კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„იმუშავეთ, ვირებო“

ანუ „მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თუ მთლად ისეც ვერ განვითარდა მოვლენები, „შეიბნეს ვეფხი მოყმეი“ და მხოლოდ იმას დავჯერდით, „არ შემოჰკრა, აფრასიონ, არ დამღუპო, კოწია“, საპარლამენტო უმცირესობამ სხდომათა დარბაზიც დატოვა პროტესტის ნიშნად და საპარლამენტო მუშაობასაც უგანა (სანამ ბოდიშს არ მოგვიხდიან, ჩვენი ფეხი არ იქნება, თუ მთლად ამ ორგანოში არა, ამ ორგანოს სხდომათა დარბაზშიო!) და მერე რა, რომ თავად უმრავლესობაში ყოფნისას იმდენს უბრაგუნებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ლამის რუსის ბარაბანს რომ არ მოხვედრია (თუმცა, ეს ჩვენ არ მოგვწონდა  – არც მაშინ, არც ახლა). 

მეორე მხრივ, უმრავლესობა უმცირესოელ კოლეგებს კვლავაც ეპატიჟება (ერთად ვიშრომოთ, რადგან, „ვიხუმრეთ, არისტოფანო“), თუმცა, ეს უკანასკნელნი მტკიცედ დგანან არშესვლაზე და სხვაგვარად არც ძალუძთ!  ბ-ნმა უსუფაშვილმა კოლეგებს ბიუროს სხდომაზე (რომლებსაც, ბუნებრივია, მოპროტესტე უმცირესოელები არ ესწრებოდნენ) გაუმხილა, რომ დავით ბაქრაძეს შეხვდა და შეეაჯა, დაგვიბრუნდითო, მაგრამ ამაოდ (ჩვენ დაბრუნებით ტკივილებს არ წავშლითო!)…

მეორე მხრივ, იმდენი რამ აქვს გასაპროტესტებელი უმცირესობას, აბა, სად სცალია პარლამენტში კანონებზე სამუშაოდ?! ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელფასო ანგარიშებზე სამნულიანი ხელფასები მაინც ჩაერიცხებათ, სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად დანამატსაც მიიღებენ, ავტოტრანსპორტის ხარჯიც აუნაზღაურდებათ და კიდევ სხვა ამგვარი საბიუჯეტო ნუგბრებიც, მართლაცდა, ასეთ ფონზე, რა ჯობია „ბრეგვაძეებში ქეიფს“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროტესტს)?! 

 

 

скачать dle 11.3