კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

16 დეკემბერი

1653 – ოლივერ კრომველი გახდა ინგლისის ლორდ-პროტექტორი (ფაქტობრივი დიქტატორი).

1773 – ამერიკის კოლონიებში დაიწყო აჯანყება ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ.

1899 – დაარსდა საფეხბურთო კლუბი „მილანი“.

1979 – ამერიკელმა ავტომრბოლელმა სტენ ბარეტმა პირველმა გადალახა ხმოვანი ბარიერი სპეციალური ავტომობილით.

17 დეკემბერი

1538 – რომის პაპმა პავლე მესამემ ეკლესიიდან განკვეთა ინგლისის მეფე ჰენრი მერვე. ინგლისი პროტესტანტული ქვეყანა გახდა.

1777 – საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა სცნო.

1903 – ჰაერში აიჭრა ძმების – უილბერ და ორუილ რაიტების, პირველი თვითმფრინავი (ავიაციის დაბადება).

1982 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ტუტსი“ დასტინ ჰოფმანის მონაწილეობით.

18 დეკემბერი

1865 – ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად გაუქმდა მონობა.

1912 – ამერიკის კონგრესმა აკრძალა ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინარ ემიგრანტთა შესვლა.

19 დეკემბერი

1863 – ინგლისელმა ფრედერიკ უოლტონმა დააპატენტა ლინოლეუმი.

1909 – დაარსდა საფეხბურთო კლუბი „დორტმუნდის ბორუსია“.

1917 – კანადაში სტარტი აიღო ნაციონალური ჰოკეის ლიგის პირველმა ჩემპიონატმა.

1997 – ამერიკის შეერთებული შტატების ეკრანებზე გამოვიდა ჯეიმს კემერონის ფილმი „ტიტანიკი“.

20 დეკემბერი

1880 – ბროდვეიზე (ნიუ-იორკი) აინთო პირველი ელექტრონული ქუჩის განათება.

1892 – ალექსანდრ ბრაუნმა და ჯორჯ სტილმანმა მიიღეს პატენტი პნევმატურ საბურავებზე.

1924 – ციხიდან დროზე ადრე გაათავისუფლეს ადოლფ ჰიტლერი.

1939 – სტალინს მიენიჭა „სოციალისტური შრომის გმირის“ წოდება.

1990 – ედუარდ შევარდნაძე გადადგა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან.

21 დეკემბერი

1192 – ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგული ჯვაროსნული ლაშქრობიდან უკანა გზაზე ტყვედ ჩაუვარდა ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდს.

1879 – ბევრს ჰგონია, რომ ამ დღეს დაიბადა იოსებ სტალინი, თუმცა არ შეესაბამება სინამდვილეს. სტალინი 1878 წლის 6 დეკემბერს დაიბადა.

1898 – პიერ და მარია კიურებმა აღმოაჩინეს რადიუმი.

1902 – ლონდონში გამოჩნდა საავტომობილო მოძრაობის პირველი მარეგულირებელი – პოლისმენი ზოლებიანი ჯოხით.

1913 – გაზეთში „The New York World“ გამოქვეყნდა პირველი კროსვორდი (32-სიტყვიანი).

1982 – ვერტმფრენ „მი-28-ს“ პირველი ფრენა.

22 დეკემბერი

1216 – რომის პაპმა ჰონორიუს მესამემ დაამტკიცა დომინიკელ ბერთა ორდენი, ეს ორდენი მომავალში ინკვიზიციის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა.

1882 – ედუარდ ჯონსონმა გამოიგონა ნაძვის ხის ელექტროგირლიანდები.

1933 – მარკუს ვან დერ ლიუბეს მიუსაჯეს სიკვდილი ბერლინის რაიხსტაგის დაწვისთვის.

1989 – რუმინეთში დაემხო ჩაუშესკუს რეჟიმი.

скачать dle 11.3