კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 31 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია იქნება ჩემთვის წარმატებული? ასევე, მაინტერესებს, რომელ ქვეყანაში ცხოვრებაა ჩემთვის მიზანშეწონილი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ აქტიური, ენერგიული. შეგეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერული თვისებების წარმოჩენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა. იმავდროულად, დაეყრდენით ინტუიციას და დაიცავით საკუთარი საიდუმლო. იყავით ოპტიმისტი, დაეყრდენით კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, გამოცდილებას, კომუნიკაბელურობას – ეს თქვენთვის წარმატების მომტანიცაა და კარმულ-კოსმიური მისიაც. უცხოეთში თქვენ ბევრი პრობლემა და ბარიერი გელით. თუმცა, თუ ორგანიზებულობასა და დისციპლინას გამოავლენთ, იქნებით შეუპოვარი და მომთმენი, მაშინ, შესაძლოა, ეს ბარიერები და წინაღობები გადალახოთ. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, სირია; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ალასკა, ავსტრალია, შვედეთი, ვენესუელა, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთიდან – მოსკოვი. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანი: სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების დიზაინი ან ბიზნესი, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი სფერო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო სფერო, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სამაშველო საქმიანობა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები; მედიცინის სფერო ცოტა რთულია, თუმცა, თუ შემართებას გამოიჩენთ, შესაძლოა, წარმატებას მიაღწიოთ.

скачать dle 11.3