კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  თაფლის მიღება თუ შეიძლება დიაბეტიანი ადამიანისათვის?

პასუხი: თუ დიაბეტი კომპენსირებულია, დღეში 2 ჩაის კოვზი თაფლის მიღება შეიძლება, ოღონდ, აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თაფლი არის ნატურალური, ანუ, არ არის გაკეთებული შაქრისგან და, ამასთან, არც თავად ფუტკარს უჭამია თაფლის კეთების დროს შაქარი. მხოლოდ ასეთი თაფლის მიღებაა დაშვებული.

კითხვა: ჩემს მეუღლეს აქვს B ჰეპატიტი, გავიკეთე ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა. რამდენ ხანში შეიძლება დაორსულება?

პასუხი: ორსულობის დაგეგმვა უმჯობესია ვაქცინაციის სრული კურსის დამთავრებიდან არაუადრეს  1-2 თვისა.  

კითხვა: რა გზებით გადადის C ჰეპატიტი? შეიძლება, ტუჩებში კოცნით გადაედოს ადამიანს?

პასუხი: C ჰეპატიტი არ გადაედება: ჰაერწვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ხველებისას); ხელის ჩამორთმევისას, მოხვევისას, კოცნისას;  საერთო ჭურჭლის მეშვეობით. C ჰეპატიტით დაავადებულებსა და ვირუსმატარებლებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ, სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, სისხლის სისხლთან უშუალო შეხებით ან ისეთი მჭრელი ნივთის მეშვეობით, რომელსაც მანამდე ინფიცირებულის სისხლთან ჰქონდა კონტაქტი. ასეთი ნივთი, უმეტეს შემთხვევაში, საერთო შპრიცია, რომელსაც ნარკომანები ინტრავენური ინიექციისთვის იყენებენ, თუმცა, შესაძლებელია, დასნებოვნება პირსინგისა და ტატუირების ინსტრუმენტების, სამართებლის, მანიკიურის იარაღების და, თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის ჯაგრისის მეშვეობითაც კი. ასევე, ზოგჯერ, სქესობრივი გზითაც. 

კითხვა: ვარ 16 წლის ბიჭი.  ალერგიული არ ვარ, მაგრამ, ყოველი ტანის დაბანის შემდეგ მთელი ტანი მექავება 20-30 წამის განმავლობაში. სადაც მოვიქავებ, ის ადგილი მიწითლდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ეგრეთ წოდებული აკვაგენური ქავილის დროს, პირველ ყოვლისა, უნდა გამოცვალოთ დასაბანი საშუალებები, მათ შორის – ღრუბელიც. თუ შედეგს ვერ მიიღებთ, მაშინ, საჭიროა სისხლის ანალიზი ერითროციტებისა და ჰემოგლობინის განსაზღვით.

კითხვა: რისი გამოწვევა შეუძლია ნატურალურ ზეითუნის ზეთში შემწვარ პროდუქტს? სასარგებლოა ეს თუ მავნებელი?

პასუხი: ზოგადად, ზეითუნის ზეთი, სხვა მცენარეულ ზეთებთან შედარებით, ყველაზე სასარგებლოა. თუ კუჭ-ნაწლავი წესრიგში გაქვთ და არ გეკრძალებათ შემწვარი პროდუქტები, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი.

 

скачать dle 11.3