამაშებდით დანარჩენ ყველაფერს, რასაც კი მოვიფიქრებდით. ჩემთვის, ეს არის დიდი ხარაჩო, რომელზეც შემიძლია, ვითამაშო ყველანაირი სპექტაკლი – დრამატული თუ მიუზიკლები, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, ყველაფერს უნდა მოერგო, რასაც ცხოვრება გთავაზობს, შენ არავინ მოგერგება, თავიდან ქუჩის თეატრი გავხსენით. თუ შექსპირს დავუჯერებთ, ეს ცხოვრებაც თეატრია. ნებისმიერ ადგილას შეგიძლია, ითამაშო და თუ შენ არ მოდიხარ თეატრში, თეატრი მოვა შენთან.

– ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა – ქუჩის თეატრი არ არსებობს. მხოლოდ ტურისტს არ გაუკვირდება ასეთი სანახაობა, ქართველებს კი, ყველაფერი, რაც ჯერ არ არის ჩვენთან  დამკვიდრებული, გვიკვირს და იოლად ვერ ვეგუებით. როგორ გხვდებოდნენ?      

– იყო ცინიკური დამოკიდებულებაც, აგრესიულიც. მახსოვს იკითხეს: უცხოელები არიანო, არა, ქართველებიო, უპასუხა მეორემ. ა, ქართველები თუ არიან, ესე იგი მათხოვრები არიანო... ნეტა, ამათ საქმე არ აქვთო... და ასეთი ლაპარაკი იყო. მაშინ არ გვქონდა შენობა, ახლა გვაქვს. თუმცა, მაინც ვატარებთ ხოლმე ქუჩაშიც წარმოდგენებს, რადგან ეს არის ჩვენი შემოსავლის წყარო. თვითონ თუ არ შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება, სხვანაირად არაფერი გამოვა. 

– როგორც ვიცი, დიდი ხანი არ ცხოვრობდით საქართველოში.  გერმანიაში გქონდათ თქვენი „მიმოდრამის” თეატრი. რატომ დაბრუნდით, აქ ხომ ბევრად რთულია ხელოვანი ადამიანის ცხოვრება?   

– დიახ, დიდი ხანი ვცხოვრობდი გერმანიაში. რამდენიმე მეგობარი გამოვეყავით და წავედით გასტროლებზე. ამ გასტროლმა ათი წელი გასტანა. მერე, თვალის ტრამვა მივიღე სერიოზული, გადაღებებზე შემემთხვა. ერთი წელი არ შეიძლებოდა მუშაობა, როგორც გერმანელმა ექიმებმა მითხრეს. ტყუილად ხომ არ გავჩერდებოდი ვიღაცის კისერზე, იძულებული გავხდი, ჩამოვსულიყავი. რომ ჩამოვედი, აღარ წავედი. უბრალოდ, მივხვდი, რომ სახლში უფრო მეტი საშუალება მექნებოდა, ვიდრე იქ  მქონდა. თუმცა, არც იქ იყო ნაკლები საშუალებები. მე თეატრალური მაქვს დამთავრებული – სარეჟისორო, სამხატრო აკადემიაც დავამთავრე – დიზაინი-გამოყენებითი ხელოვნება. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ რეჟისორებს არ სცალიათ ჩვენთვის და თვითონ უნდა გავმხდარიყავი რეჟისორი. ერთი პერიოდი პარიზშიც ვსწავლობდი პანტომიმაზე. ერთი წლის მერე მივხვდი, რომ საკუთარი თეატრი უნდა გამეხსნა და დავიწყე ამაზე მუშაობა. აგერ უკვე 13 წელი გავიდა. ყველგან კარგია, მაგრამ სახლში ჯობია. ბავშობიდან ვოცნებობდი ამაზე. მეგობრები დამიდგნენ მხარში. 

–  თქვენი მსახიობები სულ ახლახან „ნიჭიერში” გამოვიდნენ და მართლაც ძალიან ლამაზი სანახაობა მოგვიწყეს. როგორ ემზადებოდით ამისთვის?   

– გავაკეთე სპექტაკლი, რომელშიც ყველაფერი ცოცვაზე იყო აგებული და მანდ მივხვდი, რომ მჭირდებოდა მეკლდეური-ექსტრემალი, რომელიც ამას გვასწავლიდა. ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ვიპოვნე გიორგი კომახიძე – ექსტრემალური ჯგუფ „კ 2-ის” პრეზიდენტი. ჩვენ უკვე ცამეტი წელია, ვთანამშრომლობთ და ვმეგობრობთ. გიორგიმ შემომთავაზა „ნიჭიერში” მიგვეღო მონაწილეობა. ამაზე იყო ჭიდაობა: არ მინდოდა, მაგრამ გიორგიმ გაიმარჯვა. ეს არ არის სპონტანურად გაკეთებული შოუ, ბევრი წლის შედეგია. ამას ბევრი მუშაობა, გამბედაობა, ნიჭი და მერე გიორგი კომახიძე სჭირდება. სიამღლის შიში იმდენად არ არსებობს, მთავარია, ზუსტად, ყურადღებით იყო, იცოდე, რას აკეთებ. გიორგიმ ზუსტად იცის, კვანძები სად უნდა იყოს, როგორ უნდა გაკეთდეს, რა სიმძიმე შეიძლება დაიკიდოს, ვინ უნდა დაუდგეს დაზღვევაზე და ასე შემდეგ. ჩვენ გარშემო იმდენი მთებია, სადაც გინდა აძვერი და ჩამოძვერი, მთავარია, სწორად გააკეთო, თორემ მოწყვეტილებიც ბევრი გვინახავს. ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, მაგრამ ხომ იცით – ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამსო. 

