კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მონეტებათამაშებულები

ანუ „ფულები არის სეპარატისტის გამხარებელი“

 

თუკი „იუჟნაია ოსეტიას“ „პრ.“ თიბილოვი კომუნისტურ პარტიაზე ამყარებს მომავლის იმედებს, სეპარატისტმა „პარლამენტარებმა“ მორიგი კანონი გამოაცხვეს. კერძოდ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ „გამარჯვების“ მეხუთე წლისთავს სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტების მიმოქცევის შესახებ გადაწყვეტილება მიუძღვნეს.

სეპარატისტული ვალუტის სიმყარეს რუბლზე გაასწორებენ – 1 ერთეული 10 რუბლს გაუტოლდებაო. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ეს სამახსოვროები და საინვესტიციოები ანგარიშგებისთვის  არ გამოდგება (საინვესტიციო პროცესში ხომ სულ კრამიტებს აუტეხს რაკი-რუკს) .

სხვათა შორის, რუსეთის ბიუჯეტზე 100 პროცენტით აკიდებულ ამ ჩვენს „იუჟნაია ოსეტიას“ ეროვნული ბანკიც ჰქონია. ჰოდა, მისმა თავკაცმა, ვინმე ზასეევმა, გვამცნო, თუმცა, ჩვენ რა, სეპარატისტ პარლამენტარებს ამცნო, რომ სულ ოქროს 350 მონეტას გამოუშვებენ, ხოლო ვერცხლისების რაოდენობა კი 650-ს მიუკაკუნებს. ოქროს მონეტები 35 000 რუბლი ეღირება (დაახლოებით, 1 000 აშშ დოლარი), ვერცხლის – უფრო მოკრძალებული (3 000 რუბლი); სახელად კი „ზაერინი“ დაერქმევათ და ამ მიზნისთვის 13 მილიონ რუბლსაც დახარჯავენ (რა ენაღვლებათ, მუქთა იყოს, კუბო იყოს, არათუ ოქრო-ვერცხლის მონეტები).

ხოლო, ვიდრე ეს ჩვენებური სეპარატისტები მონეტებს ათამაშებენ, პოლიტოლოგი ვინმე ბატ. ჩერნოვი ავითარებს აზრებს, რომ, რაკი „ოკუპანტ“ ქართველებს „იუჟნაია ოსეტიას“ სრული ტერიტორია ჯერაც არ გაუთავისუფლებიათ – „თრიალეთის ოსეთი“ და ყაზბეგის რაიონისა – აუცილებელია „იუჟნაია ოსეტიას“ „საზღვრების“ „სამართლიანად“ დადგენა და, შესაბამისად, პირდაპირი გზის დამყარება მტარვალ ქართველთ მიერ გაყრილ სომხეთსა და რფ-ს შორის.

სავსებით ცხადია, რომ მოვლენები ჯერჯერობით ჩვეული მოტივით – „აგრე ვიცის ჯაყომა“, ვითარდება, თუმცა ისიცაა, რომ საბოლოო შედეგი მაინც იმაზეა დამოკიდებული, „იმედნაკრავ ნაკაცრებად“ დავრჩებით თუ მაინც რამეს გავახერხებთ?! 

скачать dle 11.3