ქათმის ღვიძლი ალუბლის სოუსით
საჭირო ინგრედიენტები: 100 გრამი გაყინული, უკურკო ალუბალი, 50 გრამი წითელი ხახვი, 20 გრამი ნედლი ჯანჯაფილი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 100 მილილიტრი ბოსტნეულის ბულიონი, 1 სადილის კოვზი თაფლი, 2 სადილის კოვზი ძმარი „ბალზამიკო,“ 300 გრამი ქათმის ღვიძლი, 2 სადილის კოვზი ფქვილი, 1 სადილის კოვზი კარაქი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი დაჭერით თხელ ნახევარწრეებად. ჯანჯაფილი დაკეპეთ. 1 სადილის კოვზი ზეთი გააცხელეთ ტაფაზე და ხახვი და ჯანჯაფილი ოდნავ მოშუშეთ. დაასხით ბოსტნეულის ბულიონში არეული თაფლი, ბალზამიკო და 5 წუთის განმავლობაში თავახდილი ადუღეთ. დაუმატეთ შუა-შუა გაჭრილი ალუბლები, წამოადუღეთ და თბილად შეინახეთ. ღვიძლს მოაყარეთ მარილი, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ტაფაზე გაცხელებული ზეთისა და კარაქის ნარევში (4-5 წუთი ეყოფა). დაუმატეთ სოუსი, ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი.