კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯანმრთელი ცხოვრების წესი

იმკურნალეთ ვაშლის ძმრით და გაიჯანსაღეთ ორგანიზმი ბრინჯის დიეტით

ვაშლის ძმარი შველის უძილობასა და თავის ტკივილს. 1 ჭიქა სუფთა თაფლს შეურიეთ 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ. ძილის წინ მიიღეთ 3 სადილის კოვზი ნარევი. ეს ხელს უწყობს ძილის რეჟიმის დარეგულირებას და კარგია შაკიკის პროფილაქტიკისთვის.

ანგინის დროს 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში და გამოივლეთ ყელში, დღეში 3-4-ჯერ.

თუ ნუშისებრი ჯირკვლების ანთება გაქვთ, მსგავსი მკურნალობა არ არის რეკომენდებული. სხვა შემთხვევაში, ვაშლის ძმარი ანგინის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაცხრობას.

ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, აიღეთ 1 ჭიქა თაფლი, 1 ჭიქა ვაშლის ძმარი და 1 თავი ნიორი. ნიორი წვრილად გახეხეთ, აურიეთ თაფლსა და ძმარში, მოათავსეთ მინის ჭურჭელში შედგით მაცივარში. ყოველ დილით, 1 ჩაის კოვზი ნარევი გახსენით 1 ჭიქა წყალში და საუზმემდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ – ეს ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას.

თუ კუჭი გტკივათ, ყოველ ნახევარ საათში სვით შემდეგი სასმელი: 1 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. მისი დალევა ეკრძალება, ვისაც კუჭის ან ნაწლავების წყლული აქვს ან ტკივილი ამ დაავადების შედეგადაა გამოწვეული.

კვირაში შვიდი დღე ჭამეთ მხოლოდ ბრინჯი და გაიწმინდეთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან.

 

ცისტიტსა და ჰორმონულ ფონს შორის პირდაპირი კავშირია

ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის შარდ-სასქესო ორგანოების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად მოიაზრება. განასხვავებენ მის სამ ფორმას: მწვავეს, რეციდიულსა და ქრონიკულს. წარმოშობის მიხედვით კი არსებობს ტოქსიკური, ალერგიული, არაინფექციური ცისტიტი. ანთება, შესაძლოა, გამოიწვიოს: კენჭებმა, ტრავმამ, აუტოიმუნურმა დაავადებამ, შარდის ბუშტის კიბომ, რადიაციულმა პათოლოგიამ, ქიმიოთერაპიულმა მკურნალობამ, უბრალოდ, გაციებამ და ასე შემდეგ. მიზეზი კი, უმთავრესად, ინფექცია ხდება. ყველაზე ხშირად მისი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, იშვიათად – სტაფილოკოკი. ცისტიტის მიზეზად შეიძლება იქცეს სასქესო ინფექციები – ქლამიდიოზი, სოკოვანი დაავადებები.

შარდის ბუშტში მოხვედრილი ინფექცია ყოველთვის არ იწვევს ანთებას. ინფიცირების დროს პროცესში ორგანიზმის იმუნური სისტემა ერთვება, როგორც თავდაცვითი მექანიზმი.

მწვავე ცისტიტის განვითარებისთვის აუცილებელია დამატებით-მაპროვოცირებელი ფაქტორები, მაგალითად: გაციება, ქირურგიული ჩარევა, სქესობრივი აქტი, ურეთრის კათეტერიზაცია. ასევე, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმს ცისტიტის მიმართ განაწყობს. ასეთებია შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქციის მოშლა, ინფექციების მიმართ ორგანიზმის გამძლეობის დაქვეითება, ავიტამინოზი, გადაღლა და ასე შემდეგ.

ცისტიტსა და ჰორმონულ ფონს შორის პირდაპირი კავშირია. ასევე, მენოპაუზისა და იმ დაავადებების დროს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, ცისტიტის განვითარების რისკი მეტია. შარდის ბუშტის მწვავე ანთება მოულოდნელად იწყება და აღინიშნება შარდვის გახშირება, ტკივილით შარდვის დროს, ზოგჯერ შარდში ჩნდება სისხლის მინარევი; მწვავე ცისტიტის დროს კი იმატებს ტემპერატურა.

თუ ანთებითი პროცესი შარდის ბუშტის სფინქტერზე გადავიდა, ვითარდება შარდის შეუკავებლობა. აღინიშნება ტკივილი წელის ქვედა არეში, მუცლის ქვემოთ.

ქრონიკული ცისტიტი უფრო ხშირად ვითარდება შარდის ბუშტის, თირკმელებისა და სასქესო ორგანოების სხვა დაავადებათა ფონზე.

ცისტიტის დროს აუცილებელია სქესობრივი აქტის შეზღუდვა, იმუნოთერაპიის ჩატარება და ჰიგიენური ფაქტორების ზედმიწევნითი დაცვა. ცისტიტისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა კი დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: ერიდონ გაციებას, ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას, ჩაიცვან თბილად. ცისტიტის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ნუ დალევთ ანტიბიოტიკებს, რადგან ისინი სიმპტომებს აქრობენ, მაგრამ, ცისტიტს ვერ კურნავენ.

 

ასაკის მატებასთან ერთად აკონტროლეთ იოდის ნორმა ორგანიზმში

 ადამიანის ორგანიზმისა და ბიოველის თავდაცვის უნარის შესანარჩუნებლად მეტად მნიშვნელოვანია იოდი. ეს აქტიური ფსიქობიოენერგეტიკული ელემენტი მთავარ როლს თამაშობს ადამიანის იმუნიტეტისა და თავდაცვის უნივერსალურ მექანიზმში ბუნებრივი და სოციალური ფაქტორების, კერძოდ, რადიაციის, შხამქიმიკატების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

ფარისებრი ჯირკვალი, ანუ, ეგრეთ წოდებული, ჯანმრთელობის ჰორმონი – ტიროქსინი, დაახლოებით 65 პროცენტი იოდისგან შედგება. ის აძლიერებს ბიოველსა და ქსოვილების წინააღმდეგობას, უჯრედებისა და ქსოვილების უნარს, რათა გათავისუფლდნენ მავნე ნივთიერებებისგან. აგრეთვე, არეგულირებს სუნთქვის ინტენსიობასა და ფსიქოენერგეტიკას. ფარისებრი ჯირკვლის მეშვეობით, დაახლოებით 15-17 წუთის განმავლობაში, ძარღვებში მიმოიქცევა ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი სისხლი. ამავე დროს, იოდი, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი, სპობს ორგანიზმში მოხვედრილ დასუსტებულ მიკრობებს, ძლიერ მიკრობებს კი ასუსტებს.

ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც იზრდება სხვადასხვა დაავადებათა რისკი, შესაბამისად ზომაში უნდა მოიმატოს ფარისებრმა ჯირკვალმა, რომელიც გამოიმუშავებს იმუნიტეტს და, ჯანმრთელობის, გონებისა და სხეულის სიმხნევის, სილამაზისა და გაახალგაზრდავებისთვის აუცილებელ ჰორმონს.

ფარისებრი ჯირკვალი, როცა მას იოდი აკლია, არ იზრდება ფსიქო-ფიზიკური და ბიოენერგეტიკული მოთხოვნილების შესაბამისად, ამიტომ, აუცილებელია, მიირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც იოდით არის მდიდარი.

 

შვრიის, ქერის, მანანის, ხორბლისა და წიწიბურას ფაფები გულის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია

მარცვლეული რძესთან ერთად არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, რომელიც ადამიანის წონაზეა პასუხისმგებელი. ბურღულის ფაფებს ჩვენი ორგანიზმი ნელა გადაამუშავებს და შესაბამისად, ნელა ითვისებს. ეს იმის გარანტიაა, რომ შიმშილის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებთ. ვისაც ფაფეული უყვარს, დღის განმავლობაში ნაკლებ ცხიმს იღებს და წონაშიც არ იმატებს.

ფაფები საკმარისი რაოდენობით შეიცავს ლორწოვან ნახარშს, რომელიც კუჭის გარსს ეკვრის და მას გასტრიტისა და წყლულისგან იცავს. ფაფა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნორმალურად სადილობისთვის დრო არ რჩება.

შვრიის, ქერის, მანანის, ხორბლისა და წიწიბურას ბურღულეული მდიდარია უჯრედისებით, რაც არეგულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და სისხლძარღვების მდგომარეობას. ეს კი, გულის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია.

ვინც ყოველ დილით ჭამს ფაფებს, გარდა იმისა, რომ ფორმაშია, არ აწუხებს დეპრესია და იშვიათად ღიზიანდება.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბურღულეულის ფაფები საჭირო რაოდენობით შეიცავს: რკინას, თუთიას, სპილენძს, ცილებს, B და PP ვიტამინებს, რაც ნორმალური ფიზიკური არსებობისთვის განსაკუთრებულად აუცილებელი და საჭიროა.

ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ სვით ევკალიპტის ნაყენი

ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს, ცინეოლს, მთრიმლავ ნივთიერებებს. მას იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტის, ინფექციური ჭრილობების, სასქესო ორგანოების ანთების დროს.

ევკალიპტის ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონიის, ტროპიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.

ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: ორ სუფრის კოვზ აფთიაქში ნაყიდ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული, მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ ოცი წუთი. შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. ეს ნაყენი ეფექტურია ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად, ჩირქოვანი გასტრიტის, გინეკოლოგიური დაავადებების დროს, ზედა სასუნთქი გზების ინჰალაციისთვის.

ხალხურ მედიცინაში ევკალიპტის ფოთლებს გამოიყენებენ, როგორც კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებას, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ათი წუთით. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ თბილი, დღეში სამჯერ, თითო ღვინის ჭიქა, ჭამის წინ.

ევკალიპტის ზეთი კი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში გამოსავლებად და ინჰალაციისთვის.

 

ქრონიკული ტონზილიტი ვერაგი დაავადებაა

ქრონიკული ტონზილიტი მთელი ორგანიზმის ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა და ნუშურა ჯირკვლების ანთებითი რეაქცია მისი ადგილობრივი გამოვლინება გახლავთ. ამ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის მდგომარეობა.

თუ ეს დაავადება გაწუხებთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, რათა დროულად დაადგინოთ, გაქვთ თუ არა ის ინფექციები, რომელიც ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითებასა და სხვადასხვა დაავადების ლოკალიზებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ერთდროულად უმკურნალოთ ამ ინფექციასაც და ტონზილიტსაც.

ტონზილიტის სამკურნალოდ საჭიროა ნაცხის აღება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის, რათა დადგინდეს როგორც ანთების გამომწვევი მიზეზი, ისე ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობა.  აღნიშნული ანალიზების შედეგად, ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს ნუშურა ჯირკვლების გამორეცხვას ანტისეპტიკური ნივთიერებების შემცველი ხსნარებით, ანტიბიოტიკებით, ფიზიოთერაპიული პროცედურებით.

ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას აუცილებელია როგორც ადგილობრივი, ასევე, ზოგადი მიმართულების, კომპლექსური მკურნალობის ჩატარება.

 

ტონუსის ასაწევად და ღვიძლის დაავადებების დროს ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ

ტონუსის ასაწევად, 150 გრამ ნიორს და ორას გრამ ხახვს დაუმატეთ ოთხი ჭიქა ვაშლის ძმარი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში თბილ ადგილას. შემდეგ დაამატეთ 400 გრამი ნატურალური, გამდნარი თაფლი და ისევ, ერთი დღე-ღამის განმავლობაში დადგით. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ოთხი ჩაის კოვზი, დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სკლეროზის სამკურნალოდ გახეხეთ რამდენიმე თავი ხახვი და გამოწურეთ მისგან ერთი ჭიქა წვენი. აურიეთ ნატურალური თაფლი და მიიღეთ თითო კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი თვის განმავლობაში.

ღვიძლის სამკურნალოდ, აურიეთ თითო ჩაის კოვზი კრაზანას, წითელი მოცვისა და ჭინჭრის ფოთლები, დაამატეთ რამდენიმე ცალი ასკილის ნაყოფი, დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ოთხი საათით. დალიეთ ნაყენი ჭამამდე ერთი საათით ადრე.

скачать dle 11.3