– დაშვების დროს, დარწმუნებული ვარ, ყველას თავბრუ ეხვეოდა.

– ერთი მსახიობი ცუდად გამიხდა, ერთი თოკზე გაითიშა.  წნევის ცვალებადობა სულ არის, მერე, უნდა იცოდე, რა ჭამო. სასურველია, გასვლის წინ საერთოდ არაფერი მიირთვა, მძიმე არ უნდა იყო, თორემ მერე ხელს შეგიშლის მოძრაობაში. ერთი ნაჭამი არ იყო, თან ღამენათევიც და ეს დამალა. რომ ჩამოვიდა, ფეხზე ვერ დადგა, დაეცა, მაგრამ დროულად ვუშველეთ... გამოსვლის წინ სულ ვიცავთ ამ პირობებს. 

– ყვითელი კოსტიუმები ვინ მოიფიქრა? 

– გვყავს მსახიობი, მხატვარი, რომელიც დეკორაციაზეც ზრუნავს. როგორც კი დადგა საკითხი, რას ჩაიცვამდნენ მსახიობები, მას მივანდე ეს საქმე. თან, გამოცდის მომენტიც იყო, რამდენად ლამაზი და პრაქტიკული იქნებოდა კოსტიუმები და მგონი, წარმატებით ჩააბარა მან ეს გამოცდა.

– ვიცი, უამრავ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, ბევრი ცნობილი ვარსკვლავიც გაიცანით, მაგალითად პატრიცია კაასი, ჟერარ დეპარდიე, დევიდ კოპერფილდი. მოგვიყევით ამაზეც.    

– ვთამაშობდი იმ სცენებზე, რომელზეც ისინი გამოდიოდნენ. რამდენჯერმე გვქონდა კიდეც ბედნიერება, მოვხვედრილიყავით იმ  „ტუსოვკებზე”, სადაც მათ ჰქონიათ საღამოები. ჟერარ დეპარდიესთან უფრო მეტი შეხება მქონდა, ვიდრე სხვებთან. მის თეატრში რამდენიმე სანახაობა დავდგი. უნიჭიერესი ადამიანია, მაგრამ ლოთი, სუფთა კომუნისტი. ბოლო წლებში იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული...  ერთხელ ისე დათვრა, რომ სტიუარდესას ტუალეტში ექაჩებოდა, კაცური აღვირახსნილობის მაგალითია. ქართველ კაცებს ეგ არ გაუკვირდებათ. ალკოჰოლი რომ დაიპყრობს, მერე ჭკუა აღარ მოეკითხება. გერმანულმა წარმომადგენლობამ „პეჟოს” რეკლამა გააკეთა სამჯერ, ჩვენ „მიმოდრამის” თეატრი მიგვიწვია სარეკლამო რგოლში გადასაღებად და მაშინ შევხვდით პატრიციას, იქ მღეროდა. მერე, პარიზში შევხვდით – ერთხელ კონცერტზე დაგვპატიჟეს და კიდევ სადღაც, ზუსტად აღარ მახსოვს. რომანი არ მქონია მასთან. იცით, რა მომენტია, რომ ამით ამაყი არ ვარ. არ არის საჭირო ტრაბახი, გარშემო ისედაც საკმარისად გვყავს „ტრიპაჩები.”   

– თქვენს ადგილას, ალბათ, ბევრი ისარგებლებდა ამ შემთხვევით და ჟერარ დეპარდიეს დაუმეგობრდებოდა. ისე, როგორი ტიპია ურთიერთობაში?          

– სულ თავის მამულშია, თავისი ვენახები აქვს, ღვინოს თვითონ წურავს, სუფრაც სულ გაშლილი აქვს. ეს ვარსკვლავები თითქმის ყოველდღე მასთან არიან, ჩვეულებრივად მეგობრობენ. ჩვენც, შეიძლება ითქვას, ვმეგობრობთ. რომ დამირეკავენ, ჩავდივარ. ჩემგან რაც უნდა, იმას ვაკეთებ, მერე თავისუფალი დრო რომ გვაქვს, ვქეიფობთ და უკან ვბრუნდებით. მე ვარ ის კაცი, ვისი ნამუშევრებებიც მას მოსწონს. 

– არ გიცდიათ მასთან ერთად გემუშავათ, რაღაც გაგეკეთებინათ?

– ძალიან ძნელია, დეპარდიეს რამე უკარნახო, ის თვითონ უკვეთავს „მუსიკას”. მე თუ რამეს გავაკეთებ, ჩემებთან ერთად გავაკეთებ. ჩაფიქრებული მაქვს, ერთი წრე კიდევ დავარტყა ამ პლანეტას, ვაპირებ ნიუ-იორკში წავიდე საგასტროლოდ, ლონდონში, პარიზში, მოსკოვში, ვნახოთ.

 

скачать dle 11.3