კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

– წარმოგიდგენია‚ წუხელ‚ შუაღამისას მეზობელმა ისეთი დამიბრახუნა კედელზე... დრელი კინაღამ ხელიდან გამივარდა.

***

ავტობუსში.

– თქვენ‚ ალბათ‚ სტრიპტიზიორი ხართ...

– როგორ მიხვდით?

– ხელის მოსაკიდებელზე ფეხით ხართ ჩაჭიდებული...

***

– არავის მე არ ვუყვარვარ...

– მე მიყვარხარ!

– ნუთუ ძნელია‚ ცოტა ხანს გაჩუმდე და მომისმინო?!

***

ორი ადვოკატი შევიდა კაფეში. მაგიდასთან დასხდნენ‚ სასმელი შეუკვეთეს და თავიანთი ბუტერბროდები ამოიღეს.

– უკაცრავად‚ საკუთარი საჭმლის ჭამა კაფეში აკრძალულია.

ადვოკატებმა სწრაფად შეუცვალეს ერთმანეთს ბუტერბროდები.

***

სარა ისაკს ურეკავს:

– ისაკ‚ საღამოს აბრამი მიდის‚ ამოდი...

– და როგორ გავიგო‚ როდის წავა.

– ოცთეთრიანს გადმოვაგდებ‚ გაწკარუნდება და მიხვდები.

წავიდა აბრამი. გადააგდო სარამ ოცთეთრიანი. ელოდება. ისაკი არა და არ ამოდის. გადაიხედა ფანჯრიდან სარამ. ხედავს‚ ისაკი ეზოში დაბოდიალობს.

– ისაკ‚ რას აკეთებ?

– ფულს ვეძებ.

– რა ხარბი ხარ... ოცთეთრიანი ძაფზე მქონდა გამობმული.

***

ნათესავები არ გირეკავენ? არ ინერვიულოთ‚ ესე იგი‚ ისინი კარგად არიან...

***

ხელმძღვანელობის საყვარელი ფრაზაა: „შეუცვლელები არ არსებობენ“. მაგრამ‚ როდესაც შვებულებაში წასვლაზე მიდგება საქმე: „შენ ერთადერთი ხარ“...

***

ოპტიმისტი – ეს ის კი არ არის‚ ვინც პირველი იძახის „ვაშას“‚ არამედ ის‚ ვინც ბოლოს ამბობს: „ამის დედაც...“

***

– ვერაფერი გავიგე‚ მიხვალ ღარიბთან‚ გულთბილად მიგიღებს‚ გაგიღიმებს‚ დაგეხმარება‚ რაც შეუძლია. მაგრამ მდიდართან მიხვალ და... ვერც კი გამჩნევს...

– გაიხედე ფანჯარაში‚ რას ხედავ...

– ვხედავ ტროტუარზე მოხუცი მიდის ჯოხით... ქალი ბავშვის ეტლით ქუჩაზე გადადის...

– ახლა სარკეში ჩაიხედე

– აქ რა უნდა დავინახო? – საკუთარ თავს ვხედავ.

– ახლა მიხვდი‚ ორივე შუშაა‚ მაგრამ ცოტაოდენი ვერცხლი და... მხოლოდ შენს თავს ხედავ.

***

ღამის ორი საათია. ბარი დაკეტილია. სოროდან გამოდის გერმანელი თაგვი‚ მიიხედ-მოიხედა‚ კატა არ ჩანს. დაისხა ლუდი‚ დალია და შეცუნცულდა თავის სოროში. წუთის შემდეგ გამოდის ფრანგი თაგვი‚ კატა არ ჩანს. დაისხა ღვინო‚ დალია და დაბრუნდა სოროში. გამოდის მექსიკელი თაგვი‚ კატა არ არის‚ დაისხა ტეკილა და წავიდა. გამოვიდა რუსი თაგვი‚ კატა არ ჩანს. დაისხა არაყი‚ გადაჰკრა. კატა არ ჩანს. დაისხა მეორედ‚ გადაჰკრა‚ ისევ არ ჩანს კატა‚ დაისხა მესამე... მეოთხე... მეხუთე... დაჯდა... კატა არ ჩანს‚ წაიკაპიწა მკლავები: „აჰა‚ არ არის? არა უშავს‚ დაველოდებით!“.

