კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქველმოქმედო აქცია „მაკდონალდსში“

20 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე „მაკდონალდსმა“ ჩაატარა აქცია – „ბედნიერი დღეები „მაკდონალდსში“. „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში დაიდგა ცოცხალი ნაძვის ხე და სპეციალური ყუთები ნაძვის ხის სათამაშოებით. 

„მაკდონალდსის“ ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა ნაძვის ხის სათამაშო სიმბოლურ ფასად. 

მყიდველები შეძენილ ნაძვის ხის ბურთს აწერდნენ თავიანთ სახელებს,   სურვილებსა თუ გზავნილებს და სათამაშოებს კიდებდნენ  რესტორნებში დადგმულ ნაძვის ხეებზე. 

მსგავს საქველმოქმედო აქციებს „მაკდონალდსი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად აწყობს მათთვის, ვისაც დახმარება ძალიან სჭირდება. 

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 3-კვირიანი აქციის შედეგად შეგროვდა თანხა, რომელიც მთლიანად გადაირიცხა „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ ბავშვთა განყოფილებაში სასუნთქი აპარატის შესაძენად.

17 დეკემბერს „მაკდონალდსმა“ კლინიკაში მიიტანა მორთული ნაძვის ხეები, რომლებიც „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ ეზოში დარგეს. კომპანია ასევე გაუმასპინძლდა ბავშვებს „ჰეფი მილით“.

скачать dle 11.3