კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ უნდა მივხვდე, რომ ძაღლს ამა თუ იმ საკვების მიმართ აუტანლობა აქვს?

პასუხი: თუ თქვენს ძაღლს საკვებისადმი აუტანლობა აქვს, ამას აუცილებლად შეამჩნევთ: მას დაეწყება ღებინება, ასევე, ფაღარათი ან მუცლის შებერვა გაზების დაგროვების გამო. არ არის გამორიცხული, დაეწყოს კანის ქავილი და სიწითლე, ქერტლი, ყურების ქრონიკული პრობლემები, ცემინება, ხველა და ასე შემდეგ. როგორც კი ძაღლი ამ სიმპტომებს გამოავლენს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც დაუსვამს სწორ დიაგნოზს და სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს. საკვებისმიერი ალერგიის ხშირი მიზეზი ძაღლებში უმეტესად საქონლის ხორცი და რძის პროდუქტებია. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ მიაჩვევთ ცხოველს თქვენი საკვების ნარჩენების ჭამას და არც ტკბილეულია მათთვის რეკომენდებული. საკვებისადმი მგრძნობელობა ყველაზე ხშირია სიცოცხლის ადრეულ სტადიაზე. ასევე, არის ძაღლის რამდენიმე ჯიში, რომლებსაც უფრო ხშირად ემართებათ ეს, მაგალითად კოკერ-სპანიელი, ტერიერი და ასე შემდეგ. თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ძაღლს აუტანლობა აქვს საკვებისადმი, მაშინვე მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის მარტივად გადაჭრაში. სასურველია, თუ ცხოველს მხოლოდ სპეციალისტის მიერ რეკომენდებული წესით გამოკვებავთ. გეტყვით იმასაც, რომ მზა საჭმელები ძაღლებისათვის ძალიან კარგია, თუმცა, ისიც სწორად უნდა იყოს შერჩეული. 

კითხვა: ყოველთვის აქტუალურია ცოფის თემა, რომლისაც ადამიანებს ყოველთვის ეშინიათ და, ხშირად, არა მარტო კბენის, არამედ, ცხოველის მიერ კანის გაკაწვრის შემდეგაც სათანადო აცრებს იკეთებენ პროფილაქტიკისთვის. რეალურად მართლა ასეთი საშიშია?

პასუხი: გეთანხმებით, რომ ცოფი მართლაც არ არის ხელწამოსაკრავი თემა. თუ ადამიანები საჭიროების დროს უყურადღებოდ ტოვებენ ცხოველის ნაკბენს, ეს ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება. ამიტომ, თუ შემთხვევით ცხოველი კბილს გაგკრავთ ან გიკბენთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ შესაბამის მკურნალობას. გახსოვდეთ, ცოფი მსოფლიო მნიშვნელობის დაავადებაა, რომლის აღმძვრელ წყაროდ ითვლებიან შინაური და გარეული ცხოველები. კბენის დროს ვირუსი ხვდება ქსოვილში, საიდანაც მიგრირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პერიფერიული ნერვების საშუალებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12 დღიდან და, შეიძლება, გაგრძელდეს ერთ წლამდე, მაგრამ, ძირითადი ხანგრძლივობა 4-6 კვირაა.

აღნიშნული პერიოდი მცირდება ვირუსის მაღალი კონცენტრაციის დროს, თავზე ან კისერზე კბენის შემთხვევაში. ცოფის მკურნალობა არ არსებობს და კლინიკის გამოვლინების დროს შედეგი ყოველთვის სასიკვდილოა. ამიტომ, ვაქცინაცია ეფექტური პროფილაქტიკის საშუალებაა, რომელიც აუცილებელია ყველა ძაღლისა და კატისთვის და უნდა ჩაუტაროთ ყოველწლიურად. ცოფით დასნებოვნების პროფილაქტიკისთვის  აუცილებელია, დროულად აცრათ თქვენი ძაღლი დაავადების საწინააღმდეგოდ; ჩაუტაროთ რეგულარული დერატიზაცია კერძო სახლებში. შეეცადეთ, არ გაიყვანოთ ცხოველი ცოფისთვის არაკეთილსაიმედო ადგილებში. 

 

 

скачать dle 11.3