***

ქმარს ცოლი კალთაში ჩაუჯდა‚ ეფერება.

– საყვარელო‚ შენც მითხარი‚ რამე საალერსო სიტყვა.

– ჩემო ქათამო.

– რატომ ქათამო?

– ისეთ ადგილზე ზიხარ‚ სხვა რა უნდა მეთქვა...

***

მამაკაცის სიტყვა მტკიცეა – თუ მან თქვა „ხვალ“‚ ის ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის‚ უბრალოდ‚ თქვენ ყოველ მეორე დღეს უნდა შეახსენოთ.

***

სტომატოლოგთან.

– ცოტა ჰელიუმი შეისუნთქეთ...

– ტკივილს მომიხსნის?

– ტკივილს არა‚ მაგრამ ცოტა მოგუდულად იყვირებთ.

***

– აი‚ მამა კარლოს რომ გადმოებრუნებინა შეშის ნაპობი და ისე გამოეთალა ბურატინო‚ მალვინა აღარ დაღონდებოდა მისი გრძელი ცხვირის შეხედვისას.

***

ქმარი მილიციელი შინ დილით დაბრუნდა. 

– ბავშვი მშიერია‚ რძეზე ჩაირბინე‚ რა! – გამოსძახა ცოლმა.

– ფუ‚ შენი... – შეიგინა, ძლივს გაუყარა ფორმის ქურთუკში ხელი და სირბილით დაეშვა კიბეზე.

– შენ რა‚ სამსახური გამოიცვალე? – ეკითხება გაოცებული გამყიდველი.

– საიდან მოიტანე?

– რა ვიცი‚ მეხანძრის ფორმა გაცვია...

***

ლაზერული კორექციის ოპერაციის შემდეგ‚ თვალები რომ გაახილა‚ დაინახა‚ როგორი ლამაზია სამყარო... თუმცა‚ ბინის რემონტი და შეყვარებულის გამოცვლა აუცილებელი გახდა...

***

– მაგარ ფორმაში ხარ‚ ვარჯიშობ ალბათ...

– არა‚ დილით დავრბივარ... ყვირილით‚ ვაიმე‚ ისევ დამაგვიანდა...

***

მამაკაცი პლასტიკური ოპერაციის კლინიკაში მივიდა.

– ექიმო‚ პენისის დამოკლება მინდა‚ სიარულში მიშლის ხელს...

ექიმი ექთანთან ერთად ათვალიერებს... უცბად ექთანმა წამოიძახა:

– საცოდაობაა ამის დამოკლება‚ ექიმო‚ იქნებ ფეხები დაგვეგრძელებინა...

***

ქუჩაში ტიპს ძაღლმა უკბინა. აყვირდა:

– მე ვითხოვ კომპენსაციას?

– ბაზარი არაა‚ ძმაო. ახლავე გავაკავებ და შენ მიდი‚ უკბინე...

***

ქალი ტაქსის აჩერებს. 

– იცით‚ თან ფული არ მაქვს‚ და თუ შეიძლება‚ ნატურით გადაგიხდით.

– რაღა დროს ჩემი ეგ საქმეა‚ ქალბატონო... – უთხრა ტაქსისტმა‚ თუმცა‚ დაფიქრდა‚ მუშაობა არ მაქვს და კლიენტი არ დავკარგოო. გააჩერა გამვლელი და შესთავაზა‚ აგერ ქალი და მგზავრობის ფულში შეგიძლია მოიხმაროო. ისიც დათანხმდა‚ შეძვრა მანქანაში და შეუდგა საქმეს. ამ დროს მილიციელმა გამოიარა‚ მიაშუქა ფანარი.

– რას აკეთებთ?

– იცით‚ აი ცოლთან.... 

– კარგი‚ მე მეგონა, მეძავთან იყავით...

– ჰო‚ მეც ეგრე მეგონა‚ სანამ ფანარს მოანათებდი...

скачать dle 11.3