კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ქმნის საცობს ახლად შექმნილი გზაჯვარედინები და სერპანტინები და რატომ გააუარესებს უფრო მეტად საგზაო მოძრაობას მართვის მოწმობების ეგრეთ წოდებულ „ავტომატიკაზე“ გაცემა

მართალია, ეს ჩვენი დედაქალაქი მოასფალტებულიცაა, გზაგაფართოებულიც, ფეხითმოსიარულეთა კუნძულებით აღჭურვილიც და, ზედაც, ავტობანებდამშვენებულიც, მაგრამ საცობები მაინც ჩვენი საავტომობილო ცხოვრების თანამდევი პრობლემაა. თბილისის ცენტრალური ქუჩები გაუვალია დროის თითქმის ნებისმიერ მონაკვეთში – მიუხედავად შემოვლითი გზის არსებობისა. უფრო მეტიც, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც ავტობანებია, თუმცა, მათი მშენებლობა სწორედ მოძრაობის განმუხტვას ემსახურებოდა, ოღონდ მცდელობამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. ბუნებრივად ისმის  კითხვა, არის თუ არა ამის მიზეზი დედაქალაქში ავტომანქანების რაოდენობის ზრდა? შსს-ს მონაცემებით, საქართველოს ავტოპარკი ყოველწლიურად 9-პროცენტიანი მატებით ხასიათდება და ისიცაა, რომ თბილისის ვიწრო ქუჩებში „ჯიპები”, მაინცდამაინც, კომფორტულად ვერ ეტევიან. ამას ემატება ისიც, რომ ყველა ისე აჩერებს ავტომანქანას, როდესაც და სადაც მოესურვილება. რაც ყველაზე საინტერესოა, საცობებია მარჯვენა სანაპიროზე, სადაც გზა გაფართოვდა და აწ უკვე სამ ხაზში შეუძლიათ სრიალი ავტოებს. რატომ გახდა მოუნელებელი პრობლემა  საცობები, არის თუ არა ამის ერთადერთი მიზეზი ავტომანქანების ჭარბი რაოდენობა და არსებობს თუ არა ამის თავიდან აცილების საშუალება, – თემას საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე განგვიმარტავს. 

 

– თბილისის ქუჩებში თითქმის ყოველთვის პიკის საათია. რა მიზეზით: შუქნიშნებია არასწორად დამონტაჟებული, ქუჩების გამტარიანობაა არასაკმარისი თუ ავტომანქანების რაოდენობაა ზომაზე მეტი?

–   მიუხედავად იმისა, რომ თბილისს დაემატა გადასასვლელები და გაფართოვდა გზები, პრობლემები მაინც იქმნება, რადგან, როდესაც გაუაზრებლად აკეთებ რამეს, ის, როგორც წესი, ვითარებას აუარესებს, იმიტომ რომ, შეჩვეული ჭირი, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობია. მთავარი შეცდომებია დაშვებული გზაჯვარედინების გაკეთებაში, თუმცა ამის გამოსწორება შესაძლებელია, უბრალოდ ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზებს მცირეოდენი კორექტირება სჭირდება, რომ ერთმანეთს არ კვეთდეს.

–  ალბათ, არსებობს რაღაც ზოგადი კრიტერიუმები, რაც იწვევს საცობს? 

– ზოგადად, საცობს იწვევს შემდეგი ძირითადი პარამეტრები: პირველია, შუქნიშანი, მით უმეტეს, აზიური ტიპის ქვეყნებში, იმიტომ რომ, მწვანის ანთების შემთხვევაში, ერთიანად არ იწყება ინტენსიური მოძრაობა: ვიღაც დაიძვრება, ვიღაც –  არა, ანუ ბევრი შუქნიშანი ნიშნავს კატასტროფას მოძრაობაში. ამდენად, სწორი სვლა იყო, რომ შუქნიშნები არ დაუმატებიათ, მაგრამ საჭირო იყო გზების ისეთი კვეთა, რომ ერთმანეთს არ აფერხებდეს მანქანების ნაკადები. ანუ არც ერთი გზა არ უნდა კრავდეს სამკუთხედს ან ჩაკეტილ ოთხკუთხედს.

