კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი „ჯიპი“ უფრო გამძლე და იაფია შესანახად – „ჰონდა სიარვი” თუ „ტოიოტა რავ 4” და რა გადაუჭრელი პრობლემა შეიძლება, შეექმნას „სიარვის” ისეთი, საქართველოს პირობებში რომ არ გამოსწორდება?

პასუხი: ორივე ავტომობილი საკმაოდ კარგი და იოლი შესანახია, მაგრამ „ჰონდა” გაცილებით დიდია, შესაბამისად, უფრო კომფორტულია ოჯახისთვის, ფიზიკურად დიდი ადამიანის ჩასაჯდომად და თუნდაც, ბარგის გადასატანად. იმავდროულად, ის „ტოიოტაზე” ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ორივე ავტომობილს აქვს ერთი დიდი პრობლემა – მართვის ავტომატური კოლოფი. მისი დაზიანების შემთხვევაში, მოგიწევთ ახლის შეძენა მეორადი ნაწილების ბაზრობაზე ან მაღაზიებში, რადგან მისი აღდგენა ძალიან რთულია და თან, ძვირი ჯდება. თუ არჩევანს მართვის მექანიკურ კოლოფზე გააკეთებთ, ის ორივე მოდელს უსაზღვროდ გამძლე აქვს. მის რესურსს ავტომობილის ექსპლუატაციის ბოლომდე ვერ ამოწურავთ. მაგრამ, თუ აქცენტს მაინც მართვის ავტომატურ კოლოფზე აკეთებთ, ის „ტოიოტას” უფრო გამძლე აქვს. 

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „ოპელ ფრონტერა”. რამდენად გამოსადეგია ის საქართველოს პირობებში და აქვს თუ არა კარგი გამავლობა?

პასუხი: „ოპელ ფრონტერას” ვერავის ვურჩევ. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ეს უზარმაზარი კორპორაციის, საავტომობილო გიგანტის, „ოპელის” ჩავარდნაა. ეს არის ავტომობილი, რომელსაც არც გამავლობა უვარგა, არც მანევრი და არც სხვა რამ. იქნებ რაიმე სხვა შეარჩიოთ იმავე კლასში, მაგალითად „ნისან ტერანო”, რომელსაც დაახლოებით იგივე ფასი აქვს.

კითხვა: მყავს „ოპელ ასტრა”, 1997 წლის „ჰეჩბექი“, 1.4-იანი ძრავით, V16 „ეკოტეკი”. ძალიან მინდა, შედარებით ძლიერი ძრავა ჩავაყენო ისე, რომ „ხადავოიში” ბევრი არაფრის შეცვლა დამჭირდეს. კომპიუტერის და გაყვანილობის ხელახლა მომართვა ხომ არ მომიწევს? კიდევ რისი შეცვლა დამჭირდება და დაახლოებით, რა ხარჯებთანაა ეს დაკავშირებული?

