კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შასძლეს“!

„მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა“ 

 

რაკი, სულაც, ყალყზე შემდგარი თმის წვერებზე რომ გევლო, ვერაფერს შეიტყობდი იმ საბიუჯეტო ხვავსა და ბარაქაზე, რასაც წინა ხელისუფლება დედის რძესავით ირგებდა, საქართველოს მოკვდავი მოქალაქეები მხოლოდ საკუთარი ფანტაზიის წყალობით თუ მიხვდებოდნენ (კიდევ, ჩინოვნიკთა ნაპატივები ჰაბიტუსებით), თუ რარიგ საამო იყო იქ, ზემოთ ყოფნა.

აწ კი, რადგან ინფორმაცია გათავისუფლდა, სახმოხელეთა პრემია-ხელფასების ოდენობაც სულ დაწვრილებით შევიტყვეთ და ისედაც გამსკდარი გულები კიდევ უფრო დაგვესერა. კიდევ უფრო, იმიტომ რომ უკვე საკუთარ ტყავზე ვიცით, რა შედეგიც მოაქვს ზემოთ მყოფთა წრეგადასულ ნაყროვანებას.

ასეა თუ ისე, IDFI-მა გვაცნობა, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 210 თანამშრომლის  შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად ოთხ-ნახევარი ლარია გამოყოფილი. ხოლო ამა წლის 10 თვის განმავლობაში საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს, ერთობლივად, პრემიებად მილიონ 700 ათასი ლარი მიუღიათ. 

სახელდობრ, საკრებულოს 10 თვის თავმჯდომარეს პრემიად 18 000 ლარი აუღია, ბ-ნ სამუშიას – 1 000 ლარით მეტი, მას არც ზურაბ ტყემალაძის ვაჟი, გიორგი ტყემალაძე ჩამორჩენია (პრემიის ოდენობით).

თავის მხრივ, გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქელი საკრებულოელები გამოეხმაურნენ და შეგვახსენეს, რომ „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში, მივლინებებსა და სხვა ამოცანებისთვის 3-4-ჯერ მეტი თანხა იხარჯებოდა (გვჯერა!). მაგალითად, აი, ბ-ნ ახვლედიანს საკრებულოს ბიუჯეტიდან მხოლოდ მივლინებებისათვის 160 000-ზე მეტი ლარი განუკარგავს (ესეც გვჯერა!).

ერთი სიტყვით, დედაქალაქის საკრებულო გვარწმუნებს, რომ მზად არიან, „მომავალშიც ვითანამშრომლოთ აღნიშნულ და ყველა დაინტერესუბულ ორგანიზაციასთან თუ საზოგადოებრივ ჯგუფთან, იმისათვის, რომ თბილისის საკრებულოს ბიუჯეტიდან ხარჯვითი პროცესი იყოს გამჭვირვალე და დასაბუთებული.“

ჩვენ, ცხადია, მივესალმებით ამ მზადყოფნას, სხვათა შორის, იმასაც, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გადაიფიქრა (თუ გადააფიქრებინეს) 2014 წლის 83 000-ლარიანი „ჯიპის“ ყიდვა (აწ უკვე 2012 წლისაზეც ყაბულსაა) და სხვა სახჩინოვნიკებმაც გააუქმეს ტენდერები ძვირად ღირებული ავტომანქანების შესყიდვაზე, მაგრამ, მაინც უპასუხოდ რჩება კითხვა: რატომ ვერ სცდებიან ჩვენი მმართველები (ყველა არა) სტერეოტიპს: „შასძლებ თავმჯომარეობას“?!

скачать dle 11.3