კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მსოფლიო ფეხბურთის ტატუირებული ვარსკვლავები

ტატუირება მსოფლიო ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი გახდა. ფეხბურთის უამრავი ვარსკვლავის სხეულებს სხვადასხვა წარწერა, ფიგურები და ორნამენტები ამშვენებს. ამჯერად ყველაზე ტატუირებული ვარსკვლავებისგან შემდგარ რეიტინგს შემოგთავაზებთ.

პაბლო ოსვალდო

ბუენოს-აირესში დაბადებული იტალიის ნაკრების ფორვარდი პაბლო ოსვალდო ამჟამად ინგლისური „საუთჰემპტონის” რიგებში ირიცხება. პაბლო ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ფეხბურთელად ითვლება პრემიერლიგაში, ხოლო ტატუირებები მას დამატებით შარმს ჰმატებს. ამბობენ, რომ პაბლო ჯონი დეპს ჰგავს მაშინ, როდესაც სათვალეს იკეთებს.

გუტი

მადრიდის „რეალის” ლეგენდარული ნახევარმცველი გუტი, თავისი ქერა თმითა და ტატუირებებით, კრიშტიანუ რონალდუს გამოჩენამდე, გუნდის   სექს-სიმბოლოდ იყო აღიარებული. გუტიმ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა, თუმცა, „რეალის” ქომაგებისთვის ის დღემდე სათაყვანებელი ფეხბურთელია.

ეზეკილ ლავეცი

„პარი სენ ჟერმენის” არგენტინელი ფორვარდი ეზეკილ ლავეცი გემოვნებით იმოსება და მისი ტატუირებებიც ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. ლავეცი „ინსტაგრამის” მოყვარულია და თავისი ტატუირებული სხეულის ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.

დანი ალვეში

დანი ალვეშს ყველაზე ჰიპსტერი ფეხბურთელის სტატუსი აქვს. „ბარსელონის” განაპირა მცველი თმის შეღებვის, ფერადი სვიტრების, ულინზო სათვალეების, გახვრეტილი ყურებისა და „მხიარული” შარვლების მოყვარულია. ამასთან, მის სხეულს რამდენიმე ათეული ტატუირებაც ამშვენებს.

სერხიო რამოსი

სერხიო რამოსს „რეალის” ყველაზე გემოვნებიან ესპანელს უწოდებენ. ის ხშირად პოზირებს მოდური ჟურნალებისთვის, სადაც თავის მრავალრიცხოვან ტატუირებებს უკეთებს აფიშირებას. 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატანს, რომელიც ამჟამად პარიზული „პარი სენ ჟერმენის” რიგებში ირიცხება, ათეულობით ტატუირება აქვს სხეულზე. ის ტატუაჟის ნამდვილი ქომაგია და ყოველი სეზონის ბოლოს ახალი ნახატით ამდიდრებს კოლექციას სხეულზე.

დანიელ აგერი

„ლივერპულის” დანიელი მცველი, დანიელ აგერი, ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტატუირებული ფეხბურთელია. მის სხეულზე ცარიელი ადგილის პოვნაც კი ძნელია, იმდენად ბევრი ნახატი აქვს.

ჯიბრილ სისე

ფრანგი ფეხბურთელი კრასნოდარის „ყუბანში” აღმოჩნდა სეზონის დასაწყისში და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური ტრანსფერი. როგორც ჩანს, ვარსკვლავური ფორვარდი ვერ მოერგო იქაურ სიტუაციას და ამჟამად ახალ კლუბს ეძებს. სისე იმდენად დაითრგუნა რუსეთში, რომ ახალი ტატუირებაც კი არ გაიკეთა, არადა, მისი სხეულის მოხატულობის შესახებ ლეგენდები დადის.

რაულ მეირელეში

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი რაულ მეირელეში არაფრით განსხვავდება მეტალ-ჯგუფის წევრისგან – მისი ტატუირებები და იროკეზი თავზე, შიშის ზარს სცემს მის მეტოქეებს. მეირელეში ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული იმიჯის მქონე ფეხბურთელია.

დევიდ ბექჰემი

ფეხბურთის ფეშენ-ვარსკვლავისა და ნომერ პირველი ტატუირებული ვარსკვლავის, დევიდ ბექჰემის სხეულზე არსებული ნახატების შესახებ სქელტანიანი წიგნის დაწერა შეიძლება, რადგან, თითოეულ ტატუს თავისი ისტორია აქვს. 

скачать dle 11.3