კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

10 ფაქტი ბარაკ ობამას შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ბიოგრაფიაში უამრავი საინტერესო და საყურადღებო ფაქტია, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ. კენიელი ექიმბაშის შთამომავლის ბარაკ ობამას შესახებ გავრცელებულ ათ ყველაზე საინტერესო ფაქტს გთავაზობთ.

* ბარაკ ობამა და ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი, ფაქტობრივად, ნათესავები გამოდიან ერთმანეთისთვის: ახალი ინგლისის გენეალოგიური საზოგადოების ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ობამა და პიტი მეცხრე თაობაში ნათესავები არიან.

* ბარაკ ობამას აქვს მუჰამედ ალის მიერ ხელმოწერილი კრივის ხელთათმანები.

* ობამას უამრავი ნათესავი ჰყავს კენიაში, ისინი მუსლიმანები არიან და, შესაბამისად, მრავალცოლიანობა მათთვის დაშვებულია, რამაც განაპირობა მრავალშვილიანობა.

* ბარაკ ობამას კენიური, ინგლისური, შოტლანდიური, გერმანული და ირლანდიური წარმომავლობა აქვს. მისი წინაპრები არ იყვნენ მონები.

* ბარაკ ობამას ჰარი პოტერზე დაწერილი ყველა წიგნი აქვს წაკითხული. იგი ჯოან როულინგის გამოგონილი პერსონაჟის დიდი თაყვანისმცემელი და წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმების მოყვარულია.

* ბარაკ ობამას არ უყვარს ნაყინი. ეს იმით არის განპირობებული, რომ სტუდენტობის პერიოდში ობამა სანაყინე „ბასკინ რობინსში” მუშაობდა.

* კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს – ანტიგუა და ბარბუდას მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ, თავის ყველაზე მაღალ მწვერვალს მისი სახელი უწოდა.

* ინდონეზიაში ცხოვრების პერიოდში, სადაც ბარაკ ობამა დედ-მამის განქორწინების შემდეგ  დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტს ძაღლის ხორცით, შემწვარი მწერებითა და გველებით მომზადებული კერძების ჭამა უწევდა.

* ბარაკ ობამა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მწეველი პრეზიდენტია დუაიტ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მავნე ჩვევას ობამამ 2010 წლის მარტში დაანება თავი, ხოლო ოფიციალურად ამის შესახებ 2011 წელს გახდა ცნობილი.

* „ობამამანია” ამერიკაში 2004 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მომავალი პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ნაციონალურ დემოკრატიულ კონვენციაზე.

скачать dle 11.3