კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: როგორ უნდა შევამოწმო ჩემი თმის მდგომარეობა?
პასუხი: თავის დაბანის დროს, მოჰკიდეთ ორი თითი თმის ღერს, მსუბუქად დაქაჩეთ და დააკვირდით, რამხელაზე გაიწელება. ჯანმრთელ თმას აქვს უნარი, საწყის სიგრძესთან შედარებით 50 პროცენტით გაიწელოს, ხელის გაშვების შემდეგ კი უვნებლად დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას. თუ თქვენი თმის ღერი მხოლოდ 20 პროცენტით გაიწელა და, მით უფრო, თუ გაწყდა ან ძირიანად ამოვარდა, აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა კერატინით. მკურნალობის განმავლობაში იკრძალება შეღებვა, ქიმიური დახვევა და ფენით გაშრობა.
კითხვა: მაინტერესებს, რატომ არის მიზანშეწონილი სიბნელეში ძილი?
პასუხი: სიბნელე ხელს უწყობს ძილის ჰორმონის – მელატონინის გამომუშავებას.
კითხვა: დღის რომელ მონაკვეთშია უმჯობესი სახიდან მაკიაჟის მოხსნა?
პასუხი: თუ ამის საშუალება გაქვთ (ანუ, საღამოს არსად აღარ მიდიხართ), მაკიაჟის მოსახსნელად საუკეთესო დროა 18-დან 20 საათამდე შუალედი – ეს ის დროა, როცა კანი განსაკუთრებით აქტიურად შთანთქავს ჟანგბადს და ფორებიდან ყველაფერ ზედმეტს გამოყოფს. შეგიძლიათ, კრემი ოდნავ მოგვიანებით წაისვათ, მთავარია, რომ დაძინებამდე დარჩენილი იყოს მინიმუმ 1,5 საათი, რათა კანმა მოასწროს, სრულყოფილად შეიწოვოს ის, რის შედეგადაც დილით შეშუპებების გარეშე გაგეღვიძებათ.
კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს აბრევიატურა BB და რა დანიშნულებით გამოიყენება ეს კოსმეტიკური საშუალება?
პასუხი: BB არის Blamish Balm-ის აბრევიატურა, რაც „ნიღბის დანიშნულების ბალზამს“ ნიშნავს. BB-კრემი, გარდა ნიღბისა, კანს მთლიანობაში უვლის, ატენიანებს და იცავს მას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.