– კონკრეტული მაგალითით ავხსნათ, რას ნიშნავს ეს?

– ავიღოთ ყოფილ ელბაქიძის ქუჩაზე ასასვლელი: აქვე ვიტყვი, რომ იმ ადგილას არასდროს არაფერი ხდებოდა კატასტროფული, საცობი არ იქმნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ჩასასვლელი და ამოსასვლელი იყო და დაბლა იდგა ერთი შუქნიშანი. ახლა კი, თუმცა ბევრი ჩასასვლელ-ამოსასვლელია და იმ გათვლით, რომ უფრო მოქნილი გახდებოდა მოძრაობა, გზაჯვარედინიც გაკეთდა, მაგრამ მაინც კატასტროფა გამოიწვია და რატომ –   ყოფილი ელბაქიძის ქუჩიდან ჩამომსვლელ მანქანას შეუძლია, წავიდეს, მარჯვნივ, პირდაპირ, პირდაპირ წრეზე და მარცხნივ, რომ სანაპიროზე ჩავიდეს და წრეზე მოტიარლდეს და ისევ ზემოთ, ელბაქიძის ქუჩაზე ავიდეს. ახლა ავიღოთ ამომსვლელი მანქანა: შეუძლია, ავიდეს ელბაქიძეზე; შეუძლია, მოუხვიოს და მარცხნივ წავიდეს ან ისევ ჩავიდეს სანაპიროზე. ახლა ავიღოთ მარჯანიშვილიდან წამოსული მანქანა: მას შეუძლია, წავიდეს მარჯვნივ, პირდაპირ ავიდეს ელბაქიძეზე, შეუძლია, დატრიალდეს წრეზე და მარცხნივ წავიდეს ან მოტრიალდეს წრეზე და ისევ მარჯანიშვილზე გავიდეს. წარმოიდგინეთ, რამდენი კვეთა და მოძრაობის სურვილია: იქმნება ოთხკუთხედი და, რადგან ჩვენ დათმობა არ ვიცით და ყველას უნდა, პირველი გავიდეს, წინ ვდგავართ და არ ვატარებთ არავის. ამდენად, რაკი მოძრაობის კულტურაა ყველაზე დიდი პრობლემა, ამიტომ ჩვენს კულტურას უნდა მოვარგოთ გზები, როდესაც მათ ვაპროექტებთ. მაგალითად, ევროპასა თუ ამერიკაში ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობენ და ჭკვიანურად აკეთებენ. მართალია, ყველგან არის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები და სერპანტინები, მაგრამ ისეთები, რომლებიც ერთმანეთს არ კვეთს. ანუ ერთი გზა ადის და მარჯვნივ მიდის, მეორე გზა ადის და მარცხნივ მიდის, მესამე გზა ადის და პირდაპირ მიდის. ისე უნდა იყოს დაგეგმარებული გზები და სერპანტინები, რომ შეუჩერებლად შეგეძლოს გავლა. 

ჩვენ გვაქვს ნახაზები, თუ როგორი უნდა იყოს თბილისში ნებისმიერი ადგილი, რომ არ შეიქმნას საცობები და არ შეფერხდეს მოძრაობა. ადრე არ ითვალისწინებდნენ არანაირ აზრს, უცხოელეს უკვეთავდნენ პროექტებს. დღეს არ კი ვიცი, გაითვალისწინებენ თუ არა ჩვენს შენიშვნებს ან ვის უნდა მივმართო ამ თემაზე. ისრაელიდან ჩამოჰყავდათ ექსპერტები და ბევრ მილიონს ხარჯავდნენ, რაც საერთოდ ზედმეტი იყო, საჭიროა მცირე ჯგუფი, რომელიც დაითვლის ყველაფერს არსებული ნორმატივებით და ძალიან მარტივად განიტვირთება მოძრაობა.

