მხოლოდ ფაქტები
* ინგლისის ბოტანიკურ ბაღში, „ედემში,“ ბრაზილიური ჰევეის ხის გვერდით, ავტომანქანის საბურავებს ნახავთ. ნაგავი არ გეგონოთ – ამ ბაღში გამოფენილია ყველაფერი, რაც მცენარეული მასალისგან მზადდება.
* გერმანელი საოპერო მომღერლის, მარიტა გიუნტერის ხმის დიაპაზონი 28-დან 4 186 ჰერცამდეა. თუმცა, სრულად პრაქტიკულად არასდროს გამოუყენებია – არც ერთ ოპერაში არ არის პარტია, რომლის შესრულებისას ასეთ ვოკალური მონაცემებია საჭირო.
* არც ისე დიდი ხნის წინ, დუბაის ემირატებმა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში შედის, რუსეთისგან იყიდა ქუჩების თოვლისგან გასასუფთავებელი კომბაინი – ამ ცხელ ქვეყანაში თოვლსაწმენდი მანქანებით ქუჩებს ასუფთავებენ... ქვიშისგან.
* მალტის წმიდა მარიამის ტაძარში ინახება უნიკალური რელიკვია – გერმანული ბომბი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტაძარს დაეცა, გუმბათი ჩაანგრია, მესას შესრულების დროს 300 კაცს შორის ჩავარდა და... არ აფეთქდა.
* დამწყებმა მსახიობმა ნენსიმ, დამწყებ პოლიტიკოს, რონალდ რეიგანს დახმარება შესთავაზა დელიკატურ საქმეში – გაეფანტა გავრცელებული ჭორები, რომლებიც მას კომუნიზმისადმი სიმპათიებში ადანაშაულებდა.
* ანდორის სახელმწიფო ჰიმნი იწყება სიტყვებით: „გმადლობთ შენ, ო, დიდო კარლოს, მამავ ჩვენო, არაბებისგან მხსნელო...“
* ვალსი ადრე უხამს ცეკვად ითვლებოდა, რადგან, მამაკაცი ქალს წელზე ჰკიდებდა ხელს.
* არც ისე დიდი ხნის წინ, ესპანელმა და კანადელმა ბიოლოგებმა ატლანტის ოკეანეში აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ბაქტერია, რომელსაც „ჰალომონას ტიტანიკი“ უწოდეს. სწორედ ეს „რკინისმჭამელი“ ბაქტერიები შლიან ჩაძირულ „ტიტანიკს“.
* ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრებმა ნადინ შვეიერმა 45 სტუმრის თანდასწრებით გააფორმა ქორწინება... საკუთარ თავთან.