კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჭირო რჩევები

* ლიფტინგის ეფექტს ჩვეულებრივი კიტრით შეგიძლიათ, მიაღწიოთ: დაჭერით ის რგოლებად, წამოწექით და მთელ სახეზე მჭიდროდ დაიფინეთ 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი წაისვით თქვენი მკვებავი (კიტრის რგოლების მოშორების შემდეგ არ ჩამოიბანოთ).

* სპეციალური ჩხირით ნუნების შეწევა გაგიადვილებთ, თუ გაიკეთებთ შემდეგ აბაზანას: ერთად ათქვიფეთ 2 სადილის კოვზი ანანასის წვენი და 1 კვერცხის გული, ამ ნარევში ჩაყავით ხელები და 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

* თუ ქუთუთოებისთვის მუქი „ჩრდილი“ გამოგელიათ, შეგიძლიათ, ის წარბების ფანქრით შეცვალოთ.

* თუ გსურთ, რომ თმა ძალიან არ გაგიცხიმიანდეთ, თმის ნიღაბი შეიზილეთ მხოლოდ ძირებში და 15 წუთზე მეტხანს არ გაიჩეროთ. შემდეგ კი ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულით და წყალში გაზავებული ძმრით.

* რუჟის („რუმიანა“) ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემის კონსისტენციის მქონე ტუჩის საცხი (თანაბრად რომ წაისვათ, „სპინჟი“ გამოიყენეთ).

* კრემ-პუდრის ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის ქვეშ წასასმელი ბაზა, რომელიც დღის კრემში იქნება შერეული.

* ხელების, ასევე, როგორც სახის პილინგი, უნდა გაიკეთოთ რეგულარულად, ოღონდ, არასდროს გამოიყენოთ უხეში სკრაბი. შეგიძლიათ, მჭადის ფქვილში ან დაფქულ „ჰერკულესში“ შეურიოთ გვირილის ნახარში, ლიმონის წვენი და ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი (უნდა მიიღოთ ჭადის ცომზე ოდნავ თხელი მასა) და ამ ნარევით გაიკეთოთ პილინგი.

* დეკოლტეს ზონაში კანი ყველაზე ნაზია. ამიტომ, უნდა გამოიყენოთ ძალიან რბილი სკრაბი, რომ კანი არ დაგეკაწროთ.

* შედარებით უხეში სკრაბი (მაგალითად, ხილის დაფქული კურკები ან თხილისა და კაკლის დაფქული ნაჭუჭი) უნდა გამოიყენოთ იდაყვების, მუხლებისა და ქუსლების პილინგის შემთხვევაში.

скачать dle 11.3