არასამარხვო სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ლორი, 200 გრამი რბილი ყველი, 2-3 ცალი კვერცხი, 300 გრამი ქამა სოკო, 1-2 ცალი ბულგარული წიწაკა, 3-4 ცალი ცოცხალი კიტრი, 300 გრამი არაჟანი, მარილი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 კონა მწვანე სალათა, ჯანჯაფილი.
მომზადების წესი: დაჭერით კუბიკებად ლორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა და, დაუმატეთ მაგრად მოხარშული, დაჭრილი კვერცხი. ცოტა ჯანჯაფილი გახეხეთ (ან გამოიყენეთ ძირა) და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. სოკო გაარჩიეთ, დაჭერით რგოლებად (მსხვილი სოკოები შეარჩიეთ), შებრაწეთ ზეთში და უყავით ცოტა მარილი. მზა სოკო ჩაუმატეთ სალათას (ცოტა დატოვეთ მოსართავად). სალათის ფოთლები ხელით დაფლითეთ (მშრალი უნდა იყოს, რომ სალათაში სითხე არ შეჰყვეს). მოასხით სოუსი: ღრმა თასში მოათავსეთ არაჟანი, მარილი და ცოტა მდოგვი, კარგად აურიეთ, მოასხით სალათას და კიდევ აურიეთ. მორთეთ სოკოთი და სალათის ფოთლებით. შეგიძლიათ, ლანგარზე ლამაზად მოათავსოთ და რამე ფორმაც მისცეთ.