კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დევიდ დათუნას და „Google Glass” ტექნოლოგიის ახლებური ხედვა მაიამის გამოფენაზე

მაიამიში გამართული მასშტაბური არტ-მოვლენის – „მაიამი არტ ბაზელის” დებიუტანტმა, წარმოშობით თბილისელმა, ამერიკაში მცხოვრებმა კონცეპტუალისტმა მხატვარმა, დევიდ დათუნამ  არტ-მოყვარულები, თანამედროვე ხელოვნების ახალი მიმდინარეობით, პირდაპირი გაგებით, გააოცა. მხატვარმა წარადგინა სრულიად ახალი, არაჩვეულებრივი ოპტიკური ეფექტების მქონე პროექტი სახელწოდებით „Viewpoint of Billions” („მილიარდრების ხედვა”). „გუგლის”, კომპანია „ბრიქსიმფლის” დიზაინერებისა და დევიდ დათუნას მიერ წარმოდგენილმა პროექტმა შექმნა ხელოვნების სრულიად ახალი, განსხვავებული სამყარო, რომელსაც შეუძლია „პასუხის გაცემა” სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ოპტიკური ლინზების ქვეშ დევიდ დათუნამ მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტან პიროვნებათა გამოსახულებები და ამერიკის შეერთებული შტატების დროშა მოათავსა. ამ ყველაფერს კი, თუ „გუგლის სათვალის” გამოყენებით შეხედავთ, დაინახავთ, როგორ დაიწყებენ მოძრაობას გამოსახულებები და როგორ შეიცვლის ფორმას ობიექტი. „გუგლთან” ერთად განხორციელებული პროექტის გარდა, დევიდ დათუნამ მაიამიში კიდევ ერთი პროექტი წარადგინა, სახელწოდებით „თაობების ოპოზიცია: ჯეი ზი და პიკასო”. მხატვარმა ცნობილი რეპერის ჯეი ზის და განთქმული პაბლო პიკასოს პორტრეტები თავის ჩვეულ მანერაში შექმნა და ერთმანეთის საპირისპიროდ განალაგა, რითაც ორი განსხვავებული ხელოვანი ერთმანეთს „დაუპირისპირა”. ცნობისთვის, მაიამიში  „Viewpoint of Billions-ის პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკულ პრესაში. 16-18 დეკემბერს კი დევიდ დათუნას ახალი პროექტი ამჯერად ნიუ-იორკში, „ლინკოლნის ცენტრში” წარადგენს „მილიარდების ხედვას”. 

скачать dle 11.3