აფრიკელი მილიარდერების ტოპ-ათეული
ჟურნალმა „ფორბსმა” მსოფლიო მილიარდერების ტრადიციული რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, ცალკეული კონტინენტების მიხედვით მილიარდერების რეიტინგიც შეადგინა. ამჯერად გთავაზობთ აფრიკელი მილიარდერებისგან შემდგარ ტოპ-ათეულს.
ალიკო დანგოტე (12 მილიარდი დოლარი) – ნიგერიელი ალიკო დანგოტე ყველაზე მდიდარი აფრიკელია მსოფლიოში. ის ჩართულია ცემენტის, შაქრის, ფქვილის ბიზნესში. მისი კომპანია „დანგოტე ცემენტი” ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელია აფრიკის კონტინენტზე.
ნიკი ოპენჰაიმერი და ოჯახი (6,4 მილიარდი დოლარი) – სამხრეთაფრიკელი ოპენჰაიმერის შემოსავლის ძირითადი წყარო ალმასების საბადოებია.
იოჰან რუპერტი და ოჯახი (5,7 მილიარდი დოლარი) – მილიარდიანი ქონება სამხრეთაფრიკელმა იოჰან რუპერტმა ძვირფასი ნივთებით ვაჭრობით დააგროვა. რუპერტების ოჯახი, ასევე, აკონტროლებს თამბაქოს კონგლომერატ BAT-ს, რომლის შემადგენლობაშია: „კარტიე”, „ალფრედ დანჰილი” და „მონტბლანი”.
ნასეფ სავირისი (5,5 მილიარდი დოლარი) – ეგვიპტელი მილიარდერი წარმოადგენს აფრიკის უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას – „ორასკომ კონტრქშნ ინდასტრის”.
მაიკ ადენუგა (4,6 მილიარდი დოლარი) – მაიკ ადენუგას ნიგერიაში იცნობენ როგორც ნავთობმაგნატს; ის, ასევე, ფლობს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „გლობაკომ ლიმიტედს”, რომელიც 30 მილიონ ნიგერიელს ემსახურება.
კრისტოფელ ვიზე (2,7 მილიარდი დოლარი) - ვიზე 1 000-მდე დისკაუნტის მაღაზიას ფლობს აფრიკის კონტინენტზე.
ოსმან ბენჯელუნი (2,75 მილიარდი დოლარი) – 80 წლის მაროკოელი ბიზნესმენი ფლობს უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას მაროკოში.
პატრის მოტსეპე (2,65 მილიარდი დოლარი) – კომპანია „აფრიკან რეინბოუ მინერალსის” სამხრეთაფრიკელი მფლობელი პატრის მოტსეპე ძვირფასი და ფერადი ლითონების საბადოების მფლობელია.
ნაგიბ სავირისი (2,5 მილიარდი დოლარი) – ნაგიბი ეგვიპტელი მილიარდერების – სავირისების ოჯახის წარმომადგენელია. იგი, ასევე, ფლობს წილებს სამშენებლო ბიზნესში.
მოჰამედ მანსური (2,2 მილიარდი დოლარი) – ეგვიპტელი ინვეტსორი, რომელიც ფლობს „მაკდონალდსის” ქსელის რესტორნებს ეგვიპტეში და, ასევე, ჩართულია სიგარეტ „ფილიპ მორისის” წარმოებაში.