კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბავშვო სტუდია „გვირილა“ 2013 წლის საუკეთესო სტუდიად და გამარჯვებულად დასახელდა

საბავშვო სტუდია „გვირილა” ხშირად ახარებს თავის გულშემატკივარს და არაერთხელ მოუპოვებია გამარჯვება ამა თუ იმ კონკურსსა თუ დაჯილდოებაზე. დეკემბერში „გვირილამ” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში ჩატარდა, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი – „მეგა 2013”. „მეგას” დაჯილდოებას ყოველწლიური სახე აქვს და უკვე 14 წელია, აქტიურად იმართება.

 2013 წლის გამარჯვებულებს შორის საუკეთესო საბავშვო სტუდიად „გვირილა” დასახელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდია „გვირილა” უკვე  ორი „მეგას” მფლობელია. პირველი „მეგა” „გვირილამ” 2008 წელს აიღო, ნომინაციაში „წლის საუკეთესო დუეტი,” სიმღერით ანიმაციური ფილმიდან – „ურჩხული და მზეთუნახავი,” რომელიც სტუდია „გვირილას” სოლისტებმა, თათია ბააკაშვილმა და გიორგი ღოღობერიძემ შეასრულეს.

 საბავშვო სტუდია „გვირილას” გამარჯვება ცნობილმა ადამიანებმაც მიულოცეს. 

 გივი სიხარულიძე (მსახიობი): ვულოცავ „გვირილას” ამ გამარჯვებას. ეს არის საბავშვო სტუდია, რომელსაც აქვს დიდი ნდობა და რეპუტაცია.

ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): სტუდია „გვირილა” გამოირჩევა ნამდვილად მაღალი პროფესიონალიზმითა და დახვეწილი გემოვნებით.

ერნა წიფურია (სტუდია „გვირილას” ხელმძღვანელი): 2013 წელი ფეხბედნიერი აღმოჩნდა „გვირილასათვის:” დიდი გამარჯვება ბულგარეთში, აღებული გრანპრი და შემდგომ გამარჯვება ნომინაციაში – „2013 წლის საუკეთესო საბავშვო სტუდია.”  

ნინო ჩიხლაძე (სტუდიის პროექტების მენეჯერი): ძალიან მიხარია სტუდიის წარმატებები. ახლა სტუდიაში საახალწლო მზადების პერიოდია, მზადდება ახალი საახალწლო პროგრამა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ცეზარ ჩოჩელს, გენერალურ სპონსორს კომპანია „მიქსორს,” კომპანია „ზედაზენსა” და კომპანია „ფრუტო ნიანიას” თანადგომისთვის. პროექტი შეიცავს ინტეგრაციული ხასიათის შინაარსს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძის ფონდის – „ჩემი სახლის” ბავშვები, რომლებიც სტუდია „გვირილას” ბავშვებთან ერთად წარდგებიან მაყურებლის წინაშე საახალწლო პროგრამით. პროგრამაზე, ჩაცმულობასა და მათ ვოკალურ-ქორეოგრაფიულ ტრენინგზე სრულიად უანგაროდ ზრუნავს სტუდია „გვირილა”.

ნათია ასათიანი (სტუდია „გვირილას” ვოკალის პედაგოგი): კმაყოფილი ვარ ჩემი აღსაზრდელებით. სულ მალე კონცერტები გველის გორში, მცხეთაში და მთაწმინდის პარკში. ბავშვებს ელოდებათ ბევრი სიურპრიზი და საახალწლო საჩუქრები.      

საბავშვო სტუდია „გვირილა” ამჯერად კიდევ ერთი კონცერტისთვის ემზადება: 28 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „გვირილა” საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „გვირილას” ახალი თაობის წარმომადგენლებიც. 

скачать dle 11.3