– გზა კი დაითვლება ნორმატივებით, მაგრამ მოძრაობის კულტურას რა ეშველება?

– ამაზე უნდა ვიმუშაოთ სკოლებიდანვე. ამიტომაც ვაპირებთ, გავაკეთოთ ბავშვთა პატარა ქალაქი, პირველი სეგმენტი იქნება ნულიდან 12 წლამდე, მეორე –  12-დან 18 წლამდე, რომ მოძრაობის წესები ძალიან კარგად ვასწავლოთ, რადგან 15 წლის განმავლობაში არაფერი გვეშველება, სანამ ახალი თაობა, რომლებსაც ახლა დავუწყებთ სწავლებას, არ წამოგვეწევა.

– სანაპიროზე, იუსტიციის სახლიდან თითქოს გზა გაფართოვდა, სამხაზიანია, მაგრამ მაინც საცობია დღის თითქმის ნებისმიერ მონაკვეთში, იმ დროს, როდესაც, იმავდროულად, საპირისპირო მოძრაობის ორხაზიან გზაზე საცობი არ არის დღე. ეს როგორ ხერხდება?

– ისევ ჩვენი მართვის კულტურის პრობლემაა, რაც კიდევ უფრო გაუარესდება იმის გამო, რომ უკვე ნებადართულია მართვის მოწმობის აღება ავტომატიკიან მანქანებზე. თუ აქამდეც არაფერი იცოდნენ, ახლა საერთოდ არაფერი ეცოდინებათ. კარგად რომ ამეცადინო, ავტომატიკის გამოცდის ჩაბარება ერთი წლის ბავშვსაც კი შეეძლება,  დააჭერ მუხრუჭს, გადაადგილდები, აუშვებ –  იმოძრავებ, არადა, როდესაც ნულოვანი სიჩქარით ჩააბარებ გამოცდას, ვერაფრით მოხვალ იმ დინამიკაში, რაც საჭიროა ქალაქებსა და ტრასებზე მოძრაობისას. ამის დამატებაც გაართულებს მოძრაობას.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენზოლიანია გზა, 17-ზოლიანიც რომ იყოს, საცობი მაინც შეიქმნება, თუ მანქანები არასწორად მოძრაობენ. ავიღოთ სამზოლიანი გზა, როდესაც სამივე ზოლში ერთი და იმავე სიჩქარით მოძრაობს სამი ნელი მძღოლი. ვერც ასწრებ ან საავარიო სიტუაციას ქმნი, რომ გაასწრო, ამიტომ მათ იძულების წესით მისდევს მასა, რომელიც უფრო სწრაფად მოძრაობს. ამას ემატება, რომ სადღაც შუაში კიდევ სამი ნელა მოძრავი მძღოლი აღმოჩნდება და უკვე საცობია. ოთხი ინერტული მძღოლი წინ და პლუს კიდევ ოთხი ინერტული მძღოლი შუაში, ნიშნავს საცობს. რასაც ემატება არასწორი მართვა: არ შეიძლება ერთი და იმავე სიჩქარით მოძრაობა სამივე ზოლში. მაგალითად, დაბალი სიჩქარით მოძრაობისთვის გერმანიაში 150 ევროთი დაგვაჯარიმეს. ჩემი მეგობარი იჯდა საჭესთან, ვსაუბრობდით და ნელა ვმოძრაობდით. პოლიციამ გაგვაჩერა, შენიშვნა მოგვცა ნელა მოძრაობის გამო და დაგვაჯარიმეს, რადგან მოძრაობას ვაფერხებდით. სანამ ჩვენთანაც არ დადგება საკითხი, რომ ზოლებში შესაბამისი სიჩქარით უნდა იმოძრაოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა და ამის გამო პატრული მათ არ დააჯარიმებს, მუდმივად იქნება საცობები. ამას გარდა, პატრულიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მათაც უნდა ჩამოიყალიბონ მოძრაობის კულტურა. თუ ყველა წესისამებრ იმოძრავებს, მოძრაობა განიმუხტება. ანუ სამუშაოები ყველა მიმართულებითაა ჩასატარებელი, გარდა იმისა, რომ გზების კვეთებია მოსაწესრიგებელი.

