კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფერის ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ ახალი წლის ღამეს და რომელი რიტუალის შესრულებაა საჭირო 12 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე

ყველა ცდილობს, ახალ წელს მოწესრიგებული, გალამაზებული, ამაღლებული განწყობით და ტრადიციული სუფრით შეხვდეს. ამავე დროს, გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რაც წლის მბრძანებელს მოეწონება. 2014 წელი ცხენის წელიწადია და, როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, მას შესაბამისად მომზადებული უნდა დავხვდეთ. ხოლო, თუ რა ფერის ტანსაცმელი უნდა მოვირგოთ ახალი წლის ღამეს, რომელი რიტუალის შესრულებაა საჭირო 12 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე, როგორ მოვაწყოთ სახლი და რა დავაწყოთ საახალწლო-სადღესასწაულო სუფრაზე, რომ წლის მბრძანებელიც გავახაროთ და ბედნიერებაც დავიბედოთ მომავალი წლისთვის, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

მიხეილ ცაგარელი: ხის სტიქიის, 2014 წლის ცხენის წელიწადს, უმჯობესია, შეხვდეთ მრავალრიცხოვან კომპანიაში, რაც შეიძლება მხიარულად, ისეთ ადგილას, სადაც გართობა და ცეკვაა შესაძლებელი. ცხენს უყვარს სივრცე და სირბილი. საახალწლო მაგიდა უნდა გაშალოთ სახლის დიდ ოთახში. კარგია, თუ დამდეგს შეხვდებით მეგობრებთან, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ 31 დეკემბერი უარყოფითი ენერგიების დღეა, ამ ნეგატიურ ენერგიას კი ყველაზე მეტად ბავშვების სიცილი და თამაში აფრთხობს. 

– რა ფერებში მოვრთოთ წელს ნაძვის ხე?

– საახალწლო ნაძვის ხე უნდა მორთოთ მწვანე, ოქროსფერ, ყვითელ ფერებში, შიგადაშიგ შეიძლება წითელი სათამაშოებიც დაკიდოთ. რადგან წლის ერთ-ერთი მმართველი და მასპინძელი ხის სტიქიაა, ამიტომ, ოთახშიც და სუფრაზეც მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი ხის ნაკეთობები – ეს თქვენს იღბლიანობას გააძლიერებს 2014 წელს. ნაძვის ხის გვერდით მოათავსეთ ჩიჩილაკი. ხის სტიქია ცხენის დამცველი ელემენტია, ამიტომ, თქვენს საახალწლო აქსესუარებშიც უნდა დომინირებდეს ხე, რაც თქვენთვის ერთგვარი თილისმის ძალას შეიძენს. წლის ფერია მწვანე, ამიტომ, საახალწლოდ ოთახი მწვანე ფერებში მორთეთ, თუმცა, რადგან ხის სტიქია ბატონობს, ყავისფერი, ჩალისფერი, ოქროსფერი ტონებიც მისაღებია.

– რაც შეეხება საახალწლო ჩაცმულობასა და სამკაულებს? ამ მხრივ რისი გათვალისწინებაა საჭირო ახალი წლის დახვედრისას?

– ტანსაცმელში უნდა დომინირებდეს პირველ ყოვლისა, მწვანე, შემდეგ კი – ყავისფერი, ჩალისფერი, კრემისფერი, ოქროსფერი ტონები, შიგადაშიგ შეურიეთ წითელიც. უმჯობესია, ჩაცმულობა სადღესასწაულო და მკვეთრი იყოს. მინერალებიდან კი კარგია ოლივინის, ზურმუხტის, მწვანე ან ყვითელი იასპის ან მალაქიტის ქვებიანი სამკაულების გაკეთება. ძირითადად, მწვანე და ყვითელი ფერის ასტროლოგიური ქვებია წელს საახალწლოდ მისაღები. ლითონებიდან კი – ოქრო და ვერცხლი. 

– სუფრაზე რა დავახვედროთ ცხენს, რომ მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და მისი გული მოვიგოთ?

– საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს სალათები, თევზეული, ხორცის კერძები, ხილი, ბოსტნეული, უმეტესად – მწვანე ფერის, მათ შორის, აუცილებელია კივი. ტრადიციული კერძებიდან მაგიდაზე უნდა იდოს: საცივი, ხაჭაპური, გოზინაყი, ღვინო და ნამცხვრები. ახალი წლის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია შამპანური და ეს არ დაგავიწყდეთ წელსაც. ასევე, დადგით თეთრი ღვინო, გაზიანი სასმელები, რადგან, ეს ცხენის ვიბრაციულ ენერგიებთან უფრო მეტად დაგაკავშირებთ.  მაგრამ, გაფრთხილებთ, ნუ გამოიყენებთ საახალწლო სუფრაზე ლუდსა და ბურახს, ასევე, „ფასტფუდის” ნაწარმს. გაფრთხილებთ, რომ წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სწორ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს, რადგან, დიდია წონაში მომატების რისკი. ამიტომ, ნაკლებად ჭამეთ ტკბილეული, ფუნთუშეული, მარილიანი და შებოლილი პროდუქტი, შემწვარი ხორცი და ზომიერება დაიცავით ალკოჰოლური სასმელების მიღებისას. ცხენი მხიარულია, თანაც, აზარტული – უყვარს ფოიერვერკები და ფერად-ფერადი საჰაერო ბუშტები. ამიტომ, ახალ წელს მხოლოდ სუფრასთან მჯდარი ნუ გაატარებთ. რაც შეიძლება მეტი იცეკვეთ და იმხიარულეთ. 2014 წლის იღბლის ელემენტი დაკავშირებულია წყალთან. კარგია, თუ წყლით აავსებთ გამჭირვალე ჭურჭელს, შიგნით რკინის ფულს მოათავსებთ და ისე დადგამთ მაგიდაზე – ასე ფულის ენერგიებს თქვენკენ მოიზიდავთ, რადგან ცხენის წელიწადი ცვლილებების მომტანია, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამისთვის შეიცვლით იმიჯს, ვარცხნილობას, ჩაცმის სტილს, რაიმე ახალს შეიძენთ ამ დღისთვის და მას მოირგებთ. 

– საახალწლოდ ყველა ვფიქრობთ, რა საჩუქარი შევურჩიოთ ახლობელ და საყვარელ ადამიანებს, რომ მათი გემოვნებაც დავაკმაყოფილოთ და თან წლის მბრძანებლის შესაბამისი საჩუქარიც იყოს. ამ მხრივ რას გვირჩევთ?

– წელს საუკეთესო საჩუქარია ცხენის ნალი. კარგი იქნება, თუ მას კარზე დაკიდებთ ან შესასვლელში ჩამოკიდებთ. შეგიძლიათ, ახლობელ ადამიანებს ნალის ფორმის გულსაკიდი, საყურეები ან „ბრელოკები” შეურჩიოთ. ბავშვებისთვის კი კარგია სათამაშო ცხენის ჩუქება.

– თუ არსებობს სპეციალური რიტუალი, რომელიც ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე უნდა ჩავატაროთ და ამით მომავალში სურვილები აგვიხდეს?

– ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე  აანთეთ 1, 2 ან 7 ცალი მწვანე ან ყვითელი სანთელი და სთხოვეთ ცეცხლის სტიქიას, რა გინდათ, რომ შეგისრულდეთ მომავალ წელს. ანთებული სანთლის წინ ითხოვეთ, რომ დარდი და პრობლემები ძველ წელს დარჩეს და მომავალში სიხარული და ბედნიერება მოგენიჭოთ. მთავარია, ეს რიტუალი გულით შეასრულოთ და მისი გჯეროდეთ. მინდა, ეს წელი, ყველა თქვენგანის ოჯახისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის წარმატებული და იღბლიანი იყოს და მჯეროდეს, რომ ის გაცილებით უკეთესი ტენდენციების მომტანი იქნება, ვიდრე გასული წლები იყო.

 

скачать dle 11.3