პასუხი: ამ ტიპის ავტომობილის ასე გადაკეთება, ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გაყიდვა და ისეთძრავიანის ყიდვა, რომელიც უფრო გაწყობთ. როგორც წესი, ძალიან ბევრი წვრილმანია გადასაკეთებელი და მოსარგები. მაგალითად, როგორიცაა: ძრავის სადგარები, ყუმბარები, მოდების ქურო, წყლის და დენის გაყვანილობების ცალკეული ნაწილები და სხვა. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ნისან ქაშქაი”. უკანა ნაწილში ისმის პლასტმასის ჭრიალი. ეს ამ ავტომობილის დეფექტითაა გამოწვეული, თუ რაიმე პრობლემა აქვს? იქნებ დამიხასიათოთ ამ მანქანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პასუხი: ზოგადად, „ქაშქაის” ახასიათებს ასეთი ხმაური, რაც გამოწვეულია არცთუ ისე ხარისხიანი სამაგრებით, გადაბმებით, პლასტმასის ხარისხით და სხვა. ამის გამოსასწორებლად, მოგიწევთ, ხელოსანთან მისვლა ან თავად უნდა იპოვოთ, საიდან მოდის ეს ხმა და რაიმე სწრაფი მეთოდებით აღმოფხვრათ. არსებობს სპეციალური საპოხი მასალები, ქაფი, რითიც ამ პრობლემას უცებ მოაგვარებთ. რაც შეეხება ავტომობილის დადებით და უარყოფით მხარეებს, ზოგადად, ის ძალიან თხელი მასალითაა შექმნილი – სულ უმნიშვნელო საგზაო შემთხვევის დროსაც კი, სერიოზულად ზიანდება. ამავე დროს, ის არცთუ ისე ეკონომიურია, როგორიც, წესით უნდა იყოს. დადებითი თვისებებიდან გამოვარჩევ იმას, რომ იაპონური სტილისაა. ეს კი გულისხმობს მისი სისტემების კარგ მუშაობას – იქნება ეს სავალი ნაწილი, ჰიდრავლიკა, წყლის მიწოდების სისტემა თუ სხვა. ავტომობილს აქვს კარგი მანევრი და ვიზუალურადაც ძალიან ეფექტურია.

კითხვა: მყავს „ტოიოტა რავ 4”, 2002 წლის, დიზელზე. გავლილი აქვს 194 000 კილომეტრი. მოძრაობის დროს, შიგადაშიგ, ძრავა თითქოს „იგუდება”. ავტომობილს ვაჩერებ, ადგილზე ვამუშავებ და მდგომარეობა სწორდება. გაზის მიცემის შემდეგ კი, ისევ იწყებს ეგრეთ წოდებულ „მოგუდვას.“ იქნებ ამიხსნათ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: უპირველესად, საჭიროა, ჰაერისა და საწვავის ფილტრების შეცვლა, ამ სინდრომებს სწორედ ფილტრების გაბიდვნა იწვევს. ამიტომ ის გაბიდვნის, ამოვსების მდგომარეობამდე არ უნდა მიიყვანოთ და ქარხნიდან მითითებულ დროში უნდა შეცვალოთ. თუ ფილტრების შეცვლამ მდგომარეობა არ გამოასწორა, მიმართეთ დიზელზე ორიენტირებულ სპეციალურ პროფილაქტიკას – ფონიჭალიდან რუსთავისკენ მიმავალ გზაზე, მარჯვენა მხარეს, როგორც კი ფონიჭალას გაცდებით. იქ საქართველოში საუკეთესო დიზელის ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელოსნები არიან. სერვისცენტრის ნომერია: 591137722.

კითხვა: იქნებ დამიხასიათოთ „მერსედესი“ „ცე” კლასის კუპე, 3.2-იანი ძრავით და „ბეემვე” „დუტი ტროიკა”, რომელი რა პლუსებით გამოირჩევა?

პასუხი: კარგი იქნებოდა, თუ ძრავას „ბეემვეს” შემთხვევაშიც მოიხსენიებდით. ჩემი ვარაუდით, საუბარი გაქვთ 3.0-იანი ძრავის მქონე „ბეემვეზე“. მაგრამ, ამ ორი ავტომობილის ერთმანეთთან შედარებას აზრი არ აქვს, იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც მანევრით, ისე კომფორტით, აჩქარებით, ხასიათით... შედარებისთვის, „ბეემვეს” შემთხვევაში, წარმოვიდგინოთ სპორტულად და იმავდროულად, მოდურად ჩაცმული ადამიანი; „მერსედესის” შემთხვევაში კი, – კლასიკურად ჩაცმული, ჰალსტუხიანი, ელეგანტური მამაკაცი. რა პლუსებიც ამ ადამიანებს აქვთ ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, იგივე შეგიძლიათ მოარგოთ თქვენ მიერ დასახელებულ ავტომობილებს. 

 

 

скачать dle 11.3