ინდაურის ფილე ბრინჯით
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ინდაურის მკერდის ფილე, 400 გრამი ტკბილი წითელი წიწაკა, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 1 სადილის კოვზი პაპრიკა, 200 გრამი გრძელი ბრინჯი, 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 600 მილილიტრი ქათმის ბულიონი, 400 გრამი დაკონსერვებული პომიდორი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: ინდაურის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაანაწევრეთ. წიწაკას ამოაცალეთ თესლი და პატარა ნაჭრებად დაჭერით, წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი. სქელძირიან ქვაბში ან ტაფაზე დაასხით ზეთი, დაუმატეთ ინდაურის ხორცი და სწრაფად შებრაწეთ მაღალ ცეცხლზე და მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული და ამოურიეთ. 1-2 წუთის შემდეგ დააყარეთ პაპრიკა, ბრინჯი, ტომატ-პასტა, ბოსტნეულის ბულიონი, დაჭყლეტილი პომიდორი და 20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ხარშეთ თავდახურული. ბოლოს დაუმატეთ მარილი და წიწაკა.