– მუდმივი საცობია ავტობანზე, თან, ნებისმიერი მხრიდან, განსაკუთრებით, თამარ მეფის ხიდიდან როდესაც მოძრაობ. ახლა უკვე შემოვლით გზაზე შემხვდა მერამდენედ საცობი, ოღონდ გმირთა მოედნისკენ შემოსვლისას. იქ რა ხდება?

– იქაც შეცდომა იყო დაშვებული. როდესაც დაიდო იმ მონაკვეთის ნახაზი, დავითვალე გზების გამტარუნარიანობა, მაშინვე ვთქვი, რომ ეს საცობს გამოიწვევდა და ჯობდა, რაც იყო, ის დაეტოვებინათ. კიდევ კარგი, ფილარმონიიდან ჩამოსასვლელ გზას შემდეგ დაამატეს ასასვლელი ვაკისკენ. გმირთა მოედანზე მოხდა ის, რომ მანქანების ნაკადი გაიზარდა ერთი მხრიდან, როდესაც დაამატეს შემოსასვლელი შემოვლითი გზიდან და არ იანგარიშეს, რომ იქიდან წამოსული ნაკადი შეუერთდებოდა ცენტრალურ ძარღვს. ანუ, თუ ერთი ნაკადი იყო, გახდა სამი და ის გზა არ ჰყოფნის. თუ დაკვირვებიხართ, ავტობანებზე არის ტროტუარი, იქ, სადაც საჭირო არ არის, არადა, ის ფართობი რომ გზისთვის დაემატებინათ, მოძრაობა ორზოლიანი გახდებოდა და საცობები არ იქნებოდა. სამ ზოლად მოძრაობენ მანქანები და უცებ ერთ ზოლში უნდა აღმოჩნდეს ყველა. ვიღაც ნელი მძღოლიც ამოჩნდება სათავეში და უკვე საცობია. ძაბრში წყალს თუ დიდი ნაკადით ჩაასხამთ, ვერ გაივლის და დაგროვებას დაიწყებს. იგივე ხდება გმირთა მოედანზეც.

– მუდმივი საცობია ლაგუნა ვერესთანაც.

– ახალი სერპანტინი რომ დააყენეს, არავის უფიქრია ხიდების ისე გაკეთებაზე, რომ ფილარმონიიდან წამოსული ნაკადი პირდაპირ გადასულიყო დიღმისკენ მიმავალ ავტობანზე. ახლა კი ფილარმონიიდან მოძრავი მანქანა უნდა გავიდეს მარცხნივ, რომ დიღმისკენ იმოძრაოს, გმირთა მოედნიდან წამოსული კი უნდა გადმოვიდეს მარჯვნივ, რომ სანაპიროსკენ გავიდეს. არადა, ფილარმონიის გადასასვლელი ერთი პატარა ხიდით უნდა დაკავშირებოდა დიღმისკენ მიმავალ სერპანტინს და განიმუხტებოდა მოძრაობა. ყველგან პატარა „პერემიჩკებია“ დასამატებელი და მოძრაობა განიმუხტება.

–  ფეხით მოსიარულეების კუნძულებმა შეაფერხა თუ გააუმჯობესა მოძრაობა?

–  კუნძულები ცუდი არ არის, კარგად ახერხებს ნაკადების სეპარაციას, უბრალოდ, როდესაც თავიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი ვაგზლისკენ მიმავალ გზაზე და ნახეს, რომ კუნძულები კარგად მუშაობდა, ადგნენ და ყველგან გააკეთეს, იქაც, სადაც არ იყო საჭირო ამხელა კუნძულები. ამ კუნძულებით გზა შეავიწროეს. მხოლოდ გამყოფ ზოლად რომ გაეკეთებინათ ფეხით მოსიარულეთა კუნძულები, ამ შემთხვევაში, წაადგებოდა მოძრაობის რეგულაციას.

–  „ისნის” მეტროსთან უამრავი კუნძულია და მუდმივად საცობიც.

– იმიტომ რომ დიდი ზომის კუნძულები გააკეთეს, ლამის ჩიხია. 

– როგორც მივხვდი, თბილისში საცობის მიზეზი არ არის ავტომანქანების ჭარბი რაოდენობა?

–  გეთანხმებით, მართალია, იმატა ავტომანქანების რაოდენობამ, მაგრამ ეს გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. ვთქვათ, გერმანიაში ამავე რაოდენობის მანქანებით და მათ მიერ კარგად დაგეგმილი გზებით, არათუ საცობი არ იქნებოდა, ვერც კი მივხვდებოდი, რომ გზა დატვირთულია.

– დავაზუსტებ, ჩვენთან მანქანების ისეთი რაოდენობაა, რომ გზები შესაძლოა, მუდმივად თავისუფალი იყოს მოძრაობისთვის?

– დიახ.

– შესაბამისად, ის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ ავტომანქანებით გადატვირთულ ქალაქებში საცობების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ არ გამოგვადგება. იმიტომ რომ მაინც არ გვეშველება არაფერი?

– სამი პრობლებმაა: გზების დაგეგმარება, მართვის კულტურა და მძღოლების გამოუცდელობა. მართვის მოწმობას აძლევენ ადამიანს, რომელსაც არსად უვლია. მოძრაობის კულტურას ბავშვობიდან უნდა ჩავუყაროთ საფუძვლი, მართვის მოწმობა კი უნდა მივცეთ ადამიანს, რომელმაც  მართლაც იცის ავტომანქანის მართვა. ევროპაში დიდი ხანია, დაასკვნეს, რომ საჭიროა სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობა და სანამ ინსტრუქტორი არ გაძლევს დასტურს, რომ ქალაქში, ტრასაზე კარგად ატარებ მანქანას, არ გაძლევს უფლებას, გახვიდე გამოცდაზე. ასე უნდა იყოს ჩვენთანაც და ამას გარდა, მცირე კორექციაა საჭირო დაგეგმარებაში.

– რიგ შემთხვევაში ეს ხარჯთანაა დაკავშირებული, რიგ შემთხვევაში ხარჯების გარეშეც მოგვარდება?

– არის ადგილები, სადაც ხარჯის გარეშეცაა შესაძლებელი საცობის პრობლემის მოგვარება: რომელიღაც ერთი მიმართულება უნდა გაუქმდეს, ერთი კვეთა  და ალტერანტიული გზა გაკეთდეს. მთავარია, როგორც გითხარით, ჩაკეტილი სამკუთხედი და ოთხკუთხედი არ შეიქმნას. როდესაც საცობში მოვხვდები, ვიცი, რა ხდება, ამიტომ მაშინვე გადმოვდივარ მანქანიდან, მივდივარ იქ, სადაც საცობი იწყება, განვმუხტავ მოძრაობას და საცობიც მთავრდება.

– ყოველ შემთხვევაში, თქვენ ეს ნახაზები გაქვთ და, თუ ვინმე დაინეტერესდება, მიაწვდით?

– რა თქმა უნდა, თუ ვინმე დაინტერესდება, ნებისმიერ დროს თავიდან დავუხაზავ, უკვე იმდენჯერ მაქვს გათვლილი ეს ყველაფერი. 

 

скачать dle 11.3