გამომცხვარი ხეკი
საჭირო ინგრედიენტები: 3 ცალი ხეკი, 6 ჩაის კოვზი არაჟანი, 2 ჩაის კოვზი მაიონეზი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 2 ჩაის კოვზი ლიმონი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 2 სადილის კოვზი საფანელი, 0,5 ჩაის კოვზი შავი პილპილი.
მომზადების წესი: ხეკი დაჭერით ულუფებად. სათითაოდ წაუსვით პილპილი და მარილი. ერთმანეთში აურიეთ მაიონეზი, არაჟანი, მდოგვი და ლიმონის წვენი, ეს სოუსი მოასხით ნაჭრებად დაჭრილ თევზს და მოათავსეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში. გამოიღეთ, გადმოალაგეთ ფოლგაზე და ზემოდან მოაფრქვიეთ საფანელი. დააწყვეთ ტაფაზე და 20 წუთის განმავლობაში აცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.