კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეველოპერულმა კომპანიამ – „m2 უძრავი ქონება“ – ორი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

კომპანიას „m 2 უძრავი ქონება“ დაარსებიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიის მიზანია, გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში‚ შესთავაზოს საზოგადოებას მეტი სიახლე‚ ასოცირდებოდეს კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან და, ამასთან‚ ეს ყველაფერი იყოს მაღალხარისხიანი‚ ხელმისაწვდომი და აკმაყოფილებდეს ყველა გემოვნების მომხმარებელს. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს კომპანიისადმი ნდობას. „m 2 უძრავი ქონების“ წარმომადგენლებმა ორი ახალი პროექტის დაწყების შესახებ აუწყეს ჟურნალისტებსა და დამსწრე საზოგადოებას. 

ირაკლი ბურდილაძე (კომპანია „m 2 უძრავი ქონების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): ორი სამშენებლო კომპლექსი‚ რომელსაც ავაშენებთ‚ ნუცუბიძის ქუჩასა და ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს. ორივე პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისა (IFc) და კანადის მთავრობის მიერ. აღსანიშნავია ისიც‚ რომ დაფინანსების საერთო მოცულობა 14 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს‚ საიდანაც 4 მილიონი ამერიკული დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო უშუალოდ ენერგოეფექტური სახლების მშენებლობის მიზნობრიობით. პირველად საქართველოში, ორივე კომპლექსი ენერგოეფექტური იქნება‚ რაც მცხოვრებლებს კომუნალურ ხარჯებს 20-23 პროცენტამდე შემცირების საშუალებას მისცემს. მობინადრეებს‚ რომლებიც აირჩევენ საცხოვრებელ ფართს როგორც ნუცუბიძის ქუჩაზე‚ ისე ყაზბეგის გამზირზე‚ ბინები დასრულებული რემონტით დახვდებათ. რაც შეეხება „m2 ნუცუბიძეზე“‚ მისი ჩაბარება 2015 წლის ნოემბერში იგეგმება. საცხოვრებელ კომპლექსს აქვს მოსახერხებელი მდებარეობა‚ ის მეტრო „ვაჟა-ფშაველადან” 300 მეტრ მანძილზეა‚ სამივე მხრიდან გააჩნია საავტომობილო მისასვლელი‚ აქვს ორდონიანი ავტოსადგომი‚ ეზოში იქნება სპორტული მოედანი და სარეკრეაციო ზონა. რაც შეეხება ბინის ფართს‚ ის 45 კვადრატული მეტრიდან დაიწყება. 

„m2 ყაზბეგის” საცხოვრებელი კომპლექსის ჩაბარება კი 2016 წლის თებერვალში მოხდება. ის ქალაქის ორ ცენტრალურ გამზირს შორის მდებარეობს‚ ორივე მხრიდან აქვს საავტომობილო მისასვლელი‚ გააჩნია სარეკრიაციო ზონა‚ გამწვანებითა და მიწისქვეშა ავტოსადგომით. ბინები დასრულებული რემონტით 42 კვადრატული მეტრიდან იწყება. ყაზბეგის კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს 3.500 კვადრატულ მეტრს.

შორენა დარჩიაშვილი (კომპანია „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით): თავდაპირველად მინდა აღვნიშნო‚ რომ ამ ორი ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის. „m2“ ზრუნავს მომხმარებელთა კომფორტზე და ამით დღითი დღე მკვიდრდება ისეთ დეველოპერულ კომპანიად‚ რომელზეც უდავოდ შეიძლება არჩევნის გაკეთება. ნუცუბიძის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე საცხოვრებელ კომპლექსებში ბინები დასრულებული რემონტით ბარდება. მობინადრეები შეძლებენ‚ პირდაპირ შევიდნენ და იცხოვრონ საკუთარ ბინებში‚ სადაც მათ დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით, რომლებიც ასევე იტალიური წარმოების იქნება. მნიშვნელოვანია ისიც‚ რომ ბინის დაგეგმარება‚ ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მობინადრის მოთხოვნებისა და გემოვნების მიხედვით შეირჩევა, მასალების არჩევანი კი დიდი და მრავალფეროვანია. კომპანიის ხელმძღვანელობა აქცენტს აკეთებს‚ ასევე‚ უსაფრთხოებაზეც: კომპლექსის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას‚ სადარბაზოების დასუფთავებასა და ეზოს მოვლას. კომპლექსი აღჭურვილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ასე რომ, კომპანია „m2 უძრავი ქონების“ პროექტებში ბინის შეძენის‚ მსურველებს შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც იპოთეკური სესხით‚ ისე შიდა განვადებით. შიდა განვადების შემთხვევაში‚ მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 20 პროცენტს. აღსანიშნავია‚ რომ განვადების ვადა მშენებლობის ბოლომდე გრძელდება‚ ხოლო უზრუნველყოფას მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს. „m2 ნუცუბიძეზე“ 2015 წლის ნოემბერში‚ ხოლო „m2 ყაზბეგზე“ – 2016 წლის თებერვალში – დასრულდება.

 

скачать dle 11.3