ქათამი გოგრით
საჭირო ინგრედიენტები: 700 გრამი გოგრა, 1 ძირი პრასი, 2 ძირი ნიახური, 2-3 თავი წითელი ხახვი, 600 გრამი კარტოფილი, 1 ქათამი, 100 მილილიტრი ზეთი, 1-2 სადილის კოვზი პაპრიკა, 0,5 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: გოგრის რბილობი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. მსხვილად დაჭერით ნიახური და პრასი, კარტოფილი – კუბიკებად, ხოლო ხახვი – თხელ ნახევარწრეებად. ქათამი გაასუფთავეთ და გაამშრალეთ. ზეთში აურიეთ მარილი, წიწაკა და პაპრიკა, ნახევარი ბოსტნეულს მოასხით, ნახევარი კი ქათამს წაუსვით და გააჩერეთ 30 წუთი. ბოსტნეული და ქათამი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, გადააფარეთ ფოლგა და 45 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შეწვით. მზა კერძს მოაყარეთ ქონდარი.