კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

წმიდა ილარიონ ქართველი და მონასტრის მამასახლისი

 

წმიდა ილარიონის მიერ ახლადაშენებულ მონასტერში უამრავი ადამიანი მოდიოდა. როდესაც ნეტარმა ბერმა შეიტყო, რომ ხალხსა და მეფეს მისი ეპისკოპოსად კურთხევა სურდათ, გამოირჩია ერთი ძმა, დაადგინა იგი წინამძღვრად და უთხრა: „ისე იღვაწე ძმათა სულებისათვის, როგორც საკუთარ სულზე, რათა იმ მონასავით არ დაგემართოს, რომელიც თავის უფალს არ მოელოდა“. წმიდანმა ხელები ზეცისკენ აღაპყრო და თქვა: „უფალო ხელთა შენთა შევვედრებ ამ ძმათა სულებს“. ამის შემდეგ წმიდა ილარიონმა წაიყვანა ორი ძმა და კონსტანტინეპოლისკენ გაემართა. როდესაც ულუმბოს მთაზე მივიდნენ, იპოვეს პატარა ეკლესია, შევიდნენ და იქ დაბინავდნენ. დადგა შაბათი. მოვიდა ერთი მონაზონი და კანდელების ანთება დაიწყო. უეცრად მან ტაძარში წმიდა ილარიონი იპოვა. იგი მონასტერში წავიდა და მას მცირეოდენი ორცხობილა და დამბალი ცერცვი მიართვა. მაშინ წმიდა ილარიონმა სთხოვა ბერს, წმიდა სეფისკვერი და ცოტა ზედაშეც მოეტანა. მეორე დღეს ბერმა მართლაც მიუტანა ყველაფერი და წმიდანმა ჟამისწირვა აღასრულა. ეს ბერი მონასტრის მამასახლისთან წავიდა და ყველაფერი უამბო. ის კი აღშფოთდა და თქვა: „ვინ იცის, რომ მათ კეთილი განზრახვა აქვთ“ და ბრძანა, გაეძევებინათ ისინი. მაშინ იკონომოსი და სხვა ძმებიც მივიდნენ წმიდანთან და ყველაფერი უამბეს. წმიდა ილარიონმა აღუთქვა მათ, რომ მეორე დღესვე წავიდოდნენ. იმ ღამეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეჩვენა მამასახლისს და განრისხებულმა უთხრა: „რატომ გააძევე ისინი, ვინც ღვთის სიყვარულისთვის იყვნენ მოსულები და არ დაიცავი მცნება უცხოთა შეწყნარების შესახებ, რომელიც ასწავლა უფალმა და ჩემმა ძემ მდიდარს? არ იცი, რომ ამ მთაზე მრავლად არიან მათ ენაზე მოლაპარაკენი და ისინი, ვინც აქ მოღვაწეობით დაიმკვიდრეს სასუფეველი?! ვინც მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტრები გახდებიან“. მამასახლისმა გაიღვიძა თუ არა, მწარედ ატირებული წავიდა ნეტარ ილარიონთან, ფეხებში ჩაუვარდა და თავდაპირველი კადნიერებისთვის შენდობა სთხოვა; თან აფიცებდა, არ წასულიყო იმ ადგილიდან, რათა ღვთისმშობელს წმიდანის გამო მათზე შური არ ეძია.

მაშინ წმიდა ილარიონმა წამოაყენა იგი და უთხრა: „იქმნეს ნებისაებრ შენისა, მამაო“!

 

 

 

скачать